четверг, 29 августа 2013 г.

თანამედროვე მედია ადამიანთა ერთობას ანგრევს?!


მეცნიერებმა შეიმუშავეს მათემატიკური მოდელი, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ იზრდება ადამიანთა განცალკევებულობა საზოგადოებაში თანამედროვე მედიის გამო.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შექმნილი მოდელი ემყარება აშშ-ს შესახებ მონაცემებს, მაგრამ ვრცელდება სხვა განვითარებულ ქვეყნებზეც, ვინაიდან გათითოკაცებას უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განაპირობებს.
კავშირის უახლესი საშუალებები თითქოსდა უნდა ამარტივებს ადამიანთა კომუნიკაციას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის – საკუთარი აზრის ფართოდ გამოთქმის შესაძლებლობას მოჰყვა ადამიანთა იზოლაცია და კონფლიქტების გახშირება.
დღეს სოციოლოგიაში ჰემოფილობის თეორიაა გაბატონებული, ანუ იგულისხმება, რომ მსგავსი აზრებისა და შეხედულების მქონე ადამიანები, როგორც წესი, ერთიანდებიან და მხარს უჭერენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში ეს წრე ფართოვდება, ადამიანები აყალიბებენ საკუთარ აზრს ისე, რომ აზრთა სხვაობა მინიმუმამდე შემცირდეს და შეიქმნას ამ წრეში მეგობრების, ნათესავების, კარგი ნაცნობებისა და უბრალოდ სასიამოვნო ადამიანების ჩართვის შესაძლებლობა. ამის შედეგად „საშუალო სტატისტიკური" ადამიანის აზრი უახლოვდება ურთიერთობის წრის „საშუალო" წერტილს, რასაც მოჰყვება საზოგადოების დეპოლარიზება.
ტელევიზიისა და ინტერნეტის ეპოქაში ეს პროცესები თითქოსდა უნდა გაძლიერებულიყო, მაგრამ რეალურად სიტუაცია დიამეტრულად საპირისპიროა.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აირჩია სხვა მიდგომა ამ პრობლემის მიმართ: ეგრეთ წოდებული „წინასწარშექმნილი" ასიმილაციის კუთხით. ეს უკანასკნელი მოვლენა ნიშნავს, რომ ადამიანი ადვილად იღებს ისეთ საბუთს (თუმც საეჭვოს), რომელიც ადასტურებს მის თვალსაზრისს, მაგრამ უგულებელყოფს ისეთ არგუმენტს თუ ფაქტს (სერიოზულსაც კი), რომელიც მის აზრს ეწინააღმდეგება. ეს ხშირია ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის უამრავი მაგალითი გვხვდება: ადამიანი დაჟინებით ეძებს საკუთარი აზრის დამადასტურებელ არგუმენტს, თუმც უმნიშვნელოს, ოღონდ როგორმე დაასაბუთოს თავისი შეხედულება და უარი არ თქვას მასზე. რა თქმა უნდა, უცნაურია, როცა ორი ადამიანი ერთსა და იმავე ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა დასკვნას აკეთებს, მაგრამ სწორად ამას იწვევს „წინასწარშექმნილი" ასიმილაცია. გასაგებია, რომ ამას მოჰყვება არა „გასაშუალებული" ზომიერი შეხედულების ჩამოყალიბება, არამედ აზრთა სხვაობის პოლარიზაცია.
ინტერნეტი ამ მოვლენას მხოლოდ აღრმავებს, ვინაიდან იძლევა ნებისმიერ საკითხზე აზრის თავისუფლად გამოთქმისა და ნებისმიერი თვალსაზრისის სასარგებლოდ მიკერძოებული („წინასწარშექმნილი") საბუთის პოვნის საშუალებას. მთავრობისა და კერძო კომპანიების მხრიდან აღინიშნება ამ პროცესის წახალისება; ამას ადასტურებს ის მრავალრიცხოვანი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ახალი ამბები და დასმულ კითხვებზე პასუხები შეირჩევა კონკრეტული მომხმარებლის მსოფლმხედველობის შესაბამისად.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий