კომპანია SPUTNIX-ის სპეციალისტებმა მიკროთანამგზავრის პლატფორმის, TabletSat-ის, შექმნისაკენ მიმართული სამუშაოს ფარგლებში ააწყვეს და გამოსცადეს თანამგზავრის სისტემა Plug-and-Play. საბორტე მართვის სისტემის აპარატურის ახალი არქიტექტურა იძლევა საჭირო პარამეტრების მქონე, 10-50 კილოგრამი წონის თანამგზავრის აწყობის შესაძლებლობას.
ღია სტანდარტების ნაკრები შეიმუშავა ამერიკულმა აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინსტიტუტმა (AIAA) აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების კვლევით ლაბორატორიასთან (AFRL) ერთად.
რას ნიშნავს Plug-and-Play თანამგზავრის ტექნოლოგიის შემთხვევაში? იგივეს, რაც პერსონალური კომპიუტერის მიმართ: მზა ელექტრონული კომპონენტებისაგან საჭირო კონფიგურაციისა და სიმძლავრის სისტემის აწყობის შესაძლებლობას.
საბორტე მართვის სისტემა აპარატულ-პროგრამული კომპლექსია, რომელიც აერთიანებს თანამგზავრის სამსახურეობრივ სისტემებს მის სასარგებლო დატვირთვასთან. პლატფორმა TabletSat-ის საბორტე მართვის სისტემა სალტე SpaceWire-ის მეშვეობით აერთიანებს ორიენტაციის, სტაბილიზაციის. ტელემეტრიის, ტელემართვის, GPS-ის, კვების კონტროლის, სასარგებლო დატვირთვისა და მონაცემთა გადაცემის სწრაფი ხაზის სისტემებს. პრინციპი Plug-and-Play იძლევა თანამგზავრთან მოწყობილობის მიერთების საშუალებას წინასწარი მომზადების, ანუ რთული გამართვის გარეშე, რაც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტთა ჩართვას მოითხოვს. თეორიულად ეს ნიშნავს თანამგზავრის დამოუკიდებლად აწყობის შესაძლებლობას პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად, მაგალითად, მონაცემების ან დაკვირვების რეტრანსლაციის მიზნით.
თანამგზავრის მართვის ფუნქციური სისტემა სულ რამდენიმე საკმაოდ მცირე ზომის პლატას შეიცავს; ამ პლატებს შეიძლება მიუერთო სხვადასხვა სასარგებლო დატვირთვა და შემსრულებელი მექანიზმი.
საბორტე მართვის სისტემა SPUTNIX შეიცავს ლოკალური ქსელის მართვის ერთ ან რამდენიმე SxPA-მოწყობილობასა და მარშრუტიზატორთა (SpaceWire) ქსელს სააბონენტო მოწყობილობის უსასრულო რიცხვით. Plug-and-Play ფუნქციის წყალობით თანამგზავრის მართვის სისტემასთან შსაძლებელია მრავალგვარი მოწყობილობის მიერთება. ტესტირების პროცესში სალტე SpaceWire-მა უზრუნველყო მონაცემთა სანდო გაცვლა სიჩქარით არა ნაკლებ 30 მბ/წმ-სა. ამისათვის საბორტე მართვის სისტემას მხოლოდ რამდენიმე ვატი სიმძლავრე დასჭირდა.
მიკროთანამგზავრთა ბაზარი განვითარების საწყის სტადიაზეა, მაგრამ მისი უზარმაზარი პერსპექტივა უკვე ცხადია: პირველად კოსმოსი ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მცირე ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვისაც კი. გარდა ამისა, მიკროთანამგზავრი შეძლებს მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტას – მაგალითად, ტაქტიკური სამხედრო ქსელის შექმნა ან მოკლეხნიან ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება.

Комментариев нет:
Отправить комментарий