вторник, 27 августа 2013 г.

შემუშავებულია ახალი მაღალი სიმტკიცის ფოლადი შენობებისა და ჯავშანტექნიკისათვის.


Wayne State University მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა უმტკიცესი ბეინიტური ფოლადი მიკროსტრუქტურებით, რომლებიც შედგება ფერიტისა და სტაბილიზებული ნახშირბადიანი აუსტენიტისაგან.
მაღალი სიმტკიცის ფოლადის ახალი მარკების შექმნაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მრეწველობის სხვადასხვა დარგს სჭირდება უფრო მსუბუქი და მტკიცე კონსტრუქციები. ახალმა ლითონებმა უნდა გაზარდოს ენერგიის გამოყენების ეფექტურობა, შეამციროს გარემოს დაბინძურება, აამაღლოს უსაფრთხოება და ა.შ. ამერიკელ მეცნიერთა მცდელობა მიმართული იყო ახალი მასალის შექმნისაკენ დენადობის უფრო მაღალი საზღვრებით, უფრო მაღალი დარტყმითი სიბლანტითა და პლასტიკურობით. შედეგად მოხერხდა ასეთი ახალი მასალის შექმნა. ეს მასალა შედგება ბეინიტური ფოლადისა და იზოთერმული წრთობის მაღალი სიმტკიცის თუჯისაგან. ახალ მასალას ყველა სასურველი მახასიათებელი გააჩნია. კერძოდ, ის შესანიშნავად ეწინააღმდეგება დაღლილობის ცვეთას, რომელმაც საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს კონსტრუქციის მოულოდნელი დანგრევა და ადამიანთა დაღუპვა. 
ახალი ლითონის საიდუმლოა დამუშავების განსაკუთრებული წესი იზოთერმული წრთობის საფუძველზე, ბეინიტურ არეში დაყოვნებით (აუსტემპერინგი). თერმული დამუშავების ეს ხერხი უფრო ენერგოეფექტურია და შემდგომ დამატებით თერმულ დამუშავებას არ მოითხოვს, რაც ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ახალ ფოლადს აქვს ძალიან მცირე მასშტაბის მიკროსტრუქტურები, რომლებიც შედგება ფერიტისა და აუსტენიტისაგან; გარდა ამისა, ის დიდი რაოდენობის კაჟს შეიცავს. ახალი მასალა ტრადიციული ნედლეულისაგან მზადდება და შეიძლება დამუშავდეს ფართოდ გავრცელებული ხერხებით. ამასთანავე, მას ძალიან კარგი მახასიათებლები გააჩნია და შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროში. ასე მაგალითად, კანადაში ბალისტიკური გამოცდის დროს ახალმა ფოლადმა აჩვენა შესანიშნავი ჯავშნითი თვისებები აფეთქების ტალღისა და ნამსხვრევებისაგან დასაცავად. ამრიგად, ახალი ფოლადის სიმტკიცე და ხანგამძლეობა იძლევა მისი გამოყენების საშუალებას ჯავშანტექნიკის დასამზადებლად და შენობების გასამაგრებლად.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий