пятница, 13 сентября 2013 г.

ჯეკ სენტ-კლერ კილბი



ჯეკ სენტ-კლერ კილბი
 დაიბადა 1923 წლის 8 ნოემბერს,მისურის შტატის ქალაქ ჯეფერსონ-სიტიში (აშშ).
იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ მეცნიერს, ფიზიკოსსა და გამომგონებელს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ინტეგრალური სქემის (მიკრო-სქემა,მიკრო-ჩიპის),ჯიბის კალკურატორისა და პრინტერის გამოგონება.2000 წელს კილბის მიენიჭა “ნობელის პრემია” ფიზიკის დარგში,ინტეგრალური სქემის გამოგონებისათვის.სწავლა დაიწყო კანზასის შატის ქალაქ გრეინთ-ბენდის – Great Bend Higt School-ში,ხოლო სკოლის დასრულების შემდგომ ჩაირიცხა ილიონისის ცნობილ უნივერსიტეტში, სადაც გამოვლენილი ბრწყინვალე განათლებისათვის მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი 1947 წელს კი იგი ხდება ვიკსონ-მილუოკის უნივერსიტეტის “მაგისტრი” და ამ დროს პარალელურად მუშაობდა მილუოკში მდებარე კომპანია Centrabal-ში. 1958-1983 წლებში მუშაობდა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მდებარე, კომპანია – Texas instruments-ში და ამ პერიოდს ემთხვევა მისი პირველი გამოგონება “ინტეგრალური სქემის” იგივე ჩიპის. 1978-1985 წლებში, კილბი – ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მანქანათმშენებლობის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ.1967 წელს კი მან გამოიგონა “პრინტერი” და ამავე წელს ხდება – ამერიკის ეროვნული საინჟინრო აკადემიის სრულფასოვანი წევრი.ორ წელიწადში (1969 წელს) კი იგი დაჯილდორბულ იქნა ამერიკის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის მედალით.1993 წელს კი მიენიჭა მედალი – “პიონერი კომპიუტერული ტექნიკისათვის”.ჯეკ სენტ-კლერ კილბი გარდაიცვალა 2005 წლის 20 ივნიის,ტეხასის ქალაქ დალასში.მისმა გამოგონებებმა კი უდიდესი როლი ითამაშა კომპიუტერული ტექნიკის განვითარება-დახვეწაში,რამაც კილბი ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მეცნიერ-გამომგონებლად აქცია.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий