„Kaiser Permanente"-სა და კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო)მეცნიერებმა აღმოაჩინეს აშკარა ურთითერთკავშირი სიკვდილიანობასა და ტელომეროს სიგრძეს შორის.
ტელომეროს (სპეციფიკური უბანი ქრომოსომის ბოლოზე) კვლევა ჩატარდა GERA პროექტის ფარგლებში და 100 ათასი პაციენტის 675 ათასზე მეტი გენოტიპობრივი მარკერი მოიცვა. ეს მონაცემები შემდგომში გაანალიზებულ იქნა ცდისპირთა სამედიცინო ბარათებთან ერთად.

შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანი ყველაზე მოკლე ტელომეროთი სიკვდილის მაღალი რისკის ჯგუფში შედის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მოკლეა ტელომერო, მით უფრო მაღალია ნაადრევი სიკვდილის რისკი. აქამდე ტელომეროს სიგრძის შემცირებას მეცნიერები ცალსახად მხოლოდ ორგანიზმის დაბერების პროცესს უკავშირებდნენ. პირდაპირი კავშირი ტელომეროს სიგრძესა და სიკვდილს შორის თითქოს არ ვლინდებოდა, მაგრამ ამ კვლევამ ასეთი კავშირი დაადასტურა.
ეს გაირკვა 100 ათასიანი მრავალეთნიკური ჯგუფის (საშუალო ასაკი – 63 წელი) პროს-პექ¬ტიული კვლევის შედეგად. სიკვდილის კავშირი ტელომეროს სიგრძესთან აშკარა გახდა, მონაცემების კორექტირების შემდეგად, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ცხოვრების წესი, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და სხვ.
ახლა მეცნიერებმა უკვე ზუსტად იციან, რომ თუ ადამიანის ტელომეროს სიგრძე მისი ასაკის ადამიანის საშუალო სიგრძეზე მოკლეა, ეს ნიშნავს, რომ სიკვდილის რისკი მომატებულია. ასეთი შედეგი, სავარაუდოდ, იმის დასტურია, რომ ტელომეროს სიგრძე პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და, მაშასადამე, სიკვდილის პროფილაქტიკისათვის.
გარდა ამისა, დღეს ცნობილია ისიც, რომ ტელომეროს სიგრძე ასაკის უკუ¬პრო-პორციულია; ქალის ტელომერო უფრო გრძელია, ვიდრე მამაკაცისა, გამონაკლისია – ახალგაზრდები. ყოველივე ეს შეესაბამება დემოგრაფიულ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ქალი უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე მამაკაცი. GERA-ის მონაცემები აგრეთვე ადასტურებს თელომერის სიგრძის პირდაპირ კავშირს ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა განათლების დონე და სხეულის მასის ინდექსი, აგრეთვე უკუკავშირს მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებასთან. მაგრამ კორელაცია დეპრესიასთან არ აღინიშნება.
მეცნიერებს ეს ახალი აღმოჩენა ძალიან ახარებს, რამეთუ გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ტელომერო შეიძლება გახდეს უკვდავობის ან, თუნდაც, სიცოცხლის არსებითი გახანგრძლივების სანატრელი „გასაღები".

Комментариев нет:
Отправить комментарий