ინდუაშვილი მაია
წმინდა მამათა საღვთისმეტყველო შრომების თარგმანები
მაია ინდუაშვილი ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ბიზანტიოლოგი, მთარგმნელი.
დაიბადა 1958 წლის 3 ოქტომბერს თბილისში.
1980 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით.
1993 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე «პაროდია ძველი ატიკური კომედიის სტრუქტურაში (ძველი ბერძნული პაროდია ეპოსიდან კომედიამდე)», პარალელურად თარგმნიდა ქრისტიანი წმინდა მამების ქადაგებებს ძველბერძნული ენიდან.
საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ი. ჭავჭავაძის უცხო ენათა უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში რედაქტორად.
გამოქვეყნებული წიგნები: «პაროდიის სათავეებთან», ძველი ბერძნულიდან ქართულ ენაზე პირველად მის მიერ ნათარგმნი «სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი», «გრიგოლ პალამა», წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებების მიხედვით შედგენილი კრებული _ «ქრისტიანული ქორწინება» და სხვა.
მაია ინდუაშვილის თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალებში: «ჯვარი ვაზისა», «საპატრიარქოს უწყებანი» და სხვა საეკლესიო გამოცემებში.
მაია ინდუაშვილს, როგორც ნიჭიერ, შრომისმოყვარე, შემოქმედებითი ენერგიით სავსე პიროვნებას, კიდევ დიდხანს შეეძლო თავისი სამეცნიერო და მთარგმნელობითი მოღვაწეობით გაემდიდრებინა ქართული სასულიერო ლიტერატურა უმშვენიერესი, ნატიფი თარგმანებით, რომ არა ერთი, 2001 წლის წლის 19 ივლისის ტრაგიკული დღის ისტორია...
ეძღვნება მაია ინდუაშვილის ნათელ ხსოვნას
წიგნი გამოსაცემად მოამზადა: მანანა და მადონა ინდუაშვილებმა
ჩამოტვირთეთ (Word ( DOCX) ფორმატში
წაკითხვა PDF ფორმატში
წყარო: უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია
"უსინათლოები საზღვრებს გარეშე"
ჩამოტვირთეთ (Word ( DOCX) ფორმატში
წაკითხვა PDF ფორმატში
წყარო: უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია
"უსინათლოები საზღვრებს გარეშე"
Комментариев нет:
Отправить комментарий