четверг, 29 августа 2013 г.

იაფი ბენზინი: ნავთობის გაფილტრა ფორმისა და არა ზომის მიხედვით


ახალმა მასალამ, რომელიც ახარისხებს ნახშირწყალბადის მოლეკულებს ფორმის მიხედვით, შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის სახე და მკვეთრად შეამციროს ბენზინის ფასი. ახალი მასალა შემუშავებულია კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სპეციალისტების მიერ.

ახალმა ლითონ-ორგანულმა ფილტრმა შეიძლება არა მარტო შეამციროს ნახშირწყალბადის საწვავის ღირებულება, არამედ მოხსნას მირთვის საჭიროება, რომელიც ონკოლოგიური დაავადების რისკ-ფაქტორად არის მიჩნეული.
ნავთობის გადამუშავების პროცესში გამოიყენება, როგორც წესი, საფილტრავი მასალა, რომელიც ახარისხებს ნახშირწყალბადის მოლეკულების ზომის მიხედვით. სასურველი ოქსანური რიცხვის მქონე საწვავის მისაღებად ამ ისედაც ენერგოტევად პროცესს უნდა დაემატოს განსაკუთრებული ტოქსიკური მირთვა, რომელიც ხელს უწყობს ნახშირწყალბადის დაშლის პროცესს. ახალი მასალა გამოირჩევა იმით, რომ ახარისხებს მოლეკულებს არა ზომის, არამედ ფორმის მიხედვით. ეს იძლევა სხვადასხვა ტიპის ნახშირწყალბადის მოლეკულების ბევრად უფრო სწრაფად დახარისხების საშუალებას, აგრეთვე ხსნის მირთვის გამოყენებისა და ნავთობის გადამუშავების ზოგიერთი ეტაპის შესრულების აუცილებლობას.
ახალი ლითონ-ორგანული მასალა Fe2(BDP)3 საფუძველზე წარმოადგენს მაღალი სტაბილურობის მქონე გისოსს სამკუთხედის კვეთის მიკროსკოპული გვირაბებით. ეს გვირაბები ახარისხებს გექსანების – ნახშირწყალბადი ნახშირბადის ექვსი ატომით – ხუთი სხვადასხვა ტიპის მოლეკულას. გექსანში ნახშირბადის ატომების განლაგებაზე დამოკიდებულია ბენზინის ოქსანური რიცხვი. ასე, ხაზოვანი მოლეკულები იძლევა დაბალ ოქსანურ რიცხვს – დაახლოებით 30, ხოლო განშტოებული სტრუქტურა – მაღალს – 105-მდე. მოლეკულის ფორმა გავლენას ახდენს მოძრაობაზე ახალი ლითონ-ორგანული მასალის გვირაბებში. განშტოებული მოლეკულა გვირაბში უფრო სწრაფად მოძრაობს და ფილტრიდან უფრო ადრე გამოდის, ვიდრე ხაზოვანი მოლეკულა. ამრიგად, სხვადასხვა მოლეკულა ჩნდება სხვადასხვა დროს, რაც იძლევა მათი ადვილად გაყოფის საშუალებას. გაყოფის პროცესი მიმდინარეობს 160 გრადუსის (ცელსიუსის სკალით) ტემპერატურის პირობებში.
ახალი მასალა სასარგებლო იქნება არა მარტო ბენზინის ოქტანური რიცხვის მოსამატებლად, არამედ სხვა მოლეკულების დასახარისხებლად. ახალი მასალის ავტორები ვარაუდობენ, რომ ის არსებითად შეამცირებს ბენზინის ღირებულებას თანამედროვე ნავთობგადასამუშავებელ საწარმოთა მასშტაბური გარდაქმნის საჭიროების გარეშე.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий