суббота, 8 февраля 2014 г.

ასტრონომები იშვიათი ინტენსივობით გამოტყორცნილ გამას აკვირდებიან




რა არის გამა-გამოსხივება? ეს არის გამა სხივების ძალიან მოკლე გამოტყორცნა (გამა სხივი არის ექსტრემალურად ენერგეტიკული ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რაც, ძირითადად, მასიური ვარსკვლავის თავისთავადი კოლაფსითაა გამოწვეული. ეს ფენომენი კი გიგანტური რაოდენობის ენერგიის გათავისუფლებას იწვევს, რომელიც ბევრად აღემატება მზის მიერ მთელი თავისი არსებობის მანძილზე გათავისუფლებულ ენერგიას. აქედან გამომდინარე გამა გამოსხივება კოსმიური მოვლენაა, რომელზე დაკვირვებაც იოლადაა შესაძლებელი.
განსაკუთრებულად ძლიერი გამა გამოსხივება 2013 წლის 27 აპრილს დაფიქსირდა კოსმოსური ტელესკოპების Fermi და Swift-ისა და, ასევე, დედამიწის ტელესკოპების ქსელის RAPTOR-ის საშუალებით.
ამ სამუშაოთა ავტორების აზრით, ეს გამა გამოსხივება, სავარაუდოდ, მასიური ვარსკვლავის თავისთავადი რღვევის შედეგად წარმოიქმნა. ვარსკვლავის ზომა მზის ზომას, სავარაუდოდ, 4-5-ჯერ აღემატებოდა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.science-et-vie.com
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий