вторник, 27 августа 2013 г.

გლობალური დათბობა და ზღვის დონე: რატომ არის პროგნოზი მცდარი


გლობალური დათბობის შედეგად ზღვის დონე მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება. კოლორადოს უნივერსიტეტის გეოლოგმა, ბილ ჰეიმ გამოთქვა საინტერესო იდეა, რომელიც ამ მოვლენის მიზეზს ხსნის. კლიმატის შეცვლის ექსპერტთა მთავრობათაშორისი ჯგუფის 2007 წელს გამოქვეყნებული უკანასკნელი ოფიციალურ მოხსენებაში მოცემული პროგნოზის თანახმად, ზღვის დონის გლობალური ამაღლება 2100 წლისათვის 0,2-0,5 მეტრი იქნება. მაგრამ ზღვის დონის მიმდინარე ცვლილების გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ის სულ მცირე 1 მეტრით მოიმატებს.
ბილ ჰეის თქმით, „ზღვის დონის პროგნოზირებისათვის გამოყენებულ მოდელს აკლია გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე უკუკავშირები. ესაა არქტიკული ზღვის ყინული, გრენლანდიის ყინულის ქუდი, ნიადაგის ტენიანობა და გრუნტის წყლის დონის ამაღლება სამთომოპოვებითი და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა დროს". ოკეანეში მცურავი ზღვის ყინულის დნობა თავისთავად ზღვის დონის ამაღლებას ვერ გამოიწვევს. მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს არქტიკის დათბობის მექანიზმში, რომელიც იწვევს გრენლანდიისა და ჩრდილო კანადის მყინვარების დნობას. როგორც ჰეი ამბობს, ზღვის ყინულის დნობისას ვლინდება ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მტკნარი წყლის დიდი მოცულობის ჩადენის ოკეანოგრაფიული ეფექტი, რომელსაც შემდგომში განდევნის სამხრეთიდან შემოსული მლაშე თბილი წყლის მოდინება. ეს თბილი წყალი არქტიკაში ყინულისაგან თავისუფალ დიდ ზონებს ქმნის. ამ დროს აქ ხდება მზის სინათლის შთანთქა და არა არეკვლა ისევ კოსმოსში. რაც მეტია ღია წყალი, მით მეტი სითბოს ინარჩუნებს არქტიკის წყალი. სწორედ ეს იწვევს გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულის უზარმაზარი მარაგის დნობას. უკანასკნელი მყინვარეთშორისი პერიოდის განმავლობაში მათი დნობის შედეგად ზღვის დონე 10 მეტრით ამალდა, თანაც ადამიანის მონაწილეობის გარეშე. ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ჰიეს თეორიის თანახმად, ზღვის დონის ამაღლება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. „მაგრამ ბუნებრივი პირობების შედეგების მიზეზით გრენლანდიის ყინულოვანი ქუდის დიდი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს არა ათასწლეულების მანძილზე, არამედ სულ რაღაც რამდენიმე ასეული საუკუნის განმავლობაში, – აღნიშნავს ჰეი. – რამეთუ არავინ იცის, რამდენად სწრაფი იქნება ეს პროცესი ადამიანური ფაქტორის მონაწილეობით – იგულისხმება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ამოფრქვევა". გასულ ზაფხულს გრენლანდიაში რეგისტრირებულ იქნა რეკორდული დნობა. ჰეის თქმით, „ათი წლის წინ არაფერი ვიცოდით წყალზე ანტარქტიკული ჯავშანის ქვემოთ. მაგრამ ის არსებობს და მისი წყალობით ყინული აქტიურად მოძრაობს – ზოგჯერ აღმავალი მიმართულებითაც". ერთადერთი, რაც მას იკავებს, ესაა შელფის ყინული, ანუ წყალმცირეზე მდებარე ყინულის თაროები, რომლებიც ბოთლის საცობის მსგავსად მოქმედებს. მაგრამ არავინ იცის, თუ რამდენად სწრაფად გადნება ყინული, თუ ოკეანეში შელფური მყინვარები გაქრება. მეორე უკუკავშირია მიწისქვეშა წყლის დონის მომატება, რომელიც გვეხმარება გვალვასთან ბრძოლაში. ეს წყალიც, საბოლოო ჯამში, ოკეაში ხვდება. ამის გამო უფრო სწრაფად იცვლება კლიმატი და მატულობს ზღვის დონე. „შესაძლებელია, რომ უარყოფითი უკუკავშირი რაღაც მომენტში მოქმედებას შეწყვეტს. მაგრამ კლიმატის შეცვლის პირობებში ეს, ალბათ, არ მოხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ კლიმატს დედამიწაზე, როგორც ჩანს, გარკვეული მდგრადი მდგომარეობა გააჩნია. ამ მდგრად მდგომარეობას შორის არსებობს არასტაბილურობათა მთელი რიგი, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ სისტემას ადამიანი არყევს. ასეთ შემთხვევაში ეს სისტემა ახალ კლიმატურ მდგომარეობაში გადავა".
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий