ყინვისა და თოვლის სეზონის დასრულების შემდეგ ტრადიციულად წყალდიდობის პერიოდი დგება. წყალდიდობას დიდი ზიანი მოაქვს, მაგრამ ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, როგორც ჩანს, ამ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნეს.
ამერიკელმა ინჟინრებმა შეიმუშავეს ახალი ინტერაქტიული ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მცირე ტბებისა და ჭაობების ქსელის დაგეგმვა, რაც თავიდან აგვაცილებს არა მარტო მასშტაბურ საგაზაფხულო წყალდიდობას, არამედ გვალვის შედეგებსაც შეამსუბუქებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის გლობალური ცვლილების ჟამს.
ლანდშაფტის შექმნის ახალი ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს ინდიანაპოლისის მახლობლად მდებარე წყალგასაყარზე, რომელიც არის ტიპობრივი მაგალითი დაჭაობებული რეგიონისა ხშირი წყალდიდობითა და გვალვით. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო რეგიონის წარმოების ოპტიმიზაცია და საკმარისი რაოდენობის წყლის მარაგის შენახვა სასარგებლო მიწების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებით. ექსპერიმენტულ მოედანზე მეცნიერებმა შეძლეს დნობის წყლების 29%-ის შენარჩუნება მიწის ნაკვეთის მხოლოდ 1,5%-ის გამოყენებით.
გაზაფხულის წყალმოვარდნის წყლების დაგროვებამ და შემდგომში მინდვრების სარწყავად გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს გლობალური დათბობის შედეგებთან ბრძოლა და უზრუნველყოფს მთელი რიგი რეგიონის ეკოსისტემების შენარჩუნება.
ინტენსიური სოფლის მეურნეობისა და ადამიანის ექსპანსიის სხვა ფაქტორების გამო დედამიწის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 90%-მდე ჭაობი გაქრა. უფრო მეტიც, ფერმერებმა, რომლებსაც მოჰყავთ სიმინდი, სოია და სხვა მარცვლეული კულტურები, მინდვრები ისეთი სადრენაჟო სისტემით აღჭურვეს, რომელიც გაზაფხულზე მიწას აშრობს და სათესი სამუშაოების უფრო ადრე დაწყების საშუალებას იძლევა. მაგრამ, ამასთანავე, ეს დრენაჟი მავნე ნივთიერებათა კონცენტრატორის როლს ასრულებს, ზაფხულში კი იმდენად აშრობს მიწას, რომ ამას ხშირად მთელი მოსავლის განადგურებაც კი მოჰყვება.
რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე უარის თქმა და ტერიტორიის ისევ დაჭაობება შეუძლებელია, თუმცა ინჟინრებმა ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის ახალ გზას მიაგნეს. კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია საჭირო სისტემის მოდელირება; მაგალითად, შესაბამისი ზამთრის საფარი კულტურებისა და ბალახოვანი წყლის კვალის გამოყენების შემთხვევაში ასეთი სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე შესაძლებელი იქნება წყლის სწრაფად დაგროვება და ნელა გაშვება, რაც ხელსაყრელია როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის, ისე ველური ჯიშების შენარჩუნების თვალსაზრისით.

Комментариев нет:
Отправить комментарий