ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს ხობის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც სამონასტრო კომპლექსისთვის სპეციალურად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დააწერინა. კომპლექსის გახსნიდან ერთი წლის თავზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ხობის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ წირვაზე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე იქადაგა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა რუსეთს და მართლმადიდებლობას ერთანეთთან აიგივებენ, მეუფეს სიტყვებით, „ევროპისკენ მიმავალ გზაზე რუსეთისკენ სვლა შეუძლებელია“.
„როდესაც წინ მიიწევ, სულ უფრო მომძლავრებულია ძალისხმევა ადამიანებში შიშის დათესვის. ჩვენ გვინდა ძლიერ და ნათელ ქვეყანაში, მართლმადიდებლურ წიაღში ცხოვრება და მე ვწუხვარ, როდესაც მართლმადიდებლობას და რუსეთს ერთმანეთთან აიგივებენ. ამას ვერ მივესალმები, რადგან ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ დამისახელებს, რა სიკეთეები მიიღო საქართველომ მართლმადიდებელი რუსეთისგან. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ შეუძლებელია, შეუთავსებელია, ადამიანი ამ ყველაფრით გულით ხარობდეს, ხატებზე გამოსახულ წმინდანებს თაყვანს სცემდეს და ამავდროულად რუსული დროშით ხელში ჩრდილოეთისკენ იმზირებოდეს. ეს არის თვითმკვლელობა. ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არა გონიერებაზე, არამედ უგუნურებაზე მიუთითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დუღილის პროცესში ვართ და არ ვართ გაძლიერებული და ამ სუსტ მდგომარეობაში დასაყრდენს პოულობს შავბნელი ძალა, რომელსაც სურს, უკან დაგვაბრუნოს. რისი უნდა შეგვეშინდეს, როდესაც ჩვენთან არს ღმერთი?! ქრისტეს რწმენა ადამიანებს გმირებად აქცევს, ამიტომ ჩვენი რწმენა არ არის შიშის რწმენა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
http://www.newposts.ge/
http://www.newposts.ge/
Комментариев нет:
Отправить комментарий