вторник, 27 мая 2014 г.

მარია მონტესორის მიდგომა - „დამეხმარე რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება“






მინდა ჭკვიანი ვიყო!
„დამეხმარე რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება“

ეს არის მარია მონტესორის მიდგომის მთავარი დევიზი ..
მა­რია მონ­ტე­სო­რი(1870-1952)  იტა­ლი­­ლი ჰუ­მა­ნის­ტი,პე­და­გო­გიპირ­ვე­ლი ექი­მი ქა­ლი მე-19 სა­­კუ­ნის იტა­ლი­­შიცნო­ბი­ლიარო­გორც ახა­ლიპე­და­გო­გი­­რი მე­თო­დი­კის ავ­ტო­რი. 1898 წლი­დან მონ­ტე­სო­რი გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბისმქო­ნე ბავ­­ვე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყოამ პე­რი­ოდ­ში და­იწყო მან თა­ვი­სი თე­­რი­ისპრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­­ვა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბარო­მე­ლიც დღეს ცნო­ბი­ლიამონ­ტე­სო­რის თე­­რი­ის სა­ხე­ლითამ პე­რი­­დის მოღ­ვა­წე­­ბის შე­დე­გი იყო ისრომ გო­ნებ­რი­ვიჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე 8 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­­ბა­რეს გა­მოც­დე­ბიწე­რა-კითხ­ვა­ში და სა­შუ­­ლო­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც მი­­ღესმა­შინ „მონ­ტე­სო­რის სას­წა­ულ­ზემთე­ლი იტა­ლია ალა­პა­რაკ­და. 1907 წელს მონ­ტე­სო­რიმ რომ­ში და­­არ­სა სკო­ლა „ბავ­­ვე­ბის სახ­ლიყვე­ლა ტი­პის ბავ­­ვი­სათ­ვისმონ­ტე­სო­რის სამ­ჯერ მი­­ნი­ჭეს ნო­ბე­ლის პრე­მია პე­და­გო­გი­კა­შიგან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სა და მსოფ­ლი­­ში ბავ­­­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­მოდღესმონ­ტე­სო­რის სკო­ლა და მი­სი მე­თო­დი მთელ მსოფ­ლი­­შია გავ­­ცე­ლე­ბუ­ლი.
მას შეეძლო შეექმნა განვითარებისთვის უნიკალური გარემო, სადაც პრობლემური ბავშვებიც კი განსაკუთრებული შრომის გარეშე იძენდნენ ისეთ ჩვევებს, რომ არათუ ჩამორჩებოდნენ, არამედ სჯობნიდნენ კიდევაც ნორმალურად განვითარებულ თანატოლებს.
ამ მიღწევამ მარია მონტესორი განაცვიფრა: "როგორ უნდა აღზარდო ნორმალური ბავშვი, რომ ის ჩემს გონებრივად ჩამორჩენილ პატარაზე სუსტი იყოს?!" მიღებული შედეგის გათვალისწინებით, ექიმმა ჩათვალა, რომ სწავლების მისეული სისტემა სასარგებლო იქნებოდა ნორმალური განვითარების ბავშვებისთვისაც. დღეს პედაგოგიური სისტემა მონტესორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მის საფუძველზე მუშაობენ საბავშვო ბაღები, ბავშვთა განვითარების ცენტრები და სკოლებიც კი. მონტესორ-თერაპია და მონტესორ-პედაგოგიკა საქართველოშიც აღიარებული მეთოდია. მაინც რით ხიბლავს მონტესორი-სისტემა პედაგოგებსა და მშობლებს?
მონტესორის პედაგოგიური იდეები სამ პრინციპს ემყარება:
1.თამაშის ელემენტებით გაჯერებული სწავლა, რომელიც ბავშვებს თამაშ-თამაშით და აღმოჩენებით მკვლევარებად აქცევდა;
2. აღსაზრდელების კვებასა და მოსვენებაზე გათვლილი პრინციპი, რომელიც ბავშვების სოციალურ-სასწავლო პროცესს ხელს უწყობდა;
3. აღსაზრდელ-აღმზრდელების ურთიერთობა, თანამშრომლობა, რომელშიც აღმზრდელი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და პატივისცემით მათი თანამშრომელი ხდებოდა აღზრდა-სწავლების პროცესში.
“დამეხმარე, რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება” – მონტესორის პედაგოგიკის მთავარი დევიზი.
მონტესორისეულ საბავშვო ბაღში ბავშვი ხვდება “მომზადებულ გარემოში” , რომელსაც გააჩნია მკაფიო ლოგიკა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს. ჩვეულებრივ, მონტესორის ოთახი იყოფა ყურადღების კონცენტრაციის ხუთ ზონად :
1. პრაქტიკული ცხოვრება;
2. სენსორიკა;
3. ენა;
4. მათემატიკა;
5. ბუნებისმეტყველების საფუძვლები

მთავარია გარემო
მარია მონტესორის მეთოდის მთავარი პრინციპი ასეთია: ყოველი ბავშვი ვითარდება თავისი, აბსოლუტურად ინდივიდუალური გეგმით სპეციალურად მომზადებულ გარემოში. იმ საშუალებების სრული სია, რომლითაც აღჭურვილია თითოეული ჯგუფი, არაერთ ათეულ ფურცელს მოიცავს. აღმზრდელის ამოცანაა, ბავშვს დაეხმაროს თავისი საქმიანობის ორგანიზებაში ისე, რომ პატარის შემოქმედებითმა პოტენციალმა მაქსიმალური განვითარება პოვოს. მასალათა და დავალებათა უმრავლესობა თვითკორექციის პრინციპს შეიცავს: ბავშვი თავად ხედავს საკუთარ შეცდომებს, მათ პირადად ამჩნევს მოზრდილთაგან უარყოფითი შეფასების ნაცვლად. "დამეხმარე, ჩემით გავაკეთო" - ასეთია მეცადინეობის პრინციპი. სივრცე, რომელშიც ბავშვი სწავლობს, ხუთ ძირითად ზონას მოიცავს. მათ შესახებ დეტალურად ვისაუბრებთ.

პირადი სივრცე
წინასწარ მომზადებულ გარემოში ბავშვი ეცნობა "მოზრდილთათვის" განკუთვნილ ისეთ მნიშვნელოვან კატეგორიას, როგორიცაა სივრცის ცნება. ეს არ ხდება მხოლოდ იმის გაცნობიერების საფუძველზე, რომ ჯგუფში ყოველ საგანს მისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს. უბრალოდ, როცა პატარა მისთვის განკუთვნილ ხალიჩას შლის, ის თავის პირად სივრცეს ეუფლება, რომელში შემოღწევაც მხოლოდ მისივე ნებართვითაა შესაძლებელი. მონტესორი-სისტემა არ გულისხმობს ბავშვის ჯდომას მერხთან, რომლისკენაც აღმზრდელის მკაცრი მზერაა მიმართული. აქ ყველა დაკავებულია თავისი საქმით, რომელსაც პატარა ხალიჩაზე დამჯდარი ან პატარა მაგიდასთან მოკალათებული ასრულებს. თუ რაიმე საგანი, რომელიც ჯგუფში მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, ერთდროულად ორ ბავშვს სჭირდება, ბუნებრივია აღმოცენდება ერთობლივი მუშაობის ან შეთანხმების საფუძველზე მისი თანმიმდევრობით გამოყენების აუცილებლობა. ამ შემთხვევაშიც ბავშვები იძენენ სოციუმში ურთიერთობის, ერთმანეთთან შეთანხმებისა და ურთიერთმოსმენის უძვირფასეს ჩვევებს. სოციალური ურთიერთობის ჩვევის გამომუშავების მიზანს ემსახურება ჯგუფის დაკომპლექტება სხვადასხვა ასაკის ბავშვებით. უფროსები ეხმარებიან უმცროსებს, რაც თავის მხრივ აყალიბებს ახლობლების მიმართ მზრუნველობის გრძნობას და კლიმატიც მაქსიმალურად უახლოვდება ოჯახურს. პატარასთვის მონტესორი-საგნები არის სამყაროს გასაღები, რომლის მეშვეობითაც მას სისტემაში მოჰყავს თავისი ქაოსური წარმოდგენა სამყაროს შესახებ. სპეციალურად მომზადებულ გარემოში ის ავარჯიშებს ფიზიკურ და სულიერ ფუნქციებს და ყოველმხრივ ვითარდება.

ცხოვრებისეული პრაქტიკა 
პირველ რიგში ეს არის ვარჯიშები ყოველდღიური ცხოვრებისეული პრაქტიკის სფეროდან, რომლებიც ბავშვს ეხმარებიან საკუთარ თავზე ზრუნვაში. ასწავლიან ღილების სწორად შეკვრას, ფეხსაცმელში თასმის გაყრას, ბოსტნეულის წმენდასა და დაჭრას, ანუ ყელაფერ იმას, რის კეთებასაც პატარას შინ დედა არ ანებებს. მონტესორის ჯგუფებში ბავშვებს ესმით: "შენ უკვე დიდი ხარ და ეს დავალება დამოუკიდე-ბლად შეგიძლია შეასრულო". მასწავლებელი მხოლოდ უჩვენებს ბავშვს, როგორ უნდა მოექცეს საგნებს სწორად. ვარჯიშები მოიცავენ ისეთ საგნებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმა, გადაყრა, ტარება და კატეგორიებად (მაგალითად, ფერების ან ფორმის მიხედვით) დახარი-სხება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხელების მოძრაობასთან და საფუძველს უქმნის წერის, კითხვის და მათემატიკური აბსტრაქციის უნარის განვითარებას. ყველა საგანი ნამდვილი უნდა იყოს - მონტესორის ჯგუფებში ხომ ბავშვები რეალური ცხოვრებით ცხოვრობენ. თუ ბავშვს ჩაიდანი დაუვარდება და ხალიჩაზე წყალი დაიღვრება, მისთვის აშკარა იქნება უარყოფითი შედეგი. ამ შემთხვევაში მუშაობს პედაგოგიკის კიდევ ერთი პრინციპი - შეცდომების ავტომატური კონტროლი.

სენსორული განვითარება
სენსორული ანუ მგრძნობელობითი განვითარების სფეროში ბავშვს შეუძლია ყველა იმ შეგრძნების აღქმა, რომლის დეფიციტსაც განიცდის ამა თუ იმ მიზეზის გამო და აღიქვას რეალურად იმ სათამაშოების მეშვეობით, რომლებიც ამ ზონაშია. პატარა შესანიშნავად ავითარებს მხედველობის, შეხების, გემოვნების, ყნოსვის, სმენის შეგრძნებებს. საშუალება აქვს ივარჯიშოს ტემპერატურათა განსხვავებაში, შეიგრძნოს განსხვავება საგანთა წონასა და ფორმაში, განავითაროს კუნთური მეხსიერება. სენსორულ ზონაში სპეციალურ საგნებთან მუშაობა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპია მათემატიკური აზროვნების საწყის ეტაპზე შესვლის წინ. სენსორულ საგნებთან მუშაობა ბავშვს ასწავლის ლოგიკურ და ზუსტ აზროვნებას, ზედმეტი შრომის გარეშე გადაჰყავს მათემატიკურ ტერმინებში მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ტერმინები.

მათემატიკური განვითარება
მათემატიკის შესწავლაც მაქსიმალურად ბუნებრივად ხდება. ბავშვი უბრალოდ ცხოვრობს წინასწარ მომზადებულ სფეროში, რომელიც მთლიანად მათემატიკითაა "გაჟღენთილი". მათემატიკური განვითარების ზონა შეიცავს ყველა აუცილებელ საგანს, რათა პატარამ საკმარისად სწრაფად და ეფექტიანად აითვისოს მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, თვლა ანუ ყველაფერი ის, რაც მისი სასკოლო განათლებისთვის მზადყოფნის კრიტერიუმად ითვლება.

ენობრივი განვითარების სფერო
ბავშვს აუცილებლად სჭირდება ენობრივი განვითარების სფეროც, რის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვანი ინტელექტუალური ზრდა. სპეციალური სათამაშო ასოების ხელით "შემოწმების" ან დაყრილი ფქვილის თხელ ფენაზე თითით "წერის" დროს ბავშვს ეძლევა შანსი, გაიფართოოს ლექსიკური მარაგი, გაეცნოს ასოებს, ისწავლოს მოძრავი ანბანის მეშვეობით სიტყვების შედგენა. ასეთი ანბანის დამზადება სახლის პირობებშიც შესანიშნავადაა შესაძლებელი.

კოსმიური აღქმა
ასევე აშკარაა, რომ სრულყოფილი პიროვნული განვითარება შეუძლებელია, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა სამყაროს მთლიანი სურათი. ამ ამოცანას წყვეტს კოსმიური აღქმის სფერო. ბავშვი მისთვის მისაწვდომი ფორმით ეცნობა ყველაზე რთულ თეორიებს ადამიანის აგებულების, გეოგრაფიის, ისტორიის, მცენარე-ებისა და ცხოველების შესახებ. ბავშვის წინაშე გადაიშლება სამყაროს სრული სურათი, ის იწყებს მისი მთლიანობის გაცნობიერებას და საკუთარი თავის, როგორც ამ მრავალფეროვანი სივრცის ნაწილის, აღქმას.

მოკლედ უმთავრესის შესახებ
როგორც ხედავთ, მონტესორი-სისტემა არსებითად განსხვავდება ტრადიციული პედაგოგიკისგან. პირველ ყოვლისა, ის გულისხმობს ბავშვის, როგორც უნიკალური, განუმეორებელი პიროვნების, აღქმას, რომელსაც აქვს განვითარების ინდივიდუალური გეგმა. მეორე ფაქტორი გახლავთ პედაგოგის როლი. მთავარი ადგილი მონტესორი-სივრცეში ბავშვს ენიჭება. მასწავლებელი მხოლოდ დამხმარეა. მისი ამოცანაა პატარას ასწავლოს სწორი მუშაობა მონტესორი-საგნებთან და თვალყური ადევნოს მის მიღწევებს. სწორედ ამით ვლინდება ბავშვის არჩევანის თავისუფლება - მას აქვს საშუალება ავიდეს თვითგანვითარების კიბის ზედა საფეხურისკენ საკუთარი ტემპით. დამოუკიდებლობა ხომ წარმატებისა და ბედნიერი ცხოვრების საწინდარია.
“იმისათვის, რომ აღვზარდოთ ბავშვი – უნდა ვიცოდეთ მისი ბუნება, იმისათვის, რომ მისი ბუნება შევისწავლოთ, უნდა ვაკვირდებოდეთ მას, ხოლო იმისათვის, რომ ვაკვირდებოდეთ – უნდა მივცეთ მას თავისუფლება.”


ავტორი : ირმა კვაჭაძე

წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий