ამერიკელმა ინჟინრებმა შეიმუშავებს შედარებით მცირე ზომის რობოტი, რომელიც ყინულის მინდორში უსაფრთხო გზას გაკვალავს. ახალი რობოტის გამოყენება დაგეგმილია ჯარში, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას, აგრეთვე სამოგზაუროდ.
უჩვეულო რობოტი სახელწოდებით „Yeti" ამერიკული სამხედრო ლაბორატორიის (CRREL), დარტმუტის საინჟინრო კოლეჯის, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს, НАСА-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ხელშეწყობით.
უჩვეულო რობოტი სახელწოდებით „Yeti" ამერიკული სამხედრო ლაბორატორიის (CRREL), დარტმუტის საინჟინრო კოლეჯის, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეიმუშავეს, НАСА-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ხელშეწყობით.
ზოგჯერ პოლარული ექსპედიცია თითქმის არ განსხვავდება კოსმოსური მისიისაგან სხვა პლანეტაზე გადასვლით. არქტიკაში ადამიანს საფრთხე ყოველ ნაბიჯზე ემუქრება. Yeti რობოტის შემუშავების მიზანი იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის შემცირება. Yeti 81 კილოგრამს იწონის, ბატარეით იკვებება, აქვს მეტრიანი ძრავა-ბორბლები და შეუძლია მუშაობა მინუს 300С-მდე ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, რობოტი აღჭურვილია გლობალური პოზიციონირების სისტემითა და სპეციალური GPR რადარით – ყინულის ქვეშ არსებული საფრთხის აღმოსაჩენად.
საჭიროებისამებრ GPR მოდულით აღჭურვილი Yeti ტრანსპორტს წინ გაუძღვება და დროულად აღმოაჩენს, მაგალითად, თოვლის საფარის ქვეშ უხილავ ყინულის ბზარს. ზოგჯერ ასეთი ბზარის სიგანე 9 მეტრს აღწევს, ხოლო სიღრმე – 60 მეტრს, რაც სრულიად საკმარისია დიდი მუხლუხა თოვლმავლის „ჩასაყლაპადაც" კი.
Yeti-ის გამოყენება იძლევა ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების საშუალებას. გარდა ამისა, რობოტი უზრუნველყოფს რთული რუტინული გამოკვლევის ჩატარებას ნულოვანი რისკით ადამიანისათვის. ასე, უკანასკნელ ხანს მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ყინულის გამოქვაბულები და ყინულქვეშა ტბები, სადაც აღინიშნება განსაკუთრებული ქიმიური პირობები და უნიკალური მიკრობული ცხოვრება არსებობს.
Yeti რობოტი ფართოდ იქნება გამოყენებული არქტიკისა და ანტარქტიდის საშიში ლანდშაფტის შესასწავლად. გასულ წლის გაზაფხულს Yeti უკვე გამოსცადეს გრენლანდიაში, სადაც რობოტის საშუალებით მოხერხდა 1950-ანი წლების ყინულითა და თოვლით დაფარული მიტოვებული სადგურის კარტოგრაფირება. სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ახალი დისტანციური ინსტრუმენტის მაღალი სანდოობა და უნივერსალიზმი უკიდურესად რთულ პირობებში მუშაობისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий