суббота, 25 апреля 2015 г.

კოშმარები ბიბლიიდან



ქვით ჩაქოლვა

ქვემოთ მოყვანილ ამონარიდებში არაერთხელ შეხვდებით გამოთქმას “ქვით ჩაქოლვა”. ვინაიდან ბევრმა არ იცის ეს რას ნიშნავს საჭიროდ ჩავთვალე პატარა განმარტება გამეკეთებინა.
ითხრება ორმო სადაც სიკვდილმისჯილი ვერტიკალურად იმარხება ისე, რომ მიწიდან ამოყოფილი აქვს მხრები და თავი თუკი სიკვდილმისჯილი ქალია, ან მხოლოდ თავი, როდესაც მამაკაცს ქოლავენ. შემდეგ მას შემოარტყამენ წრეს და თავში საშუალო ზომის ქვებს ესვრიან. ქვები არ უნდა იყვნენ არც ზომაზე დიდები და არც პატარები იმისათვის, რომ ადამიანი არც მყისიერად მოკვდეს და არც გართულდეს მისთვის ზიანის მიყენება.
ასე გრძელდება ჩაქოლვა მანამ, სანამ ადამიანი ბლაგვი საგნით მიყენებული ასეულობით ტრავმისგან არ მოკვდება.


ქვით ჩაქოლვა თანამედროვე სომალში.



ახლა კი პირდაპირ ბიბლიაზე გადავიდეთ. გადავშალოთ ძველი აღთქმა სადაც ვკითხულობთ:



რიცხვნი, თავი 15
32 და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს. 33 და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან. 34 და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ. 35 და უთხრა უფალმა მოსეს: “სიკვდილით მოკვეს ეს კაცი. ქვებით ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ.” 36 და გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა იგი ქვებით, და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
როგორც ჩანს შაბათ დღეს შეშის შეგროვება იმხელა დანაშაული იყო, რის გამოც საკმარისი იყო ადამიანის ქვით ჩაქოლვა.
ვის არ ჰყოლია ჯიუტი და ურჩი შვილი. ცოტას თუ წაუკითხავს ბიბლიის ის თავი და სტროფი სადაც ღმერთი ურჩი შვილების არც მეტი და არც ნაკლები ქვით ჩაქოლვას ბრძანებს. “ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს”
მეორე რჯული, თავი 21
18 თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის ხმას, და დატუქსავენ მას, მაგრამ ის არ გაუგონებს მათ,
19 დაიჭირონ მამამისმა და დედამისმა და მიიყვანონ ქალაქის უხუცესებთან და თავისი ადგილის კარიბჭესთან
20 და უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: “ეს ჩვენი შვილი ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას, მსუნაგია და ლოთი.”
21 და ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება.
22 თუ ეს კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე.
ერთადერთი რაც შეგვიძლია ვიმედოვნოთ არის ის, რომ იმედია ეს წესი არ ეხებოდა არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს. მათი წამებით სიკვდილს "ღმერთი" არ დაუშვებდა.
თუმცა ძველი აღთქმის კითხვისას ოპტიმიზმი სულ მალე უკვალოდ ქრება…
ეზეკიელი, თავი 23
46. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.
47. ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს.
ალბათ ეს ერთხელ..
იესო ნავეს ძე, თავი 6
20. ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.
21. გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.
ეს რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი…
ეზეკიელი, თავი 9
4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.
5. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.
6. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.
7. უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.
ესაია, თავი 13
15. ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.
16. მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან.
17. აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ.
18. მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს;მუცლის ნაყოფს არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი.
19. ბაბილონი – სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.
შემდეგი ამონარიდი საინტერესოა. იქ ვკითხულობთ შემდეგს:
რიცხვნი, თავი 31
15. უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?
16. განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?
17. ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.
ყურადღება მიაქციეთ: “ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.”
დიახ, სწორად წაიკითხეთ. აქ საუბარია ბავშვების დახოცვაზე.
რახან ქალიშვილობის თემას შევეხეთ:
მეორე რჯული, თავი 22
20 და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს,
21 გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ის მისი ქალაქის ხალხმა ქვებით, და მოკვდეს, რადგან სამარცხინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
22 თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას – ამ ქალთან მწოლარე კაცი და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23 თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან,
24 გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან დაჩაქოლეთ ქვებით, და მოკვდებიან – ყმაწვილი ქალი იმისათვის, რომ არ იყვირა ქალაქში, და კაცი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
25 თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს და ძალით დაიჭერს მას და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.

აქ არამხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაიქოლოს ქალი, როდესაც გათხოვების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის ქალიშვილი არაა (ეს ხომ ისედაც გასაგებია), არამედ თუკი დანიშნულ ქალს გააუპატიურებენ და მას მოწმეების ჩვენების მიხედვით დაუმტკიცდება, რომ აქტის დროს მან არ იყვირა მაშინაც ქვით უნდა ჩაიქოლოს.


 ასევე ქვით ჩაქოლვით ისჯება სხვა ღმერთების თაყვანისცემა (მეორე რჯული, თავი 17, მეორე რჯული, თავი 13)

სხვადასხვანაირი რეაქცია მინახავს. უმეტესობა გაკვირვებული რჩება და ამბობს, რომ არც კი იცოდა ამ სტროფების ბიბლიაში არსებობის შესახებ.


წყარო: ქართული სკეპტიკური ბლოგი
მოკლე   განმარტება ამ საკითხზე
რა განსხვავებაა ძველ და ახალ აღთქმას შორის?!
როგორც საეკლესიო კანონიკური სწავლება გადმოგვცემს ძველი აღთქმის ადამიანი ისეთად ხედავდა ღმერთს როგორც ის ძველ აღთქმაშია გადმოცემული, როგორიც იყო იმდროინდელი ადამიანის ცნობიერება. ხოლო ახალი აღთქმის აღმთქმელმა იესო ქრისტემ თანამედროვე ადამიანს საშუალება მისცა ისეთად დაენახა უფალი, სინამდვილეში როგორიც იყო უფალი დასაბამიდან ყველა დროში. და რაოდენ დასანანია, რომ ზოგიერთი თანამედროვე დღესაც ძველი აღთქმისეული უმოწყალო კაცის გულით განსჯის და საუბრობს. და უფრო კი შემზარავი, როდესაც ცდილობს თავს მოგახვიოს. 


მთავარეპისკოპოსი ზენონი




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий