среда, 28 августа 2013 г.

ნეირონული ჯაჭვების გადაწყობა მადას არეგულირებს


აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (UEA) მეცნიერებმა ნევროლოგიის სფეროში ახალი აღმოჩენა გააკეთეს. ამ აღმოჩენის წყალობით ჭარბი წონის პრობლემა შეიძლება საბოლოოდ გადაწყდეს.ადრე მიჩნეული იყო, რომ მადის რეგულირებასთან დაკავშირებული თავის ტვინის უჯრედები ბოლომდე ყალიბდება ჯერ კიდევ ემბრიონის განვითარების პროცესში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მახასიათებლები და რაოდენობა ფიქსირებულია მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ ნეირონული ჯაჭვის შეფერხება სიმსუქნის განვითარების ძირითადი მიზეზია და ამ „ბუნების შეცდომის" გამოსწორება შეუძლებელია.
მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედების მეშვეობით შესაძლებელია მადის მარეგულირებელი ახალი ნეირონული ჯაჭვების ჩამოყალიბება. ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტები მხოლოდ ვირთაგვებზეა ჩატარებული; თერაპიის ახალი მეთოდიკა მუშაობს როგორ მზარდ, ისე ზრდასრულ ინდივიდებზე.
სიმსუქნე უკვე მსოფლიო ეპიდემია გახდა: დღეს მსოფლიოში 1,4 მილიარდზე მეტ მოზრდილ ადამიანს ჭარბი წონა აქვს; 500 მილიონზე მეტს – სიმსუქნე. ყოველწლიურად 2,8 მილიონი ადამიანი იღუპება ჭარბი წონით გამოწვეული გართულების გამო. ამრიგად, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ეფექტური თერაპიის შემუშავება მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
UEA მეცნიერებმა გამოიკვლიეს ჰიპოთალამუმი – თავის ტვინის უბანი, რომელიც არეგულირებს ძილისა და მღვიძარების ციკლებს, ენერგიის ხარჯვას, მადას, წყურვილს, ჰორმონების გამოყოფასა და კიდევ ბევრ სხვა ბიოლოგიურ ფუნქციას. მეცნიერებმა ყურადღება მადის მარეგულირებელ ნერვულ უჯრედებზე გაამახვილეს. შედეგად გაირკვა, რომ თავის ტვინის განსაკუთრებულ უჯრედთა – ეგრეთ წოდებული „ტანიციტების" – პოპულაცია ღეროვანი უჯრედების მსგავსად იქცევა და შეუძლია მადის მარეგულირებელი ახალი ნეირონების ჩამოყალიბება. ეს პროცესი მოზრდილ ვირთაგვებთანაც მიმდინარეობს, ეს კი ნიშნავს, რომ მადის მართვა შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
ეს აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია – მას შეიძლება მოჰყვეს ისეთი მეთოდიკის შემუშავება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს სიმსუქნის პრობლემას. დიეტისაგან განსხვავებით, მადაზე პასუხისმგებელი ნეირონული ქსელის რეგულირება საიმედოდ დაგვიცავს კალორიული საკვების მორიგი ულუფის მირთმევის ცდუნებისაგან.
ამჟამად მეცნიერები გეგმავენ ტანიციტების მოქმედების მარეგულირებელი გენების ჯგუფისა და უჯრედული პროცესების განსაზღვრას. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება მადის მარეგულირებელი ნეირონული ჯაჭვების ფორმირების მექანიზმის გაგება და, შესაბამისად, სიმსუქნის „აბსოლუტური" წამლის შემუშავება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий