четверг, 29 августа 2013 г.

როსის „თერმობირთვულმა" რეაქტორმა მეცნიერები დაარწმუნა


გამოქვეყნდა უჩვეულო როსის გენერატორის შემსწავლელი ექსპერიმენტების უახლესი მონაცემები. მეცნიერთა ვარაუდით, როსის გენერატორი ენერგეტიკულ რევოლუციას მოასწავებს.

2009 წელს როსიმ შეიტანა საპატენტო განაცხადი თავისი მოწყობილობისა, რომელიც ეგზოთერმული რეაქციის (სითბოს გამოყოფით) მსვლელობისას ნიკელისა და წყალბადის გამოყენებით სპილენძს აწარმოებს. როსის განცხადებით, ეს, ფაქტობრივად, არის თერმობირთვული რეაქტორი, რომელიც დაბალენერგეტიკული თერმორეაქციის საფუძველზე მუშაობს და ლითონების ტრანსუტაციის მსვლელობისას ბევრ სითბოს გამოყოფს. როსის მსოფლიო აღიარების იმედი ჰქონდა, მაგრამ ის საეჭვო ავანტიურისტად მიიჩნიეს, რადგან მან ვერ შეძლო თავისი მოწყობილობის ქვედითი მუშაობის დამარწმუნებელი მტკიცებულების წარდგენა.
მას შემდეგ როსი რეაბილიტაციას ცდილობს და პარალელურად აწარმოებს გამოსაცდელ პროტოტიპებს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მისი მოწყობილობის ტესტირებას პენტაგონი ატარებს. ახლახანს იტალიელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ექსპერიმენტები LENR დანადგართან. დეტალური აღწერის წყალობით შესაძლებელია ამ ექსპერიმენტების გამეორება და გენერატორის ქმედითობაში დარწმუნება.
დაბალენერგეტიკული ბირთვული რეაქციის (LENR) ცნობილმა მკვლევარმა, ჯედ როტველმა დადებითად შეაფასა ბოლო პუბლიკაციები, რომლებიც ეძღვნებოდა სკანდალურად ცნობილი გამომგონებლის, ანდრეა როსის, მოწყობილობის შესწავლას. როგორც ჯედ როტველი აღნიშნავს, ექსპერიმენტატორებმა როსის დანადგარში რეაქციის ბუნებასთან დაკავშირებით თეორიული დისკუსიის გამართვის ნაცვლად მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ დანადგარი მართლაც მუშაობს და აწარმოებს ენერგიას, თანაც დიდი მოცულობით.
ჩატარდა ორი ექსპერიმენტი ორ სხვადასხვა გენერატორთან. ერთ გენერატორზე 33 კვტ∙სთ ტოლი მოხმარების პირობებში მოხერხდა 62 კვტ∙სთ-ის მიღება. ამასთანავე, სითბური ენერგიის სიმკვრივემ 6•107 ვტ/კგ შეადგინა. მეორე გენერატორზე მიღებულ იქნა 160 კვტ∙სთ სიმკვრივით 6,8•105 ვტ/კგ.
ორ გენერატორზე განსხვავებული შედეგების მიღების ფაქტს მეცნიერები ხსნიან სათბობის საწყისი მასის გამოთვლის სხვადასხვა ხერხით. ამის მიუხედავად, ნიკელსა და წყალბადზე მომუშავე როსის დანადგარის მიერ წარმოებული ენერგიის სიმკვრივე შეადგენს არა ნაკლებ (7.93 ± 0.8) 102 მჯოულს LENR-რეაქტორის ბირთვის მოცულობის ლიტრზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბარიტისა და სიმძლავრის თანაფარდობის მიხედვით რეაქტორი მთელი რიგით უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი არსებული ენერგიის წყარო. ამასთანავე, ექსპერიმენტის მსვლელობისას საწვავი არც ერთ გენერატორს ამოუწურია – ისინი გამორთეს, თუმცა, სავარაუდოდ, ორივეს კიდევ უფრო მეტი ენერგიის წარმოება შეეძლო.
000rossi
ექსპერიმენტის მსვლელობისას დადასტურდა LENR-გენერატორის ქმედითობა, თუმცა ზოგიერთ მეცნიერს „ტრადიციულად" ეპარება ეჭვი და მიაჩნია, რომ ექსპერიმენტატორები – ჯუზეპე ლევი (Bologna University), ეველინ ფოსჩი (Bologna, Italy), ტორბიერნ ჰარტმანი და მისი კოლეგები (უპსალის უნივერსიტეტი) – მიკერძოებული არიან.

ამჟამად დაგეგმილია ახალი სერია ექსპერიმენტებისა, მაგრამ ამჯერად გრძელვადიანისა. ეს ექსპერიმენტები ზაფხულში დაიწყება და, სავარაუდოდ, ამ კვლევასაც ცხარე დისკუსია მოჰყვება. გამორიცხული არ არის, რომ LENR-გენერატორის ქმედითობა საბოლოოდ დადასტურდება, რაც ურანის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ეპოქის დასრულებას ნიშნავს. ახალი თაობის საწვავი წყალბადი და ნიკელი გახდება. როგორც ჩანს, პროგრესი ამ სფეროში ძალიან სწრაფი იქნება, ვინაიდან LENR-გენერატორს ბევრი უპირატესობა აქვს: მაღალი სიმძლავრე მცირე გაბარიტების პირობებში, რადიაციული უსაფრთხოება და მარტივი ლოგისტიკა, ვინაიდან წყალბადის შემუშავება შეიძლება თავად რეაქციის ენერგიის გამოყენებით, ხოლო ლითონის ტრანსპორტირება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ურანისა თუ 
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий