- ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ლგბტ ქორწინების კონსტიტუციურ უფლებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.განცხადებაში, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ტიხონი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, წმინდა ეკლესიის სწავლება საკითხთან მიმართებაში უცვლელი რჩება. მისი თქმით, ეკლესია ლგბტ ქორწინებას არ ლოცავს. თუმცა, თითოეულ ინდივიდში ქრისტეს ხატებას ხედავს და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ყველა ადამიანთან დამოკიდებულებაში ქრისტეს ემსგავსონ.“ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილების შესახებ28 ივნისი, 2015ღრმად პატივცემულ იერარქებს, ღირს სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნებსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულთ:საყვარელნო,ერთი და იგივე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების ლეგალიზებაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო და გარკვეული შფოთვა გამოიწვია მისი შინაარსისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა დავიტოვოთ რწმენა, რომ ქორწინების საიდუმლოს შესახებ წმინდა ეკლესიის სწავლება ისევე უცვლელი რჩება, როგორც ის ათასწლეულების განმავლობაში იყო.ბოლო წლებში ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდმა არაერთი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად იყო ახსნილი და განმარტებული ჩვენი წმინდა სარწმუნოების სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი საზოგადოების მხრიდან არსებული გამოწვევების ფონზე. ეს სწავლებები ისევ უცვლელი რჩება მიუხედავად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა.რამდენადაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეხმაურებით, ასევე ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ ყოვლისშემძლე უფალს რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, რომლის კონსტიტუციის პირველი შესწორებითაც თავისუფლად ღვთისმსახურების უფლება გვეძლევა, შესაძლებლობა გვაქვს, ვმსახურებდეთ რისიც გვწამს როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ვცხოვრობდეთ ჩვენი მხსნელი იესო ქრისტესა და მისი სხვებისადმი სიყვარულის მაგალითით.სასამართლოს გადაწყვეტილება არ ცვლის ჩვენი ეკლესიის სწავლებას, მაგრამ ამავე დროს ის შეგვახსენებს, რომ საჭიროა ქრისტეს ვემსგავსებოდეთ ყველა ადამიანისადმი მის დამოკიდებულებაში. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ თითოეული ინდივიდის უფლებების დასაცავად კანონები მიიღოს. თუმცაღა, ეკლესია ერთსქესიან ქორწინებას არ აკურთხებს ანდა ამგვარ ქორწინებას წმინდა საიდუმლოდ არ განიხილავს, ის ყველა ინდივიდში მაინც ხედავს ქრისტეს ხატებასა და თითოეული ინდივიდის ღირსებას იესოს თვალში, რომელიც ჩვენი სულების ხსნისთვის ჯვარს ეცვა.ჩვენი, როგორც ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ვალია გაჭირვებულებზე ზრუნვა; ცილისწამების, რასიზმისა თუ სხვა სახის დევნის მსხვერპლთა დახმარება; ავადმყოფთა, ღარიბთა, უსახლკაროთა თუ პატიმართა უზრუნველყოფა.ეკლესიის მისია გრძელდება და ჩვენ დიდებული პასუხისმგებლობა გვაქვს ვიყოთ „ყველაფერი ყველასათვის“. ამდენად, დაე, ყველანი ვიყოთ „ერთნი ქრისტეში“ და ისმინეთ უკანასკნელ დღეზე: „ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ (მათე 25:21).უფალში სიყვარულით,+ ტიხონივაშინგტონის მთავარეპისკოპოსისრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი”.ავტორი: თეონა გიგაური
წყარო
вторник, 30 июня 2015 г.
ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლიკა
ავტორი:
შემეცნებითი ბლოგი
/ გამოქვეყნებულია:
вторник, июня 30, 2015
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеПоделиться в XОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
Ярлыки:
რელიგია
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий