შოტლანდიის Heriot-Watt University სპეციალისტებმა შექმნეს ორიგინალური სკანირების სისტემა, რომელიც იძლევა თითქმის 1 კმ მანძილზე მყოფი ობიექტის მოცულობითი მოდელის შექმნის საშუალებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია არა სტერეო-გადაღებაზე, არამედ სამგანზომილებიან, მოცულობით მოდელზე, რომელიც შეიძლება აბრუნო და სხვადასხვა მხრიდან დაათვალიერო. აქამდე ასეთი მოდელის შექმნა შეიძლება მხოლოდ ობიექტის სხვადასხვა რაკურსით გადაღების შემდეგ, მაგრამ ახალი ტექნოლოგია time-of-flight (ToF) იძლევა ამის გაკეთების საშუალებას დიდი მანძილიდან და ფაქტობრივად ერთი წერტილიდან.
ტექნოლოგია ToF ამჟამად ფართოდ გამოიყენება მანქანური მხედველობისათვის. Heriot-Watt University სპეციალისტებმა შემოქმედებითად გადაამუშავეს ის და შექმნეს „შორსსასროლი" აპარატი მოცულობითი ფოტოგრაფირებისათვის. ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს შემდეგში: მცირე სიმძლავრის ლაზერული სხივი სწრაფად ახდენს ობიექტის სკანირებას: „პიქსელ-პიქსელ" აფიქსირებს ფოტონების წინ/უკან მოძრაობის დროს. სისტემა ცალკეულ ფოტონზე რეაგირების უნარის მქონე სენსორით არის აღჭურვილი.
ახალი სკანერი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ საჭიროა რაიმეთი დაფარული საგნების აღმოჩენა – მაგალითად, ხის ფოთლებით. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება ადამიანის სახის დეტალური სურათის გადაღება – სურათზე ის გამოიყურება, როგორც მუქი ლაქა. ამის მიზეზი ისაა, რომ გრძელ ტალღაზე ადამიანის სახე ფოტონების საკმარის რაოდენობას არ აირეკლავს. ამის მიუხედავად, კანის არეკვლის უნარი ცვალებადია – მაგალითად, შესაძლებელია მშრალი კანის გარჩევა გაოფლიანებულისაგან. გარდა ამისა, ახალი სკანერი ადვილად განასხვავებს მანეკენს ცოცხალი ადამიანისაგან.
ამჟამად ავტორები სკანერის სწრაფქმედების გაზრდას გეგმავენ: ჯერ-ჯერობით კარგი სურათის მიღება შეიძლება 5-6 წუთში, თუმცა თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია სულ რამდენიმე წამში. ეს დაყოვნება უკავშირდება კომპიუტერის მიერ გამოსახულების არასაკმარისად სწრაფ დამუშავებას.
დაგეგმილია სწრაფმოქმედი მყარი დისკებისა (SSD) და უფრო მძლავრი კომპიუტერის გამოყენება. მკვლევართა გაანგარიშების თანახმად, ეს გამოსახულების დამუშავების დროს 1 წუთამდე შეამცირებს. გრძელვადიანი პერსპექტივისათვის გამოყენებულ იქნება სპეციალური პროცესორი, რომელიც უფრო კიდევ უფრო სწრაფად იმუშავებს. გარდა ამისა, ავტორები გეგმავენ სკანირების მანძილის გაზრდას 10 კმ-მდე, აგრეთვე დანადგარის გაბარიტების შემცირებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий