вторник, 11 марта 2014 г.

ბავშვების მასიური მკვლელობები "მართლმადიდებლურ" საქართველოში



40 ათასი აბორტი ერთ წელიწადში: საქართველოში შობადობა უფრო დაბალია, ვიდრე მსოფლიო ომის დროს




საქართველოს მთავრობამ დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე ჯგუფი შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღეს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მოწვეული ექსპერტები შევლენ. კომისიამ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაოს. ამასთან, იგი ითანამშორმლებს დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან.

"საქართველო დგას ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე, მათ შორის კი ერთ-ერთი დემოგრაფიული პრობლემაა. დღეს ჩვენ გვქონდა პრემიერთან შეხვედრა. დემოგრაფიული პრობლემა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში - შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელსაც თავად პრემიერი უხელმძღვანელებს", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა.

სტატისტიკურად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფრო მაღალი იყო შობადობა, ვიდრე - დღეს. პიკი იყო 1970 წელს, როცა 120 ათასამდე ბავშვი დაიბადა, დღეს კი მაჩვენებელი

ამის ნახევარიც არ არის. კატასტროფული ვითარებაა აბორტების თვალსაზრისით - 2012 წელს ქვეყანაში 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა", - აღნიშნა ხუნდაძემ. 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.

პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

წყარო



Please Share it! :)

1 комментарий:

  1. აბორტის თემა განსაკუთრებით საინტერესოა, როცა "ღრმადმორწმუნეები" დასავლეთის გარყვნილებაზე და სულიერ დეგრადაციაზე საუბრობენ, სადაც აბორტი თუ ყველასთვის ცოდვად არა, ბარბაროსობის გამოვლინებად ითვლება და ძალიან იშვიათია.

    ОтветитьУдалить