ახალ პრეპარატს, რომელიც არის ყავისა და მოცვის ბუნებრივი მოლეკულების იმიტაცია, ძალუძს რადიაციული დასხივებით გამოწვეულ სხივურ დაავადებასთან გამკლავება.
ანტირადიაციული პრეპარატი შექმნილია ქინაქინმჟავას ახალი ფორმის საფუძველზე (კომპონენტი სახელწოდებით KZ-41), რომლის დამზადება შეიძლება დიდი რაოდენობით. ამასთანავე, ის დიდხანს ინახება ნანოემულსიის სახით და სამკურნალო თვისებების არ კარგავს. ქინაქინმჟავა ნატურალური ნივთიერებაა, მას მრავალი კვების პროდუქტი შეიცავს, მათ შორის ყავა და მოცვი.
პრეპარატების შემუშავება იმ ადამიანთა სამკურნალოდ, ვინც განიცადა რადიაციის დიდი დოზის ზემოქმედება, აშშ