вторник, 12 мая 2015 г.

ბერი ლეონი: ცოდვასთან ბრძოლა ამაო იქნება უსიყვარულოდ



ბერი ლეონ გელოვანი: “უფალმა იესო ქრისტემ საკუთარი ჯვარცმით სიყვარულის უდიდესი მაგალითი მოგვცა. “აღიღე ჯვარი შენი” უპირველესად მოხმობაა ერთმანეთის სიყვარულისკენ. ქრისტიანი უნდა ებრძოდეს არა ცოდვილს, არამედ ცოდვას. თუმცა, ამაო იქნება ეს ბრძოლა უსიყვარულოდ, რადგან როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს „ყველა საიდუმლო რომ ვიცოდე და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ”.
სამწუხაროდ, 17 მაისს ჩვენ ზოგიერთი ქრისტიანის მხრიდან სიძულვილი არა ცოდვის, არამედ „ცოდვილების” მიმართ ვიხილეთ. ზუსტად ვიცი, რომ მრავალი ადამიანი, მათ შორის, ჩემი მეგობარი სასულიერო პირებიც იქ იმ მიზნით იყვნენ გასულნი, რომ ეს სიძულვილი ჩაეხშოთ. თუმცა, რამდენად გამოუვიდათ, ეს სხვა საკითხია…
საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ჰომოფობია. არა იმის გამო, რომ ჰომოსექსულობა დიდი ცოდვა ან ძალიან ცუდი საქციელია, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან უცხოა ამ ადამიანებისთვის, უცხოა ამ თემაზე საუბარიც კი. ვერავინ იტყვის, რომ ჰომოსექსუალობა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე მამის (ბიძის/უფროსი ძმის) მიერ 13-14 წლის შვილის მეძავ ქალთან წაყვანა და ამით ბავშვის ფსიქიკის შერყევა. თუმცა, ეს საქციელი ძალიან ნაცნობია საზოგადოებისთვის და ამიტომ, არც მეძავების წინააღმდეგ ატარებენ აქციებს და არც ასეთ მამებს აკრიტიკებენ“.
ბერი ლეონ გელოვანი – 11 მაისი, 2015 წელი.
ესაუბრა გიორგი კოხოძე


წყარო: 17 მაისი


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий