пятница, 11 апреля 2014 г.

ეგვიპტელი ლუდის მწარმოებლის უძველესი დროის სამარხი აღმოაჩინეს

                       ხონსო იმ-ჰები და მისი ცოლი ასახულნი არიან რიტუალურ სცენებში.
კარგად შემონახული სამარხი გადმოსცემს იმდროინდელ ყოველდღიურ ცხოვრებასა და რიტუალურ სცენებს.


უძველესი დროის ეგვიპტელი ლუდის მწარმოებლის გასაოცარი სამარხი აღმოაჩინეს ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე. კედლის მხატვრობაზე ასახულია 3 000 წლის წინანდელი კულტ თაყვანისმცემლობისა და ყოველდღიური ცხოვრების სცენები, როგორც იაპონური არქეოლოგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს. (იხილეთ: "Tombs of Ancient Egypt".)

სამარხი ეკუთვნოდა ხონსო იმ-ჰებს, რომელიც მარცვალ საცავის უფროსი და ლუდის მთავარი მწარმოებელი იყო, იგი თავის საქმიანობას ეწეოდა ეგვიპტელი ქალღმერთის, მათის თაყვანსაცემად.

2007 წლის დეკემბერში, იაპონელმა მკვლევარებმა, ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარის, ხირო კონდოს ხელმძღვანელობით დაიწყეს არქეოლოგიური გათხრები ელ ხოკაში, სამეფო სამარხებთან ახლოს.

აღნიშნული ტერიტორია, ახლახან, ჩრდილოეთით მდებარე სოფელ - ქურნას დაცარიელებისას, გაათავისუფლეს თანამედროვე სახლებისგან, ამ დროისათვის იგი უკვე ცნობილი იყო უძველესი დროის დიდგვაროვანთა სამარხის ადგილად.ეს რიტუალური სცენა ასახავს, როგორ მიართმევს ძღვენს ხონსო იმ-ჰებისა და მისი მეუღლეს (ცენტრში) მათი ვაჟი (მარჯვნივ).

ეგვიპტის ანტიკური საქმეების მინისტრმა, მუჰამედ იბრაჰიმმა ბრძანება გასცა, რომ აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხოდ შენახულიყო შემდგომი გათხრების წარმოებისას, ხოლო საბოლოოდ აღდგენილი იყოს ტურიზმის განვითარებისთვის.

ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий