Economic Inteligence Unit (EIU) არის კერძო ორაგნიზაცია, რომელიც მსოფლიოს გარშემო თავის კლიენტებს პროგნოზებსა და რჩევა-დარიგებით სერვისს აწვდის. EIU გარდა იმისა, რომ ამა თუ იმ ქვეყნების ეკონომიკურ პროგნოზს, რისკების შეფასებასა და ინდუსტრიულ რეპორტებს აწარმოებს, უკვე ხუთი წელია რაც დემოკრატიის შემფასებლად გვევლინება. ახლახანს ამ ორგანიზაციამ ექსკლუზიაურად გამომიგზავნა თავისი უახლესი დემოკრატიულობის ინდექსის რეპორტი. მივიღე თუ არა ეს რეპორტი, რა თქმა უნდა, ცხრილებით გავსებულ ფაილში საქართველოს ძებნა დავიწყე. მსოფლიოს 167 ქვეყნის რეიტინგში ილია ჭავჭავაძის კარგ ქვეყანას ნიკარაგუასა და უგანდას შორის წავაწყდი ჰიბრიდული რეჟიმების ჩამონათვალში.
მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი
მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი
საქართველოზე ბევრად უარესი მაჩვენებლები აქვთ რუსეთსა და აზერბაიჯანს. შეიძლება ეს ვიღაცას გაუხარდეს ან კმაყოფილების გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ სინამდვილეში მთლად ისე არაა ყველაფერი, როგორც მათ ჰგონიათ. რუსეთი და აზეირბაიჯანი არიან ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები, რომლებსაც სამომხმარებლო ბაზრებიც ჩვენთან შედარებით გაცილებით დიდი აქვთ. ისინი ისე არ არიან უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულნი, როგორც ჩვენი ქვეყანაა. მსგავსი ტიპის კვლევები ინვესტორისთვის შეიძლება გასათვალისწინებელი რჩევა იყოს, მაგრამ საქართველოსთვის ისინი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
Economic Inteligence Unit-ის რიგით მეხუთე დემოკრატიულობის ინდექსი აღწერს მთლიანად 2012 წლის სიტუაციას. ორგანიზაცია ამობს, რომ ეს წელი ნამდვილი სტაგნაცია იყო დემოკრატიისთვის. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, დემოკრატიას მნიშვნელოვანი პროგრესი ან რეგრესი არ უჩვენებია. დემოკრატიულობის ინდექსი ეფუძნება ხუთ კატეგორიას: საარჩვენო პროცესი და პლურალიზმი; სამოქალაქო თავისუფლება; მთავრობის ფუნქციონირება; პოლიტიკაში ჩართულობა; პოლიტიკური კულტურა. ქვეყნები განლაგებულნი არიან ოთხი ტიპის რეჟიმებში: მთლიანად დამოკრატიული ქვეყნები; არამდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნები; ჰიბრიდული რეჟიმები; ავტორიტარული რეჟიმები.
ვრცლად კვლევის შედეგებზე
ვრცლად კვლევის შედეგებზე
Комментариев нет:
Отправить комментарий