пятница, 30 августа 2013 г.

კვადრაკოფტერს არწივის სამონადირეო ხერხი ასწავლეს


კვადრაკოფტერს, ოთხრახნიან საფრენ აპარატს, ახალი ხერხი ასწავლეს: ნადავლთან მიპარვა პიკირებით, როგორც ამას არწივივი აკეთებს და სწრაფად ტაცება. მანამდე კვადრაკოფტერს უკვე ათვისებული ჰქონდა უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების შესრულება – როგორც მარტო, ისე ჯგუფურად, აეროგადაღება ძნელად მისადგომ ადგილას.
გარდა ამისა, შესაძლებელია კვადრაკოფტერის დაპროგრამება ისე, რომ მან აწარმოოს დაკვირვება დასაცავ ობიექტზე, უთვალთვალოს ვინმეს ან რაიმეს. კვადრაკოფტერის ახალი შესაძლებლობების გამოყენება შეიძლება, მაგალითად, საშიში ზონიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოსატანად. კვადრაკოფ-ტერისათვის საგნების ტაცება რომ ესწავლებინათ, ჯასტინ ტომასმა და მისმა კოლეგებმა პელსინვანიის უნივერსიტეტიდან დააკვირდნენ მტაცებელი ფრინველების პიკირებასა და თევზის პირდაპირ წყლიდან ტაცებას. ახალგაზრდა ინჟინერთა ჯგუფმა მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი შექმნა და აღჭურვა ის არწივის მსგავსი კლანჭებით. სამთითიანი კლანჭები 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და ათსანტიმეტრიან მექანიკურ თათებს მიუერთეს.
კვადრაკოფტერისათვის კლანჭების შექმნა გამომგონებლებმა ადრეც სცადეს, მაგრამ წინა ვერსიები სრულყოფილი არ იყო, ვინაიდან კვადრაკოფტერი ყოველთვის ვერ ახერხებდა ნადავლის კარგად დაჭერას – ზოგჯერ მას საგნები უვარდებოდა. არწივის „თევზაობის" ტექნიკის შესწავლისას გუნდმა შეამჩნია, რომ არწივი, ნადავლს კლანჭებს რომ ჩაარჭობს, თათებს კეცავს. ამ მანევრის წყალობით არწივი ახერხებს ნადავლის ტაცებას ერთი პიკით, მიზანზე მეორე იერიშის მიტანის გარეშე. მეცნიერებმა მოახერხეს არწივის ამ სამონადირეო ხერხის გადაღება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий