воскресенье, 19 апреля 2015 г.

ლევან აბაშიძე - ფერისცვალების საიდუმლო





ლევან აბაშიძე




მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა დუბნის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში და თბილისის მაღალი ენერგიების ინსტიტუტში.(მაღალი ენერგიების ფიზიკა).

1988 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში. დამთავრების შემდეგ ოთხი წლით გაემგზავრა გერმანიაში სადაც აგრძელებდა თეოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის შესწავლას.
სხვადასხვა პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და „საბა“-ში. დააარსა ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტი, რომლის საქმიანობაში შედიოდა რელიგიური განათლების ხელშეწყობა: სემინარების ორგანიზება, წიგნების და ჟურნალების გამოცემა. სხვადასვა დროს იყო სამი ჟურნალის და რამდენიმე წიგნისა და კრებულის მთავარი რედაქტორი. არის მრავალი პუბლიკაციის და თარგმანის ავტორი. მუშაობს ეკლესიის ისტორიისა და ეკლესიოლოგიის საკითხებზე.
ატარებს მოხსენებებს და აქვეყნებს სტატიებს რელიგიისა და მეცნიერების მიმართების საკითხებზე.



შესავალი

თაბორის მთაზე მომხდარი ფერისცვალება უფლისა უმნიშვნელოვანესი ამბავია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ამ ამბის შესახებ ოთხიდან სამი სახარება მოგვითხრობს, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფერისცვალება თორმეტ უდიდეს დღესასწაულში შეიყვანა და ის ყოველწლიურად 6 აგვისტოს იდღესასწაულება.[**1]
ეკლესიის წმინდა გადმოცემაზე დავეყრდნობით ჩვენ შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვებს: რა მოხდა თაბორის მთაზე? რაში მდგომარეობს ამ ამბის მნიშვნელობა ქრისტიანთათვის?
ჩვენ გამოკვლევას სამ ნაწილად დავყოფთ. პირველში განვიხილავთ წმინდა წერილის მოწმობას ფერისცვალების შესახებ. მეორეში საუბარი გვექნება ღვთის „გამოცხადებაზე“, რაც ქრისტიანული უმთავრესი ცნებაა, და შევეცდებით ფერისცვალების განხილვას გამოცხადების კონტექსტში. ხოლო მესამე ნაწილში განვიხილავთ „ღვთის სასუფევლის“ მოსვლის საკითხს, რაც უმთავრეს გასაღებს წარმოადგენს ფერისცვალების საიდუმლოს გასაგებად.
1. წმინდა წერილი
(. 16:28) ამინ გეუბნებით თქვენარიან ზოგიერთები აქ მდგომთაგანრომლებიც არ იგემებენსიკვდილსვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისასმომავალს თავისი სუფევით.
(. 17:1) და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანეძმა მისიდა აიყვანა ისინიმაღალ მთაზე განმარტოებით.
(2). და ფერი იცვალა მათ წინაშედა გაბრწყინდა მისი სახეროგორც მზეხოლო მისი სამოსი გახდათეთრი, როგორც ნათელი.
(3). და აჰა ეჩვენათ მათ მოსე და ელიარომლებიც საუბრობდნენ მასთან.
(4). მიუგო პეტრემ და უთხრა იესოსუფალოკარგია ჩვენთვის აქ ყოფნათუ გნებავს გავაკეთებთ აქსამ კარავს: ერთს შენთვისერთს მოსესთვის და ერთს ელიასთვის.
(5). და ვიდრე იგი ამას ამბობდააჰანათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინიდა აჰახმა იყოღრუბლიდანესე არის ძე ჩემი საყვარელირომელიც სათნოა ჩემთვისმისი ისმინეთ.
(6). როდესაც გაიგეს მოწაფეებმაპირქვე დაეცნენ და ძლიერ შეშინდნენ.
