четверг, 29 августа 2013 г.

ჰიდრო-ნანო-აირის წყალობით ენერგეტიკა ეკოლოგიურად სუფთა გახდება


შვედეთის კომპანია „Hydro Infra Technologies"-მ შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც იძლევა ნაოსნობის, სამრეწველო საწარმოებისა და ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ნახშირორჟანგის მთლიანად ნეიტრალიზების საშუალებას.

შვედეთის მეცნიერებმა შექმნეს განსაკუთრებული ნივთიერება, რომელსაც ჰიდრო-ნანო-აირის (Hydro Nano Gas) დაარქვეს. ამ ნივთიერების საშუალებით შესაძლებელია ნახშირორჟანგის ამოფრქვევის ნეიტრალიზება, რაც ამცირებს სათბურის აირის ზემოქმედებას, რომელიც ამოიფრქვევა ატმოსფეროში წიაღისეული სათბობის დაწვის შედეგად.
000hng flowchart 2 1
მეცნიერთა აზრით, Hydro Nano Gas ტექნოლოგია ძალიან პერსპექტიულია, ამიტომ ზოგიერთი მისი დეტალი ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუმცა გემებსა და სამრეწველო ობიექტებზე მისი მონტაჟის ზოგადი სქემა უკვე ცნობილია.

Hydro Nano Gas-ის შემადგენლობა და წარმოების ხერხი ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს სუფთა წყალბადი არ არის, ვინაიდან Hydro Nano Gas 15-ჯერ უფრო სწრაფად იწვის, მაგრამ, ამასთანავე, შეიძლება ამ აირისა და ჟანგბადის ნარევის (2,5 ბარის წნევის პირობებში) გამოყენება აფეთქების რისკის გარეშე. Hydro Nano Gas ტექნოლოგია ეფუძნება ნობელის პრემიის ლაურეატის, პროფესორ იან ცე ლის (Yuan Tseh Lee) კვლევას, რომელიც სწავლობდა წყალბადის ატომებისა და ორატომიანი ტუტეების რეაქციას.
Hydro Nano Gas-ის მეშვეობით ნახშირორჟანგის (CO2) უტილიზაცია სამ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე Hydro Nano Gas და საწვავი იწვება ისე, როგორც ჩვეულებრივ საცეცხლეში, მაგრამ უფრო ეფექტურად, მურისა და გოგირდის ნაკლები რაოდენობის წარმოქმნით. მეორე ეტაპზე Hydro Nano Gas დაბინძურების დიდ ნაწილს თითქმის მთლიანად ანეიტრალებს. ამ ეტაპზე ხდება Hydro Nano Gas-ის შეშხაპუნება კვამლის მილში, სადაც მიმდინარეობს კატალიზური რეაქცია წვის გარეშე, რაც ამცირებს კვამლის, აზოტის ოქსიდებისა (NOx) და ნახშირბადის ნაერთების ნაწილაკების რაოდენობას. მესამე ეტაპზე სპეციალური ინჟექტორის მიერ იქმნება წყლის თხელი ფენა Hydro Nano Gas-ის ბუშტულებით, რაც იძლევა ნებისმიერი ნარჩენი დაბინძურების ნეიტრალიზების საშუალებას. ამის შედეგად გემის დიზელის ან დიზელის (მაზუთის, ქვანახშირის) ელექტროსადგურის გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებებს პრაქტიკულად აღარ შეიცავს. თითქოსდა ეს დაუჯერებელია, მაგრამ Hydro Nano Gas-ის ეფექტურობა გამაბინძურებელი გამონაბოლქვის ნეიტრალიზაციის მხრივ უკვე დაადასტურა შვედების აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა ეკოლოგიურმა ექსპერტიზამ.
ამჟამად მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიის ბაზარზე გატანისაკენ მიმართული მუშაობა. ის, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებულ იქნება ნაოსნობაში. შესაძლებელია, რომ უკვე 2013 წელს დანადგარის პირველი პროტოტიპი ელექტროსადგურში დამონტაჟდება. კომპანია „Hydro Infra Technologies" ვარაუდობს, რომ სამთავრობო დახმარებით მსოფლიოს ყველა ელექტროსადგურის ამ დანადგარით აღჭურვა 2-5 წელიწადშია შესაძლებელი. თუ Hydro Nano Gas ტექნოლოგიის სამრეწველო ექსპლუატაციის პირველი ცდა წარმატებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ ქვანახშირის ელექტროსადგურიც კი ეკოლოგიურად სუფთა გახდება. ამას მოჰყვება სერიოზული ცვლილებები ენერგომატარებელთა მსოფლიო ბაზარზე. რაც მთავარია, ადამიანი უფრო ჯანმრთელი იქნება, ვინაიდან ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ატმოსფეროს დაბინძურება. თუმცა, ამ სფეროში ჯერ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა რჩება – ბენზინისა და დიზელის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий