პოლიციელები ხშირად ამბობენ, რომ დანაშაული დამოკიდებულია ასაკზე და სამართალდარღვევა ყველაზე ხშირია 17-18 წლის ასაკში. ამ ასაკამდე მოზარდთა შორის დანაშაული იზრდება, 18 წლისათვის პიკს აღწევს, ხოლო შემდეგ მკვეთრად მცირდება. მიჩნეულია, რომ ეს ცხოვრების წესის შეცვლას უკავშირდება: ადამიანი იწყებს მუშაობას, ქმნის ოჯახს, მას შვილები უჩნდება, ის უფრო მშვიდი ხდება და ა.შ. მაგრამ ამ საკითხის მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ ზოგიერთი კრიმინალისტი იმასაც კი ამბობდა, რომ ეს მხოლოდ დაუსაბუთებელი თეორიაა.
დანაშაულებრიობის სტატისტიკის ძირითადი პრობლემა განპირობებულია იმით, რომ საჭიროა ადამიანის ქცევაზე ზემოქმედი მრავალი ფაქტორის შესწავლა. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ფენიქსში მყოფი (ფილადელფიის შტატი) 1300 არასრულწლოვანი დამნაშავის ცხოვრება შვიდი წლის მანძილზე. გათვალისწინებულ იქნა სოციალური ფაქტორების მაქსიმალური რაოდენობა, მათ შორის ქორწინება, განათლება, წარმოდგენები კანონიერებისა და სამართლებრივი სისტემის სამართლიანობის, ბანდის წევრობის შესახებ, აგრეთვე ფსიქოსოციალური სიმწიფე და ა.შ. – სულ 40 ცვლადი.
აღმოჩნდა, რომ დანაშაულის ორ მესამედზე მეტის ახსნა შეიძლება ასაკის – 15-25 წელი – გავლენით. თუმცა, დანაშაულის 30% ამ ჩარჩოში ვერ ჯდება.
მთლიანობაში 25 წლის შემდეგ დანაშაულის დონის შემცირების ძირითადი მიზეზია (49%) სხვადასხვა ასოციალური პიროვნებისა და მრავალრიცხოვანი ბანდის გავლენის ფაქტორის შესუსტება ან აღმოფხვრა. მნიშვნელობის მიხედვით მეორე ადგილზეა ისეთი ფაქტორების ლიკვიდაცია, როგორიცაა ვიქტიმიზაცია (საკუთარი დანაშაულის გამართლებისაკენ სწრაფვა, „მორალური" მიზეზით მისი გამართლების მცდელობა), მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონა და ა.შ. საინტერესოა, რომ დანაშაულის შემცირების დონეზე ნაკლებ გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შვილის გაჩენა, სწავლა და გამოსაცდელი ვადა (პირობითი მსჯავრი). საერთო ჯამში 40 გაზომილი ცვლადიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მხოლოდ 16 აღმოჩნდა.
კვლევის ჩატარებამდე მეცნიერები არც კი ვარაუდობდნენ, რომ ასაკის გავლენა დანაშაულებრიობის დონეზე ასეთი მნიშვნელოვანი იქნება. მკვლევართა აზრით, ცვლადების უფრო ფართო არჩევანის გზით შესაძლებელი იქნება დანაშაულებრიობის დონის შემცირება უფრო მოწიფულ ასაკშიც. გარკვეულწილად ეს პოზიტიური ამბავია, ვინაიდან ცხოვრების ხანგრძლივობა იზრდება, ანუ უფროსი ასაკის ადამიანთა წილი სულ მატულობს. ეს კი ნიშნავს, რომ დამნაშავეთა რაოდენობა კანონმორჩილ მოქალაქეებთან შედარებით შემცირდება, რაც გარკვეულწილად შეამცირებს დანაშაულებრიობის განვითარების მთავარ ფაქტორს – ეგრეთ წოდებულ „ცუდ წრეს".
თუ კი მომავლისაკენ გავიხედავთ, სადაც ადამიანის საშუალო ასაკი 100 წელი იქნება, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულებრიობის დონე ძალიან შემცირდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий