ახალი კვლევა ჩატარდა მეორე ტიპის დიაბეტის მაღალი რისკის მქონე პირთა მონაწილეობით. დაკვირვებამ აჩვენა, რომ უმჯობესია, ნაწილობრივ მაინც უარი თქვა მჯდომარე ცხოვრების წესზე, ვიდრე შეეცადო მაქსიმალურად დაიხარჯო სავარჯიში დარბაზში. მეცნიერები ადასტურებენ, რომ "მჯდომარე" დროის შემცირება 90 წუთით საგრძნობლად აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
დღემდე რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებს ურჩევდნენ ფიზიკურ დატვირთვას ხანრგძლივობით არანაკლებ 150 წუთისა კვირაში. გამომცემლობა Diabetologia-ში (დიაბეტის კვლევის ევროპული ასოციაციის ჟურნალი) გამოქვეყნებული ახალი კვლევა კი გვთავაზობს მხოლოდ სკამსა თუ დივანზე გატარებული დროის შემცირებას – ეს არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე სპორტი, ხოლო ფიზკულტურასთან ერთად კიდევ უფრო დიდ ეფექტს იძლევა.
150-ზე მეტი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი უარყოფით გავლენას ახდენს გლუკოზის, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეზე. ამასთანავე, ნეგატიური მაჩვენებლები არ იცვლება გაძლიერებული ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ და პაციენტის ასაკზე დამოკიდებული არ არის.
ამრიგად, გასათვალისწინებელია, რომ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვაც კი დიდ სარგებელს ვერ მოგიტანს, თუკი დროის უდიდეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიაბეტის მაღალი რისკის მქონე პირთათვის, არამედ ყველასთვის, ვისაც კარგი ფორმის შენარჩუნება სურს. სამწუხაროდ, მეცნიერთა რეკომენდაციების გათვალისწინება ყოველთვის ვერ ხერხდება, რამეთუ ბევრ ოფისში საკმაოდ მკაცრი დღის განრიგია და დერეფანში უმიზნოდ "ხეტიალი" შეუძლებელია. მაგრამ ის ხომ შესაძლებელია, რომ სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ ოფისის სავარძლიდან პირდაპირ საყვარელ დივანზე არ გადაინაცვლო, ანუ შეეცადო, რომ ოფისის გარეთ მაინც უფრო აქტიური, მოძრავი ცხოვრება წესი გქონდეს

Комментариев нет:
Отправить комментарий