(7). და მივიდა იესოშეეხო მათ და უთხრაადექით და ნუ გეშინიათ.
(8). და როცა გაახილეს თვალებივერავინ ნახეს იესოს გარდა.
(9). და როდესაც ჩამოდიოდნენ მთიდანუბრძანა მათ იესომ და უთხრანურავის ეტყვით ამ ხილვისშესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.
ასე აღწერს ფერისცვალებას მათეს სახარება. მსგავს მოთხრობებს ვხვდებით მარკოზისა და ლუკას სახარებებში. მხოლოდ იოანეს სახარებაში არ ვხვდებით ამ თხრობას. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, ოთხ მახარებელს შორის მხოლოდ იოანე იყო ფერისცვალების თვითმხილველი, და სწორედ მის სახარებაში არაფერია მოთხრობილი მის შესახებ. სხვა თვითმხილველი, პეტრე მოციქული, ადასტურებს ამ ხილვას თავის კათოლიკე ეპისტოლეში. მეორე ეპისტოლეში, რომელიც პეტრეს მიეწერება, ვკითხულობთ:
და ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთროცა მასთან ერთად ვიყავით წმინდა მთაზე. (2 პეტრ. 1:18).
სახარებისეული თხრობა უკიდურესად ლაკონურია. აღსანიშნავია, რომ იესომ მოწაფეებს უბრძანა არავისთვის ეთქვათ ამ ხილვის შესახებ, სანამ ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგებოდა. მოციქულებმა უთუოდ შეასრულეს ეს ბრძანება. მხოლოდ უფლის აღდგომის და სულთმოფენობის შემდეგ მოუთხრეს მათ ეს ამბავი სხვებს, რის შედეგადაც ის სახარების განუყოფელი ნაწილი გახდა და დაწერილ სახარებაშიც იპოვა თავისი ადგილი.
ფერისცვალებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვთისმეტყველებისთვის. კერძოდ, ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ღვთის გამოცხადება, განმღრთობა, ღვთის ხილვისა და შეცნობის შესაძლებლობა. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ XIV საუკუნის ბიზანტიაში წმ. გრიგოლ პალამასთან დაკავშირებულ კამათებში და შემუშავებულ ღვთისმეტყველებაში თაბორის ნათელს ცენტრალური ადგილი უჭირავს.
ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს, იორდანეში ნათლისღებიდან და გოლგოთაზე ჯვარცმამდე, თაბორის მთაზე რაღაც მოხდა. ეს მხოლოდ სამმა თვითმხილველმა, ქრისტეს სამმა მოწაფემ იცოდა და ქრისტეს აღდგომამდე არავის ეუბნებოდა. აღდგომისა და სულთმოფენობის შემდეგ, უმთავრესი, რასაც უქადაგებდნენ მოციქულები მსოფლიოს, იყო ქრისტეს აღდგომა, სიკვდილის ძლევა და ახალი ცხოვრება. თაბორის ამბავი ერთი შეხედვით, ჩრდილში იყო მოქცეული. მაგრამ მან მაინც დაიმკვიდრა თავისი ადგილი ეკლესიის გადმოცემაში და მისი მნიშვნელობა განუზომლად დიდია.
რაში მდგომარეობს ეს მნიშვნელობა? რას გვეუბნება ფერისცვალება ჩვენ დღეს?
2. ღვთის გამოცხადება
- ქრისტიანთა რწმენის მიხედვით, იესო ქრისტე იყო სრული ღმერთი და სრული კაცი (ადამიანი): „მწამს ... უფალი იესო ქრისტე, ... ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა“ ამბობენ ქრისტიანები მრწამსის წარმოთქმისას. იესო ნაზარეველი, რომელსაც ხედავდნენ, უსმენდნენ და ხელით ეხებოდნენ, არ იყო ოდენ ადამიანი (ლიტონი ადამიანი); არამედ იესო ქრისტეს პიროვნებაში იყო სრული ღმრთეება. სხვა სიტყვებით, ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ერთი იუდეველის ფიზიკურად შემოსაზღვრულ ადამიანურ პიროვნებაში, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანის დარად ჰქონდა დაბადების წელი, გარკვეული სიმაღლე, წონა, თმის და თვალის ფერი, „მკვიდრობდა ღმრთეების მთელი სისრულე ხორციელად“ .
იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს მისი ღმრთეება უმეტესწილად დაფარული იყო. იმ ათასობით ადამიანთათვის, ვინც იესო იხილა და მას მოუსმინა, ის ოდენ ადამიანი იყო, იესო ნაზარეველი, იოსების და მარიამის შვილი. აღდგომამდე და სულთმოფენობამდე, მისი მოწაფეებიც კი ვერ აცნობიერებდნენ ბოლომდე, ვინ იყო მათი მასწავლებელი.
მოციქულები ამბობენ: „ჩვენ ვიხილეთ ღმერთი“. ღვთის ხილვა, რაც შეუძლებელია ძველი აღთქმის მიხედვით [***2], შესაძლებელი ხდება სიტყვის განკაცების შემდეგ. ის მონის სახით მოვიდა და შესაძლებელი გახდა გვეხილა ღმერთი. მისი ადამიანური ბუნება ფარავდა ღვთაებრივ ბუნებას, იმ დიდებას, რომლის ხილვა ადამიანს არ ძალუძს: „გაუწყებთ იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ხელით შევხებივართ, სიცოცხლის სიტყვაზე ...“ (1 იოან. 1:1).
იესო ქრისტეს ღმრთეება რწმენის თვალით იხილვებოდა და იხილვება. ურწმუნოთათვის ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია.
მეორედ მოსვლისას კი ყველასთვის ხილული და განცხადებული იქნება იესო ქრისტეს ღმრთეება. როგორც წმინდა წერილი ამბობს, ის მოვა „დიდებით“.
ეს ყველაფერი სწორია და მაინც, არის ერთი გამონაკლისი. ქრისტემ ამქვეყნიური ცხოვრების დროს აჩვენა თავისი ღმრთეება, თავისი საღმრთო დიდება. სწორედ ეს მოხდა თაბორის მთაზე! სწორედ ამას ეწოდება ფერისცვალება. მართალია, ის ეჩვენა მხოლოდ სამს, მართალია, ის ეჩვენა მხოლოდ მცირე დროით და იმ ზომით, რა ზომითაც ისინი ამას გაუძლებდნენ, მაგრამ ეჩვენა!
აი, რას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი მათეს სახარების შესაბამისი ადგილის კომენტარებისას:
გადაწყვიტა უფალმა ეჩვენებინა მათთვის ამქვეყნად სახე იმ დიდებისარომლითაც შემდგომშიუნდა მოსულიყო, - იმ ზომითრა ზომითაც მათ ამის ხილვა შეეძლოთ.
სასუფეველის სახე ხილული თვალით უჩვენა მათ.
მაშინ (იორდანეზეზეციური ხმა მხოლოდ ძეობის დასამოწმებლად გაისმახოლო ახლაგანცხადებულად იხილეს მისი დიდება მოწაფეებმა; არა სრულადრა დიდებაც მას აქვს (ვისშეუეძლია გაუძლოს მისი დიდად მშვენიერი დიდების ხილვას?), არამედ იმ ზომითრა ზომითაცშეეძლო ეხილა მათ გონებას თვალშეუდგამი ნათელიმისი ფერისცვალების ბრწყინვალება და მისისამოსლის ელვარება.
ქრისტიანთა რწმენისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იესო ქრისტემ ამქვეყნად სხეულში მყოფ ადამიანს ეცხადება ღმერთი იმ ზომით, რა ზომითაც ადამიანი ამას გაუძლებს და ადამიანი რჩება ცოცხალი ამ ქვეყნად. ჩვენი რწმენა, რომელიც მოციქულთა მოწმობაზეა დამყარებული, ხოლო მოციქულთა რწმენა და მოწმობა გულისხმობს ქრისტეს ღვთიური დიდების მოწმობას, ფერისცვალების ხილვას. ეს კარგად ჩანს სიტყვებში, რომლებიც პეტრე მოციქულს მიეწერება:
„და მოხერხებული იგავებით კი არ გაუწყეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ მისი დიდების თვითმხილველნი გავხდით. ვინაიდან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როცა დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მოვიდა ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც ჩემი სათნოებაა. და ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად ვიყავით წმინდა მთაზე.“ (2 პეტრ. 1:16-18).
3. სასუფეველი ღვთისა
იმისათვის, რომ გავიგოთ წმინდა წერილის ესა თუ ის ადგილი, ხშირად აუცილებელია ტექსტის უფრო ფართო ნაწილი განვიხილოთ, ის, რაც წინ უძღვის და მოჰყვება ჩვენთვის საინტერესო ადგილს, თუმცა შეიძლება პირველი შეხედვით, ეს აუცილებლად არ გვეჩვენებოდეს და აღებული ადგილი სრულიად თვითკმარად მიგვაჩნდეს. ხშირად თანამედროვე კომენტატორები საკმაოდ ვიწროდ იხილავენ ტექსტს და ვერ ამჩნევენ უფრო ფართო კონტექსტს. ამას ჩვენ ფერისცვალების ეპიზოდის მაგალითზე ვნახავთ.
ა) რა უძღვის წინ ფერისცვალებას?
ფერისცვალებამდე ექვსი დღით ადრე იესო ეუბნება მოწაფეებს:
ამინგეუბნებით თქვენარიან ზოგიერთები აქ მდგომთაგანრომლებიც არ იგემებენ სიკვდილს,ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისასმომავალს თავისი სუფევით. (. 16:28).
რა იგულისხმება იესოს მოსვლაში თავისი სუფევით (სამეფოთი, ან სამეფოში)? ქრისტეს მეორედ მოსვლა, მკვდრეთით აღდგომა, თუ ფერისცვალება? რასაკვირველია, ქრისტიანთა რწმენით, სასუფეველი ღვთისა მოსული ძალაში, მთელი თავისი სისრულით დადგება ქრისტეს მეორედ მოსვლისას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ჟამთასვლაში, ამა სოფელში სასუფეველი ღვთისა სრულიად დაფარულია. ის შეიძლება მოახლოვდეა, ის შეიძლება ვინმესთვის ძალაში მოვიდეს და ფერისცვალება ასეთი „მოსვლის“ ხატია. იესოს სიტყვებში, შესაძლოა, მეორედ მოსვლაც იგულისხმება, მაგრამ უეჭველია, რომ იგულისხმება ასევე თაბორის მთაზე მოსახდენი ფერისცვალება. ეკლესიის დიდი მასწავლებლები სწორედ ასე განმარტავდნენ ამ სიტყვებს. იოანე ოქროპირი ამბობს:
ამგვარადეს სამნი სხვებს აღემატებოდნენისინი აიყვანა ქრისტემრადგან მეტის ნახვასგაუძლებდნენამ ხილვის შესახებ მან თქვა: ამინგეუბნებით თქვენარიან ზოგიერთები აქმდგომთაგანრომლებიც არ იგემებენ სიკვდილსვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისასმომავალსთავისი სუფევით. ეს ნიშნავს: იხილავენ ჩემ სახეს განცხადებულადთუ როგორ ვაპირებ მეორედმოსვლას.
ფერისცვალება არის სასუფეველი ღვთისა, რომელიც მოდის ძალაში არა ქვეყნიერების ბოლოს, არამედ ამქვეყნიურ ჟამთასვლაში.
იმაზე, რომ თაბორის ფერისცვალება სასუფევლის დადგომაა, ასევე მიანიშნებს მოწაფეთა მიერ დასმული შეკითხვა, როდესაც ისინი თაბორის მთიდან ჩამოდიოდნენ: რატომ ამბობენ მწიგნობრები,რომ ელიას ჰმართებს პირველად მოსვლა? ანუ მათი შეკითხვაა სასუფეველზე, უფლის დღეზე, რომლის დადგომის წინ, გადმოცემით, ილია წინასწარმეტყველი უნდა მოვიდეს.
განსხვავებით სასუფევლისაგან, რომელიც ქვეყნიერების ბოლოს დადგება და როცა იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, ჩვენ შემთხვევაში სასუფეველის ხილვა დამთავრდა: და როცა გაახილეს თვალები,ვერავინ ნახეს იესოს გარდა. იოანე ოქროპირი წერს: უფალმა განაბნია მათი შიში, შეახო ხელი და თქვა:ადექით და ნუ გეშინიათდა დაფარა ხილვის დიდებადა მათ ისევ იხილეს უფალი იმავე სახით დაიმავენაირადრასაც მიჩვეულები იყვნენ.
ამგვარად ეს გამოცხადება და სასუფევლის დადგომა არ მომხდარა ქვეყნიერების ბოლოს; მეტიც, ეს არ მომხდარა მოწაფეთა ცხოვრების ბოლოს, როგორც ეს არის, მაგალითად, მოწამეებისთვის ხდება. მოწამეობა, ამავე დროს მოწამის გამარჯვებაა და ისინი გამარჯვებულები ტოვებენ ამ სოფელს. გავიხსენოთ, რომ წმინდა წერილის მიხედვით, მოწამესთვის ცა გახსნილია და ის ხედავს ძეს კაცისა, მჯდომარეს მარჯვენით მამისა (საქმ. 7:55). ფერისცვალების შემთხვევაში, კი ასე არ არის.
ფერისცვალების ხილვა, სასუფევლის დადგომა თაბორის მთაზე დროებითი იყო და მოწაფეთა ცხოვრების შუაში მოხდა. ამას მოჰყვება ის, რომ სასუფევლიდან ისინი უბრუნდებიან ამა სოფელს! მათ უნდა გაიარონ კიდევ ბევრი გასაჭირი, უნდა ჩამოვიდნენ თაბორის მთიდან და ავიდნენ გოლგოთის მთაზე.
დამთავრდა გამოცხადება და ისინი აღმოჩნდნენ იმავე სოფელში: იგივე მთა, იგივე მიწა, იგივე ცა, იგივე ჰაერი, იგივე სხეული. და ისინი უნდა დაეშვან ამ მთიდან და უნდა დაუბრუნდნენ ამ სოფელს. ძნელია ეს დაბრუნება! ძნელია მთიდან დაბრუნება, სადაც პეტრეს სიტყვებით „კარგია ყოფნა“, იმდენად, რომ მას სამი კარვის დადგმა და დარჩენა უნდოდა.
რა ხდება მთიდან ჩამოსვლის შემდეგ? აი, სწორედ, აქ ჩვენ გავცდებით უშუალოდ ფერისცვალების ამბავს და შევეცდებით მას შემდეგი ეპიზოდი დავუკავშიროთ, რომელიც თითქოს არანაირ კავშირში მასთან არ არის, კერძოდ, ეშმაკეული ჭაბუკის განკურნება. ყოველ შემთხვევაში, ვერცერთ კომენტარში ეს დაკავშირება მე ვერ ვიპოვე. აღსანიშნავია, რომ ეს ეპიზოდი სამივე აღნიშნულ სახარებაში არის მოთხრობილი.
ისინი ჩამოვიდნენ მთიდან და მივიდნენ ხალხთან, სადაც სხვებთან ერთად იესოს სხვა მოწაფეებიც იყვნენ. თაბორის მთაზე ნათლის ღრუბლის ხილვის შემდეგ ბარში ჩამოსულებს უკვე საღამო ხანი და სიბნელე დახვდათ. იესოსთან მივა ერთი კაცი და ეტყვის:
უფალოშეიწყალე ჩემი ძერომელიც მთვარეულია და ძალიან იტანჯებახშირად ვარდებაცეცხლში და წყალშიდა მოვუყვანე იგი შენს მოწაფეებს და მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.
ამას მოსდევს იესოს უცნაური სიტყვები. თითქოს ის გაბრაზდა და თქვა:
ურწმუნო და უკუღმართი მოდგმაროდემდე ვიქნები თქვენთანროდემდე გიტვირთავთთქვენმომგვარეთ მე იგი აქ.
ეს უცნაური რეაქციაა. საიდან მოდის ასეთი განრისხება? იესოს უფრო დიდი ცოდვაც უნახავს და არ განრისხებულა. ან რა დიდი ცოდვა მიუძღვის თვითონ იმ ჭაბუკს, რომელიც ბავშობიდან ეშმაკეული ყოფილა? ან კი რა ისეთი დიდი ცოდვა მიუძღვით მოწაფეებს, რომელთაც ეშმაკეული ვერ განკურნეს? განკურნება ხომ დიდი სასწაულია. აქ თითქოს განგებ ხდება ხაზგასმა, თაბორის მთიდან ჩამოსულებს ხვდებათ ეს სოფელი არა თავისი უდიდესი ცოდვებით, არამედ ჩვეულებრივი, ჩვეული არასრულყოფილებებით; და ეს შეხვედრა ძალიან მძიმეა, - მძიმეა სასუფევლიდან ამ სოფელში დაბრუნება.
ამგვარად, ფერისცვალება არის ხატი იმ ამბისა, როდესაც ადამიანს მიეცემა სასუფეველი აქ, ამ სხეულში მყოფს (გავიხსენოთ პალამას კამათები: შეიძლება თუ არა სხეულში მყოფმა ადამიანმა იხილოს ღვთის ხელთუქმნელი ნათელი? პალამა პასუხობდა დადებითად); და შემდეგ, ირკვევა, რომ ეს ჯერ არ არის ის ზეციური იერუსალიმი, სასუფევლის საბოლოო დადგომა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ზეციური იერუსალიმი გარდაიქმნება თაბორის მთად, რომლიდანაც უნდა ჩამოხვიდე, დაუბრუნდე ამ სოფელს, განაგრძო ცხოვრება, ატარო ჯვარი და შემდეგ ახვიდე გოლგოთაზე; და მხოლოდ გოლგოთის შემდეგ მოხდება შესვლა სასუფეველში.
ამის მაგალითები ჩვენ არაერთი ვიცით ეკლესიის სულიერი გამოცდილებიდან.
გავიხსენოთ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს შეხვედრა თავის მოწაფეებთან. იოანეს სახარების მიხედვით, იესომ სამჯერ ჰკითხა პეტრეს: „გიყვარვარ შენ მე?“ და სამჯერ მიიღო პასუხი : „ხო, უფალო“. „დამწყემსე ჩემი ცხვრები“ სამჯერ უთხრა მან პეტრეს. მკვდრეთით აღმდგარი უფლის ხილვა და მასთან საუბარი ეს ხომ სასუფეველია, მოსული ძალად. ეს ხომ დამარცხებაა ბოროტის, და მას თან ახლავს არაამქვეყნიური სიხარული. მაგრამ, ამავე დროს მოწაფეთათვის ეს სასუფეველი გარდაიქმნება თაბორად: ეს სასუფეველია, ღვთის ნათელის ხილვაა, დიდი სიხარულია, მაგრამ მას მოსდევს ჩამოსვლა, დაბრუნება ამ სოფელში. წინ არის გეთსიმანია და გოლგოთა. და მაცხოვრის სიტყვებში ეს ჩანს. რას ეუბნება მაცხოვარი პეტრეს? რას ჰპირდება მას მისი მსახურებისთვის? პეტრე დამწყმსავს ცხვრებს ეკლესიას, მაგრამ რას მიიღებს ის სანაცვლოდ? ამ სოფელში კარგს არაფერს! მას შეკრავენ და წაიყვანენ იქ, სადაც მას არ უნდა. ეს იქნება მისი გოლგოთა.
ეკლესიის მთელი ისტორიაც არის სწორედ ზეციური იერუსალიმის თაბორად გადაქცევა. გავიხსენოთ პირველი ეკლესია: სულთმოფენობა და მის შემდეგ არსებული სრული სიხარული, რომელიც არაფრით არ იჩრდილებოდა. ამ დროს სწორედ სასუფეველი, უფლის დღე მოდის ძალაში და პეტრე მოციქული იოველ წინასწარმეტყველის სიტყვებს იხსენებს: იქნება უკანასკნელ დღეებშიმოვფენ ჩემი სულისაგანყველა ხორცსდა იწინასწარმეტყველებენ ძენი თქვენნი და ასულნი თქვენნი (საქმ. 2:16-17). მაგრამ ამის შემდეგ, ეკლესია, რომელიც არის სასუფეველი ღვთისა ამ ქვეყანაზე, ეჯახება ამ სოფელს და შემოდის ჯვარი და გოლგოთა და ჩნდება პირველი მოწამე. ეკლესია ჩამოდის თაბორის მთიდან და შეუდგება გოლგოთის ძნელ გზას.
_______________________
[**1] ბევრი გეტყვით, რომ ფერისცვალება 19 აგვისტოს იდღესასწაულება, რაც არასწორია. ეკლესია დღესასწაულობს 6 აგვისტოს, ოღონდ იულიანეს (ძველი) ან გრიგორიანული (ახალი) კალენდრის მიხედვით. მაგალითად, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის საპატრიარქოები, ელადის და რუმინეთის ეკლესიები დღესასწაულობენ ახალი კალენდრით 6 აგვისტოს, ხოლო საქართველოს, რუსეთის და იერუსალიმის საპატრიარქოები ამ თარიღს დღესასწაულობენ ასევე 6 აგვისტოს, ოღონდ ძველი კალენდრით. განსხვავება ორ კალენდარს შორის 20-ე და 21-ე საუკუნეებში შეადგენს 13 დღეს, ანუ, როდესაც ძველი კალენდრით 6 აგვისტოა, იმავე დღეს ახალი კალენდრით 19 აგვისტოა. ვინაიდან საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად ორივე კალენდარს ერთდროულად მისდევს, ანუ ძველ კალენდარს ღვთისმსახურებაში, ხოლო ახალ კალენდარს სადაგ მეტყველებაში, ამიტომ იმის მაგივრად, რომ ითქვას, „ჩვენ ვდღესასწაულობთ 6 აგვისტოს ძველი კალენდრის მიხედვით“, ითქმის, „ვდღესასწაულობთ 19 აგვისტოს“, რაც ძველი და ახალი კალენდრის აღრევაა. ასეთივე აღრევაა იმის განცხადება, რომ მართლმადიდებლური შობა 7 იანვარსაა; ქრისტე ხომ ოცდახუთ დეკემბერს იშვა ბეთლემში.
[***2] ის, რომ შეუძლებელია ადამიანმა ღმერთი პირისპირ იხილოს და ცოცხალი დარჩეს, ბიბლიური აზროვნების უმთავრესი ნიშანია. ამ ტრადიციას განსაკუთრებით ცხადად ვხედავთ გამოსვლათა წიგნში:
„თქვა მოსემ: მაჩვენე შენი დიდება.
თქვა ღმერთმა: ... ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას. არ შეუძლია ადამიანს მიხილოს მე და ცოცხალი დარჩეს.“ (გამოსვლ. 33:18-20)


theology.ge



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий