სატელეგრაფო ოკუპაცია
ფილმი ეხება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების ისტორიას. კერძოდ, ფილმში ნაჩვენებია ბოლშევიკური პარტიის ლიდერებსა და ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს შორის არსებული საიდუმლო მიმოწერა, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებდა რუსეთი გასაბჭოების ოპერაციას.
გარდა ამისა, ფილმში ასახულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდოგმარეობაც, რომლის მსხვერპლი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე;
რეჟისორი: ლევან ახობაძე.
თავისუფალ თემებზე შეიქმნა ფილმები: კავკასიური ნაგაზი, თბილისის მეტროპოლიტენი, თბილავიამშენი, კაცხის სვეტი, ბავშვთა ქალაქი "მზიური", ფილმები მესტიასა და ხარაგაულზე, ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ "მართვეს" ისტორია, საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება, ბერძენი მომღერლის იოვანას თბილისში ვიზიტი, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ორერა, ნატა ვაჩნაძე, საქართველოს სიმფონიური კვარტეტი, ჯაზის გაკვეთილები, თავისუფლების კუნძულები, ლაგოდეხის ნაკრძალი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გერმანული დიასპორა საქართველოში, ბესიკ ხარანაულის პორტრეტი, ვაზის სიმფონია, ადამიანი სტიქიის წინააღმდეგ, თავისუფლების ჯვაროსანი.
რუბრიკით "მძიმე არქივი" წარმოგიდგენთ ცნობილი ისტორიების უცნობ დეტალებს, ფილმები: ხევსურთა საქმე, გიორგი ელიავას საქმე, ლევან გოთუას საქმე, ლევან რაზიკაშვილის საქმე, განწირული რეისი, ტურის დღე, ანტონიო რუსოს საქმე. ეს ისტორიები წლების განმავლობაში მხოლოდ არქივის კუთვნილება იყო და ფართო მაყურებლისათვის დოკუმენტური ფილმების მეშვეობით გახდა ცნობილი.
რუბრიკით უსასრულობის ნიშანი წარმოგიდგენთ განსხვავებული თემატიკის რამდენიმე ფილმს: მთაწმინდის პანთეონი, მერაბ კოსტავა, დამოუკიდებლობის 1005 დღე, ასევე სამეცნიერო ხასიათის დოკუმენტურ ფილმებს; სამნაწილიანი ფილმი, ცერნი, პარალელური სამყაროები, სიზმარი.
თითოეული ფილმი, რომელსაც დოკუმენტური ფილმების სტუდია წარმოგიდგენთ, შემეცნებითი ხასიათისაა და განკუთვნილია ყველა თაობის მაყურებლისათვის.
ჩამოშალეთ სარჩევი
Комментариев нет:
Отправить комментарий