ავტორი: ზაზა ოსმანოვი
ბოლო დროს გაჩნდა ძალიან საინტერესო ტენდენცია. თუ აქამდე კალენდრულ საკითხს საეკლესიო ტრადიციის და კანონიკის კონტექსტში წარმოგვიდგენდნენ, ახლა უკვე არის მცდელობა, რომ მეცნიერულად გაამართლონ იულიუსის კალენდრის გამოყენება იმ “მოტივით”, თითქოს ის უფრო ზუსტია ვიდრე გრიგორიუსის კალენდარი ან ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი.
საუბარი გვაქვს დეკანოზ ბიძინა გუნიას რამდენიმე ვრცელ სტატიასა თუ პუბლიკაციაზე, სადაც ავტორი ცდილობს კალენდრული საკითხი წარმოგვიდგინოს არა მარტო წმინდა წერილის; სჯულის კანონის დაწმინდა მამათა სწავლების ფონზე, არამედ აგრეთვე გვთავაზობს საკუთარი პოზიციის ასტრონომიულ “მოტივაციას”.
აქედან გამომდინარე საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნული პრობლემის დეტალური განხილვა, სხვადასხვა კალენდრულ სისტემათა შედარება და ამ საკითხის პასქალური თვალსაზრისით კრიტიკული მიმოხილვა.
ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?
ავტორი: ზურაბ ჯაში
ზემოთ განთავსებულ სტატიამ „კალენდრული საკითხის შესახებ“, სადაც ავტორი აბათილებს დეკანოზ ბიძინა გუნიას მიერ თავის პუბლიკაციაში მოყვანილ ასტრონომიულ არგუმენტებს იულიუსის კალენდრის სიზუსტის თაობაზე, პატივცემულ დეკანოზში გამოიწვია უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საკითხის განხილვა მხოლოდ წმინდა ასტრონომიული ხასიათის. საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ ნახსენები პუბლიკაციის ავტორი არის ასტროფიზიკოსი და ამიტომ მან მამა ბიძინას სტატიის კრიტიკული ანალიზი მეცნიერების თვალთახედვით შემოგვთავაზა, ფაქიზად აუარა გვერდი საღვთისმეტყველო მხარეს, რითიც შეინარჩუნა ჩვენი ბლოგის შესაძლო მაქსიმალური კომპეტენციის პრინციპი. ახლა გვსურს ეს ხარვეზიც აღმოვფხვრათ და შემოგთავაზოთ აღნიშნული პუბლიკაციის კრიტიკული განხილვა ეკლესიის ისტორიის, ღვთისმეტყველების, ეგზეგეტიკის და საეკლესიო
კანონიკის კონტექსტში.
კანონიკის კონტექსტში.
წყარო: St. Paul's Orthodox Christian Theology Centre
Комментариев нет:
Отправить комментарий