The Grand Thornton International Business Report (IBR)-ის თანახმად ქართველი ბიზნესმენების 78% ოპტიმისტურად არის განწყობილი 2012 წლის საქართველოს ეკონომიკაზე. 1992 წლის შემდეგ, აგერ უკვე 20 წელიწადია, IBR-ი ყოველ კვარტალურად ატარებს წამყვანი ბიზნესმენების გამოკითხვას მსოფლიოს მასშტაბით. გამოკითხვა ტარდება 15 წუთიანი სატელეფონო გასაუბრების სახით.
IBR-ის თანახმად, ჩვენს შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს პერუ (77%), მესამე ბრაზილიაა (74%), ყველაზე ოპტიმისტთა მეხუთე ადგილს კი ინდოეთი იკავებს (58%). ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იაპონია იკავებს (-71%), მეორე ადგილს კი ესპანეთი (-62%).
მოკლედ, სტატიის შესავალში დავადგინეთ, რომ ყველაზე ოპტიმისტური ქვეყანა ვართ მსოფლიოში. მაინც რა იწვევს ჩვენს ბიზნესმენებში ამხელა ოპტიმიზმს? – მოდი გავიგოთ ↓
IBR-ის თანახმად, ჩვენს შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს პერუ (77%), მესამე ბრაზილიაა (74%), ყველაზე ოპტიმისტთა მეხუთე ადგილს კი ინდოეთი იკავებს (58%). ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იაპონია იკავებს (-71%), მეორე ადგილს კი ესპანეთი (-62%).
მოკლედ, სტატიის შესავალში დავადგინეთ, რომ ყველაზე ოპტიმისტური ქვეყანა ვართ მსოფლიოში. მაინც რა იწვევს ჩვენს ბიზნესმენებში ამხელა ოპტიმიზმს? – მოდი გავიგოთ ↓
საქართველოს ეკონომიკა
2010 წლის რეცესიის შემდეგ, საქართველომ მოახერხა წელში გამართვა და 2011 წლის ეკონომიკა გაზარდა 4.7%-ით, რაც ძირითადად იმით იყო გამოწვეული, რომ 25%-ით გავზარდეთ ექსპორტი. შემოსავლების მკვეთრი ზრდისა და საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტში მივიღეთ პროფიციტი. ასე, რომ 2012 წლის პერსპექტივები მართლაც, რომ დამაიმედებლად გამოიყურება. თუმცა, კრიზისი ევროზონაში მნიშვნელოვან რისკებს გვპირდება.
მთავარი ეკონომიკური პარამეტრები
- IBR-ის მიხედვით, 2011 წლის მესამე კვარტალში, 2010 წელთან შედარებით, ეკონომიკა გავზარდეთ 7.5%-ით, მეორე კვარტალში კი ზრდა 4.9%-ს უტოლდებოდა.
- ფინანსური სერვისები, 2010 წელთან შედარებით, საქართველოში გაიზარდა 24.9%-ით, პროდუქტის წარმოება გაიზარდა 16.6%-ით, ხოლო სასოფლო მეურნეობა – 6.1%-ით.
- მიუხედავად პოზიტივისა თითქმის ყველა ეკონომიკურ მაჩვენებელში, სამაღარო სექტორის მონაგები შემცირდა 6.1%-ით.
- ქვეყნის ბიუჯეტმა, პირველი 9 თვის მაჩვენებლებით, მიიღო პროფიციტი 625.5 მილიონი ლარის ოდენობით.
- ახლა კი ვნახოთ როგორია თავად IBR-ის შეფასება 2011 წლის 4.6%-ის ოდენობით ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, კრიზისი ევროზონაში 2012 წელს ჩვენზე გავლენას იქონიებს, ამიტომ IBR-ი 2012 წლისათვის ჩვენი ეკონომიკური ზრდის შენელებას წინასწარმეტყველებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შემცირდება 3.5%-ით. თუმცა 2013 წლისათვის, დროისთვის, როდესაც ევროზონის ეკონომიკის აღდგენა არის ნავარაუდევი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი გაიზრდება 4.5%-ით. IBR-ი 2012 წლისათვის საქართველოს ბიუჯეტის 5%-იან ზრდას ვარაუდობს. წლის ბოლოსათვის საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები 6.6 მილიარდ ლარს გაუტოლდება (3.7 მილიარდი დოლარი). აქედან 6.1 მილიარდი ლარი შემოვა გადასახადებიდან. საბიუჯეტო ხარჯები 6.18 მილიარდ ლარს გაუტოლდება, რაც 420 მილიონი ლარის ოდენობით პროფიციტს მოგვცემს.
იხილეთ IBR- ის სრული რეპორტი
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий