ახალი ტექნოლოგია, ბრისტოლისა და დიუმელდორფის უნივერსიტეტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინის დამზადების ახალი ხერხი მასალის სტრუქტურაში ატომების განლაგების კონტროლის მეშვეობით.
მინა მატერიის განსაკუთრებული მდგომარეობაა: მას აქვს მყარი სხეულის მექანიკური თვისებები და სითხის ამორფული სტრუქტურა. ჯერ კიდევ 1952 წელს ჩარლზ ფრანკი (ბრისტოლისუნივერსიტეტეტი) ამტკიცებდა, რომ მინის სტრუქტურა ბოლომდე მოწესრიგებული, როგორც სითხისა, არ არის; ის, სავარაუდოდ, შევსებულია ისეთი სტრუქტურული თავისებურებებით, როგორიცაა კვადრატული ანტიპრიზმები. მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით მინისებრ მასალაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა სწორედ ასეთი სტრუქტურული თავისებურებება, მაინც გაუგებარი რჩებოდა, რა როლს თამაშობს ეს სტრუქტურები სითხის მინად გადაქცევაში.
ვირტუალურ მოდელთან მუშაობის პროცესში ანგლისელმა და გერმანელმა მეცნიერებმა მინის ახალი სახეობა შექმნეს: მათ აიძულეს ნიკელ-ფოსფორული ნაერთის ატომები შეექმნათ განსაკუთრებული მრავალწხნაგები, რიც შედეგადაც სითხემ დენადობის თვისება დაკარგა და მინად გადაიქცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინის დამზადების ხერხი არა ნადნობის გაციების გზით, არამედ მასალის სტრუქტურის შეცვლის მეშვეობით. ამრიგად, სხვადასხვა ფორმის სტრუქტურაზე მანიპულაციის გზით შესაძლებელია სითხის ან ნადნობის გადაქცევა წინასწარ განსაზღვრული თვისებების მქონე მინად.
ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ნივთიერების კონტროლი – თხევადი მდგომარეობის შენარჩუნება ან განსაზღვრული თვისებების მქონე მინად გადაქცევა. ეს კი ძლევა სრულიად ახალი ნაწარმის შექმნის საშუალებას; მაგალითად, სათვალე ლითონის მინით, რომელიც იქნება მსუბუქი და ძალიან გამძლე. გარდა ამისა, შესაძლებელია გახდება ქალკოგენიდური მინის წარმოება, რომელიც იქნება ძალიან სანდო და ხანგრძელი ინფორმაციის მაგროვებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий