როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა, იწყება უმსხვილესი პროექტი, რომლის მიზანია ადამიანის თავის ტვინის შესწავლა. კვლევის მხოლოდ პირველი წლისათვის ბიუჯეტიდან 100 მლნ. დოლარი არის გამოყოფილი, ამდენივე იქნება მიზიდული კერძო ფონდებიდან. მეცნიერები, უპირველეს ყოვლისა, გეგმავენ ახალი ინსტრუმენტების შემუშავებას თავის ტვინის ნეირონული ჯაჭვების შესასწავლად.
„ადამიანის თავის ტვინი ყველაზე რთული ორგანოა, – განაცხადა აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ფრენსის კოლინზმა. – იმის გარკვევა, თუ როგორ აყალიბებს ნეირონული ჯაჭვები თავის ტვინის რთულ ფუნქციებს, როგორ ხდება მათი მოშლა ავადმყოფობის შემთხვევაში, ერთ-ერთი უმთავრესი მეცნიერული პრობლემაა. ამ ამბიციურმა პროექტმა თავის ტვინის ყველა ეს საიდუმლოება უნდა გახსნას".
აღსანიშნავია, რომ ამერიკული მთავრობის ამ ინიციატივას ყველა მეცნიერები დადებითად არ აფასებს. მომხრეები ამბობენ, რომ ნეირობიოლოგია ნეირონთა მუშაობის სქემის შესასწავლად მზად არის: რუკაზე თითოეული ნეირონის თითოეული ელექტრული სიგნალის დატანებით შესაძლებელია იქნება ჩვენი ცნობიერების საფუძვლად მდებარე ალგორითმების გაგება.
სკეპტიკოსები, თავის მხრივ, ვარაუდობენ, რომ ასეთი მიდგომა თავის ტვინის მოქმედების შესწავლის მიმართ მცდარია და, შესაბამისად, მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ მოგვცემს. მეცნიერთა ნაწილი წუხს იმის გამო, რომ ახალი მასშტაბური პროექტის გამო სახელმწიფო სახსრები მოაკლდება უკვე დაწყებულ პერსპექტიულ პროექტებს, რომლებმაც პირველი შედეგები უკვე მოიტანა.
ახალი პროექტის შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, მაგრამ ცნობილია ის, რომ აშშ-ს მთავრობა გეგმავს თავის ტვინის კვლევის დაწყებას პროექტით, რომლის მიზანია თავის ტვინის შემსწავლელი ინოვაციური ნეირო-ტექნოლოგიის შემუშავება (შემოკლებით – BRAIN). ეს სამუშაო ჩატარდება ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, თავდაცვის სამეცნიერო სააგენტოს (DARPA) და ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახსრებით. მიზიდულ იქნება კერძო ფონდების სახსრებიც, მათ შორის Allen Brain Institute და Howard Hughes Medical Institute.
რაც შეეხება ეჭვს პროექტის პერსპექტიულობის შესახებ, მეცნიერთა უმრავლესობას მაინც მიაჩნია, რომ ის სარგებელს მოიტანს. ფრენსის კოლინზი ხაზს უსვამს მსგავსი პროექტების მეცნიერულ ღირებულებას. ასე, 1990 წელს აშშ-ს მთავრობამ დაიწყო ანალოგიური მასშტაბის პროექტი ადამიანის გენომის შესასწავლად. კრიტიკული შენიშვნები ამ პროექტის მიმართაც გამოითქვა, მაგრამ დღეს ამ პროექტის დადებითი შედეგები ცხადია. მაგალითად, უკვე არსებობს დნმ-ის საფოსტო მარკის ზომის სეკვენსორები, რის შედეგადაც სამუშაო, რომელიც ადრე რამდენიმე წელს მოითხოვდა, შეიძლება რამდენიმე საათში შესრულდეს.
ამჟამად კაცობრიობამ უკვე მიაღწია ტექნიკური შესაძლებლობებისა და გამოთვლითი სიმძლავრის იმ აუცილებელ დონეს, რომელსაც მოითხოვს თავის ტვინის შესწავლა. ცხადია, რომ ეს უნდა იქნეს გამოყენებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий