пятница, 11 апреля 2014 г.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ტექნიკა ეგზოპლანეტების მასის დასადგენად

                                                                         პლანეტის გატარების სპექტრის მხატვრული ასახვა.



აღნიშნული მეთოდი მეცნიერებს დაეხმარება ეგზოპლანეტის მასის განსაზღვრაში, რაც სხვა ნებისმიერი გზით შეუძლებელია.

დღეისათვის მეცნიერებმა დაამტკიცეს 900-ზე მეტი ეგზოპლანეტის არსებობა, რომლებიც მზის სისტემის გარეთ მოძრაობენ. იმისათვის, რომ განისაზღვროს, ამ შორეული პლანეტებიდან რომელიმე მათგანზე სიცოცხლე თუ არსებობს, საჭიროა, ეგზოპლანეტის მასის ცოდნა, რაც მეცნიერებს დაეხმარება იმის გარჩევაში, პლანეტა აირისგან შედგება, ქვისგან, თუ სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებისგან.

თუმცა, ეგზოპლანეტის მასის შესასწავლად ამჟამინდელი ტექნიკა შეზღუდულია. სინათლის სიხშირე წარმოადგენს ძირითად მეთოდს, რომელსაც მეცნიერები მიმართავენ:  ესენია – მცირე ბიძგები ვარსკვლავის ორბიტაზე, როდესაც იგი პლანეტის გრავიტაციული ძალით ბრუნავს, რითიც მეცნიერები ასკვნიან, რომ აღნიშნული პლანეტა მისივე ვარსკვლავის მასის თანაფარდია. ასევე ეფექტურად მოქმედებს ბრწყინვალე ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს მბრუნავი უდიდესი - ნეპტუნის სიდიდის პლანეტების, თუ უმცირესი ზომის პლანეტების სინათლის სიხშირე. თუმცა, ეს ტექნიკა ნაკლებ წარმატებულია იმ პლანეტებისთვის, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავებისგან უფრო შორ მანძილზე მოძრაობენ, როგორც - დედამიწა.

ამჟამად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ეგოპლანეტების მასის დასადგენად შეიმუშავეს ახალი ტექნიკა, რომელიც იყენებს სინათლის გატარების სიგნალებს - ჩაბნელებებს, როდესაც პლანეტები საკუთარი ვარსკლავის წინ ჩაივლიან. ეს მონაცემები ტრადიციულად გამოიყენებოდა პლანეტის ზომისა და ატმოსფერული მახასიათებლების დასადგენად, თუმცა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა იპოვეს გზა იმისათვის, რომ აღნიშნული ტექნიკა,  გამოიეყენებინათ, აგრეთვე, პლანეტის მასის გამოსავლენად.

ვრცლად: MIT News
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий