წინასიტყვაობა
პოლ გ. ჰიბერტი
წინამდებარე ნაშრომი არის საუკეთესო ნიმუში ქრისტიანობასთან დაკავშირებული მოსაზრებების ინტეგრაციისა და მათი პრაქტიკაში გატარების მეთოდების შემოთავაზების თვალსაზრისით. ავტორი თავის ნაშრომზე მუშაობისას ემყარებოდა აღიარებულ და მეცნიერულად დასაბუთებულ სანდო წყაროებს, რომლებიც საზოგადოებაში ცვლილებების დანერგვის საკითხს ეძღვნება. წიგნზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებულია მსოფლიო მასშტაბით არსებული განვითარებისაკენ მიმართული პრაქტიკული გამოცდილება და დასკვნები. ავტორის მიერ შემოთავაზებული ფუნდამენტური თეორიული სტრუქტურა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დასავლურ მსოფლმხედველობაში ფართოდ გავრცელებულ ბუნებრივ სულიერ დუალიზმზე და მის ნაცვლად გვთავაზობს თანმიმდევრულ ბიბლიურ მსოფლმხედველობას. ავტორი გვანახებს, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანული აზრის გავრცელება ტრანსფორმაციული განვითარების დანერგვის გზით, რომელიც ღრმა და მდგრად ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.
მაიერსი აქცენტს აკეთებს ურთიერთობებსა და ისტორიებზე, რომლებიც რეალურად გვეხმარება ჰოლისტიკური* მიდგომების ჩამოყალიბებაში ქრისტიანობის ქადაგებასთან დაკავშირებით. მოცემული მიდგომა აერთიანებს ადამიანებს და კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების დამყარებაში გვეხმარება, მაშინ როდესაც აბსტრაქტული ანალიტიკური კატეგორიები ხშირად ადამიანთა დაშორიშორებას იწვევს. მაიერსი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანთა ცხოვრება და ურთიერთობები ღვთის ძალისა და ყოვლისშემძლეობის ყველაზე უფრო ურყევი დასაბუთებაა. ამით მაიერსი კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ ისინი, ვინც ემსახურებიან და ისინი, ვისაც ემსახურებიან, ქრისტიანული ქადაგებისადმი ასეთი მიდგომების გაცნობის შედეგად სულიერად იზრდებიან.
წიგნი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქრისტესმიერი განვითარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ. იგი დაეხმარება მათ, ახლებურად გაიაზრონ ჰოლისტიკური მიდგომა. წიგნი, გარკვეულწილად, სახელმძღვანელო დირექტივების ფუნქციას ასრულებს განვითარების ახლებური გზით განხორციელებისათვის. მისი მნიშვნელობა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღვთის საქმეს ემსხურება, უაღრესად დიდია. ქადაგებისა და ახალი მრევლის მოზიდვის პროცესში ჩვენ ღვთის ტრანსფორმაციულ ძალას მხოლოდ სულიერი რეალობის ჭრილში განვიხილავთ ხოლმე და მიწიერ ასპექტებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მივაკუთვნებთ. შედეგად ვიღებთ „შიზოფრენიულ“ ქრისტიანობას, რომელიც ადამიანთა ცხოვრების ყოველდღიურ ასპექტებს მხოლოდ საერო სფეროს მიაკუთვნებს, ხოლო ღმერთს მხოლოდ მარადიულ ასპექტებთან აკავშირებს.
იმედს გამოვთქვამ, რომ მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ის იქნება, თუ რა გამოწვევას აყალიბებს ავტორი ჩვენი გარდატეხილი (შეცვლილი) მსოფლმხედველობისა და მწრამსის საპირისპიროდ, რომელმაც დაგვაბრმავა და რის გამოც დავკარგეთ ნათელი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს იცხოვრო, როგორც ქრისტეს მიმდევარმა და მსახურმა, როდესაც სამყარო ასეთ გასაჭირშია. ასეთი გამოწვევა უაღრესად ღირებულია, რადგანაც იგი გვეხმარება განვიცადოთ რადიკალური ტრანსფორმაცია, ახლებურად ვიცხოვროთ და ვიქადაგოთ.
წიგნის წაკითხვა
წიგნის წაკითხვა
Комментариев нет:
Отправить комментарий