ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია აშშ-ს ნიუ-ორკის შტატის გადაყვანა ენერგიის ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა წყაროების გამოყენებაზე. უფრო მეტიც, ამ მასშტაბური კვლევის წამყვანი მკვლევარი, სტენფორდის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მარკ იაკობსონი დარწმუნებულია, რომ ეს მიზანშეწონილია როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი მჭიდროდ დასახლებული 19.5-მილიონიანი რეგიონის გიგანტური ქალაქით, ნიუ-ორკით, შეიძლება სითბოთი და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მხოლოდ ქარის, წყლისა და მზის სინათლით წარმოებული ენერგიის ხარჯზე. მიუხედავად ამისა, Energy Policy-ში გამოქვეყნებული გაანგარიშება აჩვენებს, რომ ეს სავსებით რეალურია და საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ამ გზით შესაძლებელია ახალი სამუშაო ადგილები შექმნა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მილიარდობით დოლარის დაზოგვა.
იაკობსონისა და მისი კოლეგების კვლევა პირველი გეგმაა ასეთი დიდი, განვითარებული რეგიონის ენერგომომარაგებისა მხოლოდ ალტერნატიული წყაროების ხარჯზე. ეს გეგმა მოიცავს ყველაფერს: ინფრასტრუქტურის ამონაგების გაანგარიშებას, ახალი მაგენერირებელი დანადგარების, სამუშაო ადგილების, მიწისა და ოკეანეს ნაკვეთების რაოდენობას, ზეგავლენას ავადობისა და სიკვდილიანობის დონეზე და ა.შ.
მკვლევართა დასკვნის თანახმად, ნიუ-ორკის შტატის ენერგოსისტემის მთლიანად ალტერნატიულ ენერგეტიკაზე გადასაყვანად თავდაპირველად საჭირო გახდება ხარჯის გაზრდა, თუმცა ამ ხარჯებს გადაფარავს, თანაც მეტობით, გამოთავისუფლებული საწვავის ხარჯები. მეცნიერთა გამოთვლით, 2030 წლისათვის ნიუ-ორკის შტატის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მაგენერირებული სიმძლავრეების მეშვეობით: 4020 სანაპირო და 12770 საზღვაო 5-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, 387 100-მეგავატიანი მზის კოლექტორი, 828 50-მეგავატიანი ფოტოელექტული ელექტროსადგური, 5 მილიონი 5-კილოვატიანი მზის პანელი საცხოვრებელი სახლების სახურავზე, 500 ათასი 100-კილოვატიანი მზის პანელი სამთავრობო და კომერციული შენობების სახურავზე, 36 100-მეგავატიანი გეოთერმალური სითბოს წყარო, 1910 0,75-მეგავატიანი და 2600 1-მეგავატიანი მოქცევის ტურბინა, 7 1300-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური (ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი უკვე აშენებულია).
აღნიშნული დანადგარების ერთობლიობა უზრუნველყოფს შტატის მეურნეობის ყველა დარგის მოთხოვნას ელექტროენერგიასა და სითბოზე, გათბობის, მრეწველობისა და კერძო სახლთმფლობელობის ჩათვლით. ამასთანავე, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდება 4000 შემთხვევამდე წელიწადში, შტატი კი ჯანდაცვის ხარჯზე 33 მილიარდი დოლარის ეკონომიას გააკეთებს (ეს კი შტატის მთლიანი შიდა პროდუქტის 33%-ს შეადგენს). ახალ ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯის ამოიგება სულ რაღაც 17 წელიწადში.
დღეს ნიუ-ორკის შტატის ენერგიის დიდი ნაწილის წარმოება ხდება იმპორტირებული ბუნებრივი აირისა და ნახშირის ხარჯზე. იაკობსონის წინადადების თანახმად, მომავალში ენერგიის 40%-ის გამომუშავება შეიძლება ქარის ენერგიის გამოყენებით, 38%-ისა – მზის პანელებით, ხოლო დანარჩენისა – ჰიდროელექტროენერგეტიკის, ენერგიის გეოთერმული წყაროებისა და მოქცევის ელექტროსადგურების კომბინაციის მეშვეობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий