Kickstarter-ის ახალი პროექტი სახელწოდებით „Velkess" ენერგიის შენახვის ეფექტურ და იაფ ტექნოლოგიას გვპირდება, რომლითაც შესაძლებელი იქნება მრავალ სფეროში ლითიუმ-იონური აკუმულატორის შეცვლა.
პროექტის, Velkess-ის (Very Large Kinetic Energy Storage System), ავტორია გამომგონებელი ბილ გრეი, რომელიც ახლახან აპირებდა ბაზარზე ნახშირბოჭკოს კომპოზიტისაგან დამზადებული იაფი მქნევარას გამოტანას. მაგრამ წინა პროექტი წარმატებული არ აღმოჩნდა, ვინაიდან ნახშირ-პლასტიკის მქნევარას დამზადება დიდ სიზუსტეს მოითხოვდა და საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
ახალი პროექტის ფარგლებში გრეი მქნევარას დამზადებას უფრო იაფი ბოჩკოვანი მინისაგან აპირებს, ხოლო დამზადების სიზუსტის პრობლემის გადაწყვეტას გეგმავს მასალის პლასტიკურობის ხარჯზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბოჩკოვანი მინის მქნევარა დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალის საპასუხოდ დეფორმაციას განიცდის და ამით ადვილად გადაიტანს ცვალებად აჩქარებას. ნახშირბოჭკოს კომპოზიტი 6-8-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ბოჩკოვანი მინა, რაც იძლევა დიდ სიჩქარემდე მისი აჩქარების საშუალებას, მაგრამ ბოჩკოვანი მინის მქნევარა 10-20-ჯერ მეტ ენერგიას შეინახავს.
{youtube}OkdqSCef0Do{/youtube]
ამჟამინდელ პროტოტიპს, Velkess-ს, 11,3 კგ წონის როტორი აქვს; მასში მაგნიტური სასაკისრე კვანძია გამოყენებული, რომელიც იძლევა 2 კვტ სიმძლავრის მიღწევისა და 0,5 კვტ∙სთ შენახვის საშუალებას. მოსალოდნელია, რომ სერიული მოწ¬ყო¬ბი¬ლო-ბის მზა პროტოტიპს ექნება 11,3 კგ წონის როტორი, დაახლოებით 15 კვტ∙სთ ტევადობა და ძაბვა 48 ვოლტამდე. შესადარებლად აღვნიშნოთ, რომ ელექტრომობილის, Nissan Leaf-ის, ბატარეის ტევადობა 15 კვტ∙სთ შეადგენს და ის 300 კგ იწონის.
უნდა ითქვას, რომ აკუმულატორის მქნევარათი შეცვლის იდეა ძალიან მიმზიდველია: დასაწყისში ძრავა აამოძრავებს იაფ როტორს, რომელიც შემდგომში თანდათან გასცემს ენერგიას – ელექტროგენერატორის ბრუნვის გზით. Velkess-ს შეუძლია დღისით მზის პანელებით მიღებული ჭარბი ენერგიის დაგროვება და ღამე მისი გადაცემა ელეტროქსელში.
მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ეს პროექტი (Velkess) გარკვეული პრობლემების წინაშე დადგება. ეს, უპირველეს ყოვლისა, როტორის ზომას უკავშირდება: როტორის ზომის გაზრდა მოითხოვს ახალ მაღალ ეფექტურ საკისრებს, რომლებიც ბრუნვის უზარმაზარ სიჩქარეს გაუძლებს. მაგალითად, არსებულ პროტოტიპში სიჩქარე 900 ბრუნს/წთ აღწევს, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ მინიმალური სიმძლავრის უზრუნველმყოფელი საწყისი სიჩქარეა. უფრო მსხვილი პროტოტიპი მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ საკისარს ზორზოხა მძიმე მაგნიტებით ან მექანიკურ საკისარს დაახლოებით ისეთი ხარისხისა, როგორიცაა რეაქტიული ძრავის დეტალები. გასაგებია, რომ ასეთი მექანიკური საკისარი სითბოს გამოყოფს და ძალიან ძვირი ღირს, რაც, ფაქტობრივად, გააბათილებს აკუმულატორის მქნევარათი შეცვლის ხარჯზე მიღწეულ ეკონომიას.

Комментариев нет:
Отправить комментарий