среда, 4 июня 2014 г.

ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო / Stunning Hubble Image Of The Birth Of A Star




ნასამ გამოაქვეყნა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული ფოტო, რომელშიც ფარგლის თანავარსკვლავედის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსში ვარსკვლავის დაბადების მძვინვარე პროცესი ჩანს. ეს რეგიონი ჩვენგან 2280 სინათლის წლითაა დაშორებული. ვარსკვლავი, რომელსაც IRAS 14568-6304 უწოდეს, ოქროსფერი მტვრისა და აირის გროვების მიღმა მოჩანს. მის ქვემოთ მდებარე კუდის მსგავსი ობიექტი ვარსკვლავის ფორმირების შემდგომ მორჩენილი მტვერი და აირია.
ვარსკვლავები ფორმირდებიან მოლეკულურ ღრუბელში, რომელიც გრავიტაციის გამო კოლაფსს განიცდის. კოლაფსის დროს იქმნება ცხელი და მკვრივი ბირთვი, რომელსაც პროტოვარსკვლავი ეწოდება და შემდგომში მისგან ვარსკვლავი ყალიბდება. ეს ბირთვი ღრუბლისგან აგროვებს მასალებს და უმეტესი ნაწილი ვარსკვლავის შემადგენლობაში ხვდება, თუმცა რაღაც რაოდენობა შეიძლება გაცალკევდეს და პლანეტები ან ასტეროიდები ჩამოყალიბდეს.
როგორც სურათზე ხედავთ, IRAS 14568-6304-ის გარშემო სიბნელეა. ეს ახალგაზრდა ვარსკვლავებით მდიდარი ფარგლის მოლეკულური ღრუბელია, რომლის მასაც 250 000 მზის ტოლია.

http://iflscience.com
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий