გამომსვლელის ამოცანაა აუდიტორიისთვის თავისი აზრის, იდეის რაც შეიძლება უფრო ზუსტად მიწოდება, ამიტომ საჯაროო გამოსვლის მომზადების პროცესი, როგორც წესი, გაცილებით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე თავად გამოსვლა. საჯარო გამოსვლის დაგეგმვა გარკვეულ ეტაპებს მოიცავს.ყოველ მენეჯერს უწევს მუშაობა ინფორმაციის დიდ მოცულობასთან და ამ ინფორმაციის გარკვეული ნაწილის მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის. ტექსტთან მუშაობის პროცესი საკმარისად რთულია, მაგრამ სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული აუდიტორიაზე ზემოქმედების ეფექტი.გამომსვლელის ამოცანაა აუდიტორიისთვის თავისი აზრის, იდეის რაც შეიძლება უფრო ზუსტად მიწოდება, ამიტომ საჯაროო გამოსვლის მომზადების პროცესი, როგორც წესი, გაცილებით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე თავად გამოსვლა. გამოსვლის დაგეგმვა შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
1. ჩამოაყალიბეთ გამოსვლის კონკრეტული მიზანი ერთი წინადადებით. შეეცადეთ, რომ ის იყოს ნათელი, ცხადი, ბუნდოვანი, ზოგადი ფრაზების გარეშე. მაგალითად, ასე: „გამოსვლის მიზანია გარკვევა იმისა, გასაღების განყოფილების რომელი თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგში, რომელიც ჩატარდება..." და არა ასე: „თანამშრომელთა დამოკიდებულების გარკვევა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართ".
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „რისი თქმა მინდა აუდიტორიისათვის?". გამოსვლის მიზანი არის ის კრიტერიუმი, რომლითაც მოწმდება ყველაფერი ის, რაც ჩართულია გამოსვლის ტექსტში.
2. განსაზღვრეთ, როგორი იქნება აუდიტორია. თქვენი გამოსვლა გარკვეულ მიზანს ისახავს, მაგრამ აუდიტორიასაც აქვს საკუთარი მიზნები, ინტერესები, შეხედულებები და ა.შ. მასალის მიწოდებას ეფექტურად ვერ მოახერხებ, თუ არ გესმის, ვინ არიან შენი პოტენციალური მსმენელები. ამიტომ დაფიქრდით, რა მიზნები, მოლოდინი და ღირებულებები აქვს მოსალოდნელ აუდიტორიას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა უფრო ადამიანთა წინაშე გიწევთ გამოსვლა.
განსაზღვრეთ, დაახლოებით რამდენი ადამიანი დაესწრება გამოსვლას. შეიძლება გამოიყოს აუდიტორიის სამი ტიპი – ზომის მიხიდვით:
• მცირე აუდიტორია (12-15 პირი);
• საშუალო აუდიტორია (50-100 პირი);
• დიდი აუდიტორია (100 პირზე მეტი).
სხვადასხვა ტიპის აუდიტორიის რეაქცია გამომსვლელზე განსხვავებულია, ამიტომ განსვენებული უნდა იყოს მასალის მიწოდებაც. ძირითადი კანონზომიერება ისაა, რომ აუდიტორიის ზომის ზრდის კვალობაზე ის სულ უფრო ერთგვაროვანი ხდება. აღქმის სპეციფიკა ისაა, რომ ცალკე მჯდომ ადამიანს გააჩნია ერთ ობიექტზე ყურადღების კონცენტრაციის კარგი უნარი და, მაშასადამე, შეუძლია ინფორმაციის სწრაფი დამუშავება და სინთეზი. მისი ყურადღება გამახვილებულია მუშა ობიექტზე (მთავარ სტიმულზე), პერიფერიული (მეორეხარისხოვანი) სტიმულები ყურადღებას თითქმის არ იზიდავს. სხვა ადამიანებთან ერთად მჯდომი პირი სხვა სიტუაციაში იმყოფება: მისი ყურადღება წარმართულია არა მარტო მუშა ობიექტზე (ვთქვათ, პროექტის გან¬ხილვაზე), არამედ პერიფერიულ სტიმულებზეც (მეზობლის ნათქვამი, წამოძახილი, ჟესტიკულაცია, უფროსის უკმაყოფილო სახე და ა.შ.).
მეორე ნიუანსი: რაც უფრო მეტი მსმენელია დარბაზში, მით ნაკლებად რეაგირებენ ისინი ინფორმაციაზე და მეტად იმ ადამიანზე, ინფორმაციას რომ აწვდის მათ. დასკვნა: დიდი აუდიტორია დეტალური, საფუძვლიანი დისკუსიისათვის გამოუსადეგარია, თანაც მცირეა ალბათობა იმისა, რომ თავისი აზრის გამოთქმას ყველა მსურველი მოახერხებს. მეორე მხრივ, ასეთი აუდიტორიის წინაშე გაცილებით უფრო რთულია არგუმენტების ისე ჩამოყალიბება, რომ ეს არგუმენტები ყველასათვის გასაგები იყოს. დიდ აუდიტორიასთან მუშაობა საკმაოდ რთულია.
მცირე და დიდ აუდიტორიას შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ მცირე აუდიტორია უსახო მასად არ იქცევა, რომელიც რეაგირებს გამომსვლელზე, როგორც ერთიანი ორგანიზმი. აქ ყველას შეუძლია თავისი შეხედულების, აზრების გამოთქმა. თუ დროს მხოლოდ ერთი გამომსვლელი იკავებს, ეს მხოლოდ ხაზს უსვამს მის ქედმაღლობასა და შეხვედრის მონოპოლიზებისაკენ სწრაფვას. თუ დიდ აუდიტორიაში მსმენელები კითხვებს სვამენ მხოლოდ მაშინ, როცა ამას გამომსვლელი სთავაზობს (ეს გაცილებით უფრო მოსახერხებელია როგორც გამომსვლელის, ასე თავად მსმენელე¬ბისათვის), მცირე აუდიტორიაში უნდა შეეცადოთ, დაამყაროთ დიალოგი და დისკუსიაში ყველა დამსწრე ჩართოთ.
მცირე აუდიტორიას ერთი ნაკლი აქვს – წამყვანის ყურადღება ყველა დამსწრეს შორის თანაბრად არ ნაწილდება და კონცენტრირებულია, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე. მაგრამ ამ ნაკლის კომპენსირება ხდება იმის ხარჯზე, რომ მცირე აუდიტორიის დარწმუნება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე დიდისა.
3. გადაწყვიტეთ, როგორი შთაბეჭდილების დატოვება გსურთ. გადაწყვიტეთ, რაზე უნდა გაამახვილოთ მსმენელთა ყურადღება; მოიფიქრეთ, რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ მსმენელებმა ეს მთავარი აზრი კარგად გაიგონ და დაიხსომონ. ჩამოაყალიბეთ საკვანძო ფრაზა, რომელიც, თქვენი აზრით, აუდიტორიამ უნდა დაიხსომოს.
4. გადაწყვიტეთ, რა ნაწილების ჩართვაა საჭირო გამოსვლაში და რას ემსახურება თითოეული ნაწილი. განსაზღვრეთ ამ ნაწილების ლოგიკური თანამიმდევრობა, თითოეულის წასაკითხად (სათქმელად) საჭირო დრო. გახსოვდეთ, რომ იმისათვის, რომ აუდიტორიის მდგრადი ყურადღების პერიოდის გასაზრდელად საჭიროა, რომ გამოსვლის ცალკეული ნაწილები მოკლე იყოს.
ფსიქოლოგების მიერ დადგენილია მსმენელთა ყურადღების შეცვლის კანონ¬ზო-მიე¬რე¬ბები. აუდიტორიის ყურადღების დონე არსებითად იცვლება ორმოცწუთიანი პერიოდის განმავლობაში. თავიდან, ანუ პირველი ათი წუთის განმავლობაში, ყურადღების კონცენტრაციის დონე მაღალია, მერე მცირდება – ჯერ ნელა, შემდეგ კი უფრო სწრაფად და ოცდაათი წუთის შემდეგ მინიმალურ დონეს აღწევს. მომდევნო პერიოდში (30-ე წუთიდან მე-40 წუთის ჩათვლით) ყურადღების კონცენტრაცია ისევ იზრდება. ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ის საკმარისად მაღალია, თუმცა საწყის დონეს მაინც ვერ აღწევს. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ აუდიტორიის ყურადღების კონცენ¬ტრაცია არ გაიზრდება, თუ მას არ ეცოდინება, რომ გამოსვლა მალე დასრულდება.
აქედან გამომდინარე, რეკომენდაციები შეიძლება იყოს შემდეგი:
• ის ფაქტებს, რომლების, გამომსვლელის აზრით, აუდიტორიამ უნდა დაიხსომოს, ვეხებით გამოსვლის თავსა და ბოლოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო ილუსტრაცია და ბოლო დასკვნა. ყოველი მნიშვნელოვანი პუნქტის გამოყოფა შეიძლება პაუზით.
• იმის გამო, რომ პირველი ათი წუთის შემდეგ ყურადღების კონცენტრაციის დონე მცირდება, ამ მომენტიდან განსაკუთრებულ როლს თამაშობს გამოსვლის სტრუქტურის მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესის გაღვიძებისაკენ მიმართული ხერხების გამოყენება.
• მნიშვნელოვანი მომენტია შესვენება. თუ გამოსვლა ორმოც წუთზე მეტს იკავებს, აუცილებელია შესვენების გაკეთება. თუ გამოსვლის ხანგრძლივობა საათნახევარზე მეტია, უკეთესია ორი ათწუთიანი შესვენების გაკეთება და არა ერთი ოცწუთიანისა.
• მნიშვნელობის მიხედვით აღნიშნეთ გამოსვლის ნაწილები, როგორც А, В, С, რათა საჭიროებისამებრ ამოიღოთ ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. А არის ის, რისი ჩართვაც გამოსვლაში აუცილებელია, В – სასურველი, ხოლო С – ის, რისი თქმაც კარგი იქნება, თუ ამის დრო დარჩა.
• დარწმუნდით, რომ გამოსვლის თითოეული ნაწილი მნიშვნელოვანი შეტყობინებით ან შუალედური დასკვნით მთავრდება.

5. ტექსტზე მუშაობისას გასათვალისწინებელია ზეპირი მეტყველების რამდენიმე თავისებურება. გამოსვლის თემის მიუხედავად, ცუდად შერჩეულმა სიტყვებმა და ფრაზებმა შეიძლება ძალიან დაინტერესებული აუდიტორიაც კი გააღიზიანოს.
რა თქმა უნდა, შეიძლება გამოსვლის ტექსტის დაწერა და შემდეგ მისი წაკითხვა. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არ მოსწონს, როცა მომხსენებელი ტექსტს უკითხავს – ეს ყურადღების კონცენტრაციას ადუნებს. ამიტომ უკეთესია, თუ გამოსვლას თეზისების სახით დაწერთ და ჩაიხედავთ მასში მხოლოდ საჭიროებისამებრ.
მეორეც, წერითი და ზეპირი მეტყველება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმა-ნეთისაგან. ტექსტი, რომელსაც წაკითხვით ადვილად ვითვისებთ, მოსმენისას შეიძლება ძნელად აღსაქმელი იყოს. ამიტომ გამოსვლის შედგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი:
• მაღალფარდოვანი, ბრტყელ-ბრტყელი სტილი აუდიტორიასთან კომუნიკაციას აფერხებს. მაგალითად, ფრაზა: „მომხმარებელს, როგორც ჩანს, არაერთხელ ჰქონია საქმე ჩვენი საწარმოს პროდუქციის უხეირო ნიმუშებთან. გამყოფილებაში საქონლის ცუდ ხარისხთან დაკავშირებით მრავალი საჩივარი შემოდის" – მოსმენით ძნელად აღსაქმელია.
• ზეპირ მეტყველებაში სასვენი ნიშნები გამოიყოფა პაუზით ან შესაბამისი მეტყველების ნაწილებით. მაგალითად, ორწერტილის ნაცვლად ვამბობთ „ვინაიდან, იმიტომ რომ და სხვ.": არა „უნდა დავიწყოთ: დრო არ ითმენს", არამედ „უნდა დავიწყოთ, ვინაიდან დრო არ ითმენს".
• უფრო ხშირად გამოიყენეთ პირველი და მეორე პირი, უფრო იშვიათად – მესამე პირი და ზმნის განუსაზღვრელი ფორმა: „იმის თქმა მინდა, რომ კარგად იცით, თუ რა ძნელია ზოგჯერ მყიდველის დარწმუნება" და არა „ზოგჯერ მყიდველის დარწმუნება ძნელია".
• გამოიყენეთ აქტიური და არა პასიური გვარი გვარი: „ახალი მოწყობილობის შეძენა გვინდა" და არა „საჭიროა ახალი მოწყობილობის შეძენა".
• აბსტრაქტული არსებითი სახელების გამოყენება აღქმას ართულებს. გამოიყენეთ მარტივი სიტყვები.
• ნუ გამოიყენებთ სპეციალურ ტერმინებს, რომლებიც აუდიტორიამ შეიძლება არ იცოდეს.
• წინადადება მოკლე უნდა იყოს. მაგალითად, წინადადების – „კადრების განყოფილებას ხშირად მიმართავენ საპენსიო ასაკს მიღწეული პირები კითხვით: აქვთ თუ არა უფლება გააკეთოთ არჩევანი პენსიაზე გასვლასა და ახალი შრომითი ხელშეკრულების დადების ალტერნატივას შორის " – ნაცვლად გაცილებით უფრო გასაგები იქნება, თუ იტყვით: „თუ მუშაობის გაგრძელება გსურთ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც, დირექცია მზადაა თითოეულთან პერსონალურად განიხილოს ეს საკითხი".
• ძალიან მნიშვნელოვანია მასალის წარდგენის რიგი – მსმენელს ხომ არ შეუძლია კიდევ ერთხელ გადახედოს წინადადების დასაწყისს. ამიტომ ფრაზის – „საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით მოსალოდ¬ნე¬ლია ენერგომატარებლების ფასის შეცვლა, რაც აისახება ჩვენი პროდუქციის თვით¬ღირებულებაზე" – ნაცვლად თქვით: „ჩვენი პროდუქციის თვით¬ღი¬რებულება შეიცვლება, ვინაიდან ენერგომატარებლების ფასი იზრდება".
• აუდიტორიას თვალწინ გამოსვლის ტექსტი არა აქვს. თუ ის რთულია და რამდენიმე ნაწილს შეიცავს, მიზანშეწონილია თითოეული ნაწილის დასრულება დასკვნით, აგრეთვე ისეთი კითხვით, რომელიც იძლევა ახალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას. „ამრიგად, განვიხილეთ კონკურენტების ფასები. ჩვენი ამჟამინდელი ფასების პოლიტიკა სხვაგვარია. როგორ მოვიქცეთ? ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ფირმის განვითარების სამი შესაძლო ვარიანტი. მოკლედ შეგახსენებთ სამივეს, შემდეგ კი რიგ-რიგობით ვიმსჯელოთ თითოეულზე. პირველი ვარიანტი..."
• ვიზუალური საშუალებები – სლაიდები, ვიდეო ჩანაწერი, დიაგრამა – ავსებს გამოსვლას. მაგრამ ნუ გადატვირთავთ გამოსვლას ტექნიკური ხერხებით, ყველაფერი ის, რაც ჩართულია აუდიო-ვიდეო მასალაში, კარგად უნდა ჩანდეს, ტექსტი კი კარგად ისმოდეს. გამოსვლის ტექსტის დუბლირება საჭირო არ არის.
გამოსვლის მასალის მომზადებისას მონიშნეთ ძირითადი საკითხები (მაგალითად, მარკერით), რომ გამოსვლისას მათზე აქცენტი გააკეთოთ.
რაც შეეხება დარბაზს, ის ზედმეტად დიდი არ უნდა იყოს. თუ 100-კაციან დარბაზში ორგანიზებულ შეხვედრას (სხდომას) მხოლოდ 20 პირი თუ ესწრება, აუდიტორიას ექმნდება ორატორისგან, ერთმანეთისაგან მოწყვეტილობის განცდა. თუ ვინმე უკანა რიგებში დაჯდა (ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება), მასთან კონტაქტის დამყარება ძალიან რთულდება. დარბაზი სულ მცირე 50%-ით მაინც უნდა იყოს შევსებული. თუ გასაკეთებელია არჩევანი ოდნავ პატარა და ოდნავ დიდ დარბაზს შორის, აირჩიეთ პირველი. მეორე მხრივ, თუ ოთახი პატარაა და არსებობს ალბათობა იმისა, რომ მსმენელი დაგეგმილზე მეტი მოვა, დაგჭირდებათ სკამების ჩადგმა და ა.შ.; გარდა ამისა, სიმჭიდროვე აუდიტორიას აღიზიანებს.
უკეთესია კვადრატული ფორმის დარბაზის არჩევა. ვიწრო და ღრმა დარბაზი შოუს შთაბეჭდილებას ქმნის, ხოლო კვადრატული ფორმისა – უფრო არაოფიციალურისა, ამიტომ უფრო მოსახერხებელია აუდიტორიის დისკუსიაში ჩასართავად. შეამოწმეთ მანძილი ორატორის ადგილიდან პირველ რიგამდე. თუ მანძილი დიდია, საჭიროა გამომსვლელის კათედრის გადადგმა.

როგორ დავძლიოთ ღელვა
ღელვის დასაძლევად საჭიროა იმის გარკვევა, რას უკავშირდება ის. გადაჭარბებული ღელვის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:
• საჯარო გამოსვლის არასაკმარისი გამოცდილება;
• ინდივიდუალური თავისებურებები: მორიდებულობა, გაუბედავობა, შფოთვის მაღალი დონე, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა;
• ეჭვი იმისა, რომ მსმენელისათვის გამოსვლა საინტერესო არ იქნება;
• წარუმატებელი გამოსვლის გამოცდილება.

თუ ღელვა უკავშირდება, უპირატესად, მსმენელებს:
• შეარჩიეთ კეთილგანწყობილი მსმენელი და წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ მას ელაპარაკებეთ (რაც მთავარია, ისწავლეთ თვალებში ჩახედვა);
• როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენსა და კეთილგანწყობილ მსმენელს შორის კონტაქტი დამყარდა, ოდნავ დაუქნიეთ მას თავი და გადაიტანეთ მზერა მის მეზობელზე და ახლა კონტაქტი მასთან დაამყარეთ;
• აუდიტორია უნდა გრძნობდეს, რომ მის მიმართ ღია და კეთილგაწყობილი ხართ; ეს გარკვეულ ვარჯიშს მოითხოვს;
• გაუღიმეთ აუდიტორიას და მიიღეთ საპასუხო ღიმილი დარბაზიდან; ამასაც სწავლა (ვარჯიში) სჭირდება.

თუ ღელვა უკავშირდება საკუთარ თავს:
• დააგროვეთ გამოსვლის გამოცდილება: საჯარო შეხვედრებზე გამოთქვით აზრი, დასვით კითხვები, ჩაებით კოლექტიურ დისკუსიაში;
• ცდისა და შეცდომის მეთოდით მიაგენით საკუთარ ოპტიმუმს – იმ შიდა მდგომარეობას, განწყობას, რომლის დროსაც წარმატებას აღწევთ. ასეთი მდგომარეობა ძალიან ინდივიდუალურია: ერთი „აღმაფრენის სიხარულს " განიცდის, მეორესათვის ესაა ძალების თავმოყრის მდგომარეობა, სხვა ოდნავ ღელავს, მაგრამ არა გადაჭარბებულად. წინასწარ გადაწყვიტეთ ის, თუ როგორი ემოციური მუხტის გაგზავნა გსურთ აუდიტორიისათვის გამოსვლის პროცესში და ა.შ.
• გამოსვლის წინ ოდნავ „გახურდით": დაელაპარაკეთ რომელიმე მსმენელს, ნელი ნაბიჯით გაიარ-გამოიარეთ აუდიტორიაში.

ზოგადი სახის რჩევა:
• თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, წინა დღეს ჩაატარეთ გენერალური რეპეტიცია მოწმეთა გარეშე იმ დარბაზში, სადაც შეხვედრა ტარდება: მიდით იმ ადგილას, საიდანაც მოგიწევთ გამოსვლა, შეხედეთ ცარიელ დარბაზს, მოიფიქრეთ პოზა, ხმა, როგორც დაიწყეთ, როგორც დაასრულებთ გამოსვლას და სხვ.
• წინა საღამოს, ძილის წინ შეეცადეთ შეუქმნათ საკუთარ თავს განწყობა იმისა, რომ ხვალინდელი სიტუაცია დაგესიზმრებათ: როგორ შემოდიან მსმენელები დარბაზში, როგორ იწყებთ გამოსვლას... რაც მთავარია, უნდა იგრძნოთ და დაიჯეროთ, რომ გამოსვლა წარმატებული იქნება.
• გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხერხებულად მოკალათდით სავარძელში, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი მოხსენების პროცესი, კიდევ ერთხელ დაგეგმეთ მისი სცენარი. ამასთანავე, შეეცადეთ იგრძნოთ სიხარული იმის გამო, რომ გამოსვლა წარმატებული იქნება.

Комментариев нет:
Отправить комментарий