რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე?
ეს ამბავი გოლგოთამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირა იესომ თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში გაატარა. ღამის გასათევად მაცხოვარი ელეონის მთაზე ადიოდა. სახარებაში წერია: „და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ (მთ. 21,19). მარკოზ მახარებელი მათეს სახარებას საოცარ დეტალებს უმატებს: იესო ხესთან მივიდა, თუმცა „...არა იყო ჟამი ლეღვისაი“ (მრკ. 11,13). ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ქრისტემ უსამართლოდ დასაჯა ხე, - იგი ხომ არ არის დამნაშავე, უნაყოფო რომაა. მითუმეტეს, რატომ უნდა ეძებო ნაყოფი, თუკი მისი მწიფობის დრო ჯერ არ მოწეულა? ნუთუ მაცხოვარს შეიძლება რისხვა და უსამართლობა დავაბრალოთ?
ბიბლიაში რაიმე ადგილის გასაგებად მისი კონტექსტი უნდა გვესმოდეს. არის თუ არა საუბარი ლეღვის ხის შესახებ კიდევ სხვაგან? ლეღვის ხის დაწყევლამდე, დაახლოებით, ნახევარი წლით ადრე ქრისტემ ამგვარი იგავი მოჰყვა: „ლეღვი ვისმე ედგა ნერგი სავენახესა თვისსა; მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა. და ჰრქუა ვენახის მოქმედსა მას: აჰა, ესერა სამი წელი არს, ვინაითგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაისათვის ქუეყანაცა დაუპყრიეს უქმად? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდვა“ (ლკ. 13,6-9).
იესო ხშირად ქადაგებდა იგავების საშუალებით. განსაკუთრებით კი, თუ იგი უბრალო ხალხს ესაუბრებოდა. როგორ შეიძლებოდა, სხვაგვარად განემარტა ადამიანებისთვის სულიერი სამყაროს უდიდესი საიდუმლოებანი, ყველასათვის გასაგებ, ყოფით რეალიებზე დაყრდნობის გარეშე. ამასთან, ხშირად ეს რეალიები იუდეველთათვის რელიგიურ სიმბოლოებს წარმოადგენდა. ვაზი და ლეღვი აღიქმებოდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო კულტურად, - ძველ აღთქმაში ისრაელი სახელდებულ იყო „უფლის ვენახად“ ან „ლეღვის ხედ“. ეს უკანასკნელი, ასევე სამყაროსა და ებრაელი ერისადმი უფლის კეთილგანწყობის სიმბოლო იყო.
როგორი ნაყოფი უნდა გამოეღო ლეღვის ხეს?
ძველი აღთქმის ღერძი - ადამიანების მომზადებაა მესიასთან შესახვედრად, რომელიც ისრაელს ცოდვისაგან განათავისუფლებს. მაგრამ იესოს ქადაგებამდე ეს ხსნა მეტისმეტად მარტივად და მიწიერად აღიქმებოდა; ანუ ხსნა ესმოდათ არა როგორც ცოდვისგან გათავისუფლება, არამედ რომის იმპერიის ბატონობისაგან თავის დაღწევა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება - წარმართთა ბატონობისაგან გათავისუფლება. ამიტომ იუდეის რელიგიურ ლიდერთა უმეტესობამ ვერ იცნო და ვერ მიიღო ის, ვისაც ამდენ ხანს უცდიდა და ვისაც საუკუნეების მანძილზე ელოდა მათი მამა-პაპა. უფალთან სინანულით მისვლა და ღმერთკაცის, იესო ქრისტეს რწმენა - აი, ნაყოფი, რომელსაც ელოდა იუდეველთაგან უფალი; და პირველ რიგში, ელოდა ერის წინამძღოლთა და მასწავლებელთაგან.
ლეღვის ხის წყევლა - ეს იგავია მოქმედებაში. ამგვარი რამ ადრეც ყოფილა ისრაელის ისტორიაში. ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები უწინაც იყენებდნენ ქადაგების ასეთ ფორმას. იერემია ხალხის წინაშე კისერზე უღელითა და ბორკილებით წარდგა და ეს აღჭურვილობა სხვა ქვეყნების მეფეებსაც გაუგზავნა ნიშნად იმისა, რომ ისინი ყველანი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მსახურებად იქცეოდნენ (იერემია 27).
ეზეკიელი წინ აგურს იდებდა და მას „ებრძოდა“. აგური იერუსალიმს განასახიერებდა; მასზე იერიშის მიტანა კი იმის ნიშანი იყო, რომ ქალაქს ბაბილონის მეფე დაიპყრობდა. იგი უფლის სიტყვისამებრ სახალხოდ სამგზავროდ განემზადა, ქალაქის გალავანში კედელი ამოამტვრია და ხვრელში თავის ბარგს აგდებდა. ამ მოქმედებით ხალხს მიანიშნებდა, რომ იერუსალიმის აღების შემდეგ ნაბუქოდონოსორი ღვთივრჩეულ ერს ტყვეობაში წაიყვანდა (ეზეკ. 4,12).
რატომ მივიდა ლეღვის ხესთან იესო, თუკი ნაყოფის მწიფობის დროს ჯერ არ დამდგარიყო?
ლეღვის ხეს განსაკუთრებული თვისება ახასიათებს - ხეზე ნაყოფი ფოთლებზე ადრე ჩნდება და ამიტომ როცა ხე შეიფოთლება, ნაყოფიც მწიფდება. გაზაფხულზე, როცა იესო ხესთან მივიდა, ყველა ხისგან განსხვავებით, ლეღვის ხე უკვე შეფოთლილიყო, ამიტომ ლოგიკურია, რომ მასზე ნაყოფიც უნდა ყოფილიყო..
ლეღვის ხეს განსაკუთრებული თვისება ახასიათებს - ხეზე ნაყოფი ფოთლებზე ადრე ჩნდება და ამიტომ როცა ხე შეიფოთლება, ნაყოფიც მწიფდება. გაზაფხულზე, როცა იესო ხესთან მივიდა, ყველა ხისგან განსხვავებით, ლეღვის ხე უკვე შეფოთლილიყო, ამიტომ ლოგიკურია, რომ მასზე ნაყოფიც უნდა ყოფილიყო..
(Матфея 21:18-19; Марка 11:12-14)
Два Евангелиста свв. Матфей и Марк рассказывают, что после торжественного входа в Иерусалим, Господь провел со своими учениками ночь в Вифании, а утром на другой день, идя опять в Иерусалим, по дороге увидев смоковницу, пожелал вкусить от нее плодов, но ничего не нашел на ней, хотя она и одета была листьями, и сказал: “Да не будет же впредь от тебя плода во век”. “И абие изсше смоковница”, чему чрезвычайно поразились ученики. Евангелисты говорят, что Господь “взалкал” и потому искал плодов. Это не должно удивлять, ибо Господь Иисус Христос, по Своей человеческой природе, был подвержен всем немощам человеческого естества, и во всем был подобен нам, кроме греха. Ведь Он был не только Бог, но БОГОЧЕЛОВЕК. Характерно, что для удовлетворения Своих человеческих потребностей Он никогда не пользовался Своим Божественным всемогуществом и силою, а прибегал в таких случаях к обычным человеческим средствам, отвергнув раз навсегда первое диавольское искушение о претворении камней в хлебы. Св. Марк замечает при этом, что на смоковнице не было плодов, потому что еще было не время. За что же тогда смоковница подверглась проклятию? За то, что она видом своим обманывала, вводила в заблуждение. На смоковнице листья являются обычно после плодов, а эта смоковница своим зеленеющим видом обещала плоды проходящим по дороге путникам, в то время как в действительности на ней ничего, кроме одних листьев, не было. По учению Церкви смоковница эта была символом представителей и руководителей иудейской ветхозаветной церкви — первосвященников, книжников и фарисеев, которые имели только внешний вид исполнителей Закона Божия, а действительных плодов веры не приносили. Господь обрек их на иссушение в наказание за их лицемерие, и предрек, как мы увидим дальше, что “отъимется от них Царствие Божие и дастся языку творящему плоды его” (Матф. 21:43).
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий