пятница, 30 августа 2013 г.

ჩინეთი მოწინავე „სტელს" უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდას ატარებს?


ინტერნეტში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ამერიკული და ევროპული ნიმუშების მსგავსი ახალი ჩინური უპილოტო საფრენი აპარატი. ცუდი ხარისხის ფოტოებზე ჩანს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მდგარი უპილოტო საფრენი აპარატი. ის ძალიან ჰგავს ამერიკულ RQ-170, X-47B, ევროპულ Neuron-სა და Taranis-ს, აგრეთვე რუსულ МиГ «СКАТ»-ს.

ამრიგად, ჩინეთი ჩაერთო უპილოტო სტელს-რბოლაში, რომელმაც სამხედრო ავიაციაში გარღვევა უნდა მოახდინოს. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ფოტოზე ასახული უპილოტო საფრენი აპარატი არის Sharp Sword («ბასრი მახვილი»), შემუ-შავებული ჩინეთის კომპანიების – Shenyang Hongdu – მიერ. «ბასრი მახვილი» აღჭურვილია სამსაყრდენიანი შასით, ერთი ძრავით და შესრულებულია „მფრინავი ფრთის" პრინციპით, ანუ მას არა აქვს ვერტიკალური ფრთასხმულობა, რაც მკვეთრად ამცირებს რადარის მიერ შემჩნევის ალბათობას და ზრდის ფრენის სიშორეს. პირველად სერიულ თვითმფრინავზე მსგავსი კონსტრუქცია გამოყენებულ იქნა ამერიკულ სტელს-ბომბშენზე B-2.

ახალი ჩინური „სტელს" უპილოტო საფრენი აპარატის ფოტო. თუ ჩინეთი ТТХ-სა და X-47B-ს მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატების შექმნას შეძლებს, მაშინ ჩინეთის არმიის შესაძლებლობები შორეული და დაცული მიზნების განადგურების მხრივ მკვეთრად გაიზრდება. უფრო მეტიც, პოტენციურად ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიძლება ბირთვული იარაღის მატარებელიც იყოს.

რა თქმა უნდა, პლანერი უპილოტო კომპლექსის ყველაზე მარტივი ნაწილია. მაგალითად, X-47B-ის სამართავად საკმარია კომპიუტერის „თაგვზე" ერთი დაჭერა: ის ავტომატურად აფრინდება თუ დაეშვება, გაანადგურებს მითითებულ მიზანს. მსგავსი ხელოვნური ინტელექტის შექმნა მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიას ელექტრონიკისა და მაღალი კვალიფიკაციის პროგრამირების სფეროში. მაგრამ ჩინეთს შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა დამოუკიდებლად ან, რაც უფრო მარტივია, ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით. კერძოდ, პენტაგონი სულ უფრო ხშირად აღნიშნავს საფრთხეს ჩინელ ჯაშუშთა მხრიდან, განსაკუთრებით კიბერსივრცეში. გარდა ამისა, ჩინელებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 2011 წელს ირანში დაკარგული ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი RQ-170.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий