воскресенье, 8 июня 2014 г.

ჯეფერსონ ბითკე – რატომ მძულს რელიგია და მიყვარს ქრისტე



 რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ რელიგიის გასაუქმებლად მოვიდა ჩვენში მესია
და რომ „რესპუბლიკელებისთვის“ ხმის მიცემა ნამდვილად არ იყო მისი მისია
და რომ „რესპუბლიკელობა“ ავტომატურად არ ნიშნავს ქრისტიანობას
და სხვას თუ ბნელს უწოდებ, თავად სინათლით არ აივსები.


იმის თქმა მსურს, რომ რელიგია თუ ასე დიადია,
რატომ დაიწყო მისი სახელით ამდენი ომი?
რატომ აშენებენ უზარმაზარ ტაძრებს, თუ მშიერი მრევლის გამოკვება არ შეუძლიათ?
უთხარით მარტოხელა დედებს, რომ ისინი ღმერთს არ უყვარს,
რადგან ქმარს გაყრილები არიან.
ძველ აღთქმაში ღმერთი მღვდლებს, ფაქტობრივად, მეძავებს უწოდებს
რელიგია შესაძლოა ქადაგებდეს მშვენიერებას,
მაგრამ ისინი სხვანაირად იღვწიან.
მათ დაამკვიდრეს ღვთისმიერი ხალხის, მაგალითად, იოანე ნათლისმცემლის, დაცინვა.

მათ არ შეუძლიათ თავიანთი პრობლემების გადაჭრა და ამიტომაც ნიღბავენ მას
ეს იგივეა, რაც სურნელის ყუთში ჩამწყვდევა.
რელიგიის პრობლემაა, რომ ის ვერასდროს წვდება დედააზრს.
იცვლება მხოლოდ გეგმები, როგორც გრძელი სამუშაო განრიგი,
ისეა, თითქოს საგარეო ტანსაცმელი მოგვერგოს, რათა გამოვიყურებოდეთ ლამაზად და აკურატულად მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა – სანამ მუმიას რთავდნენ, ის აყროლდა.

მე არ განვსჯი, უბრალოდ ვამბობ: მოიშორეთ ყალბი მიმიკები,
რადგან უკვე პრობლემაა, რომ ხარ მხოლოდ „ფეისბუკ–ქრისტიანი“
ვგულისხმობ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს, სადაც ლოგიკა ქმედითია,
ეს იგივეა, ვთქვათ, „ლეიკერსს“ გულშემატკივრობდე მხოლოდ იმიტომ,
რომ ოდესღაც მათი კოფტა იყიდე .

შემომხედეთ, მეც ასე ვიყავი, მაგრამ არავინ გამომყვა.
ვიქცეოდი, როგორც სტიქაროსანი, მაგრამ მიტაცებდა პორნოგრაფია.
შემომხედეთ, კვირას წავალ წირვაზე, შაბათს გავქრები,
მოვიქცევი ისე, თითქოს გაჩენილი ვიყო მხოლოდ სექსისთვის და ფლანგვისთვის
შემომხედე, მთელი ცხოვრება შევწირე ამ ფასადური წესრიგის შექმნას
მაგრამ ქრისტე შევიცანი და ავმაღლდი ჩემს სისუსტეებზე.
თუკი მადლი წყლის წვეთია, ტაძარი უნდა იყოს ოკეანე,
ის არაა მუზეუმი კარგი ტიპებისთვის, ის ჰოსპიტალია დაჭრილისთვის.
ამიტომაც მე არ ვმალავ ცოდვებს
რადგან ის არაა ჩემზე დამოკიდებული, ის მასზეა დამოკიდებული.

როდესაც მე რელიგიის მტერი ვიყავი,
ქრისტემ შემომხედა და თქვა: „მე მჭირდება ეს ადამიანი“.
ქრისტე ვერ იტანდა რელიგიას და მღვდლებს კრეტინებს უწოდებდა.
ნუთუ უკეთ არ გრძნობ თავს, როცა ფორმალურ წესებს არ მისდევ?
ნება მომეცით აგიხსნათ, ვთქვათ, მიყვარს ეკლესიაც, ბიბლიაც და ცოდვისაც მწამს,
მაგრამ ქრისტე რომ მოსულიყო ეკლესიაში, მას როგორ მოექცეოდით?
ის ხომ მსუნაგებს და ლოთებს უწოდებდა სასულიერო პირებს?
უფლის ძე მხარს არასდროს უჭერდა თვითკმაყოფილებას (არც მაშინ და არც ახლა)
დავუბრუნდეთ მთავარს.

ერთი რამ მნიშვნელოვანია:

განვიხილოთ იესო და რელიგია სხვადასხვა ასპექტში.
შევადაროთ ქრისტეს ქმნილი და რელიგიის ნახელავი,
ერთი არის წამალი და მეორეა საწამლავი.
რელიგია ამბობს: მე გავაკეთებ!

უფალი ამბობს: ჩემგან ქმნილი!
რელიგია ამბობს: ჩემი მონა!
უფალი ამბობს: ჩემი შვილი!

რელიგია გზღუდავს, ქრისტე გათავისუფლებს,
რელიგია გაბრმავებს, ქრისტე განათლებს.
ამიტომაც ქრისტე და რელიგია ორი სხვადასხვა კლანია
რელიგია, ესაა ქრისტეს მძებნელი ადამიანი
ქრისტე – ესაა ადამიანის მძებნელი ღმერთი.

ამიტომაც ჩემი ხსნაც და შენდობაც მხოლოდ ჩემზე ჰკიდია,
ჩემს დამსახურებაზე კი არა, ქრისტეში ყოფნაზე.
ამიტომაც დაედგა თავს ეკლის გვირგვინი
და სახე სისხლით შეეღება,
იტვირთა ჩვენი ცოდვები
და ჩვენ ამისთვის ვმადლობთ მას.
გაიხსენეთ, სიკვდილის წინ ამოიგმინა:
„მამაო, მიუტევე, რამეთუ არ უწყიან, რას სჩადიან.“
ჯვარზე გაკვრის დროსაც კი თქვენზე ფიქრობდა.

მან იტვირთა ყველა თქვენი ცოდვა
ამიტომაც პირჯვრისწერის დროს ვამბობ: ჩემი გული მისი სავანეა.
ამიტომაც არ მიყვარს რელიგია, მე ის გულს მირევს.
იესომ როცა თქვა „ის დასრულდა“, მე ვიცი, მან რა იგულისხმა.





თარგმანი : პაატა შამუგია

წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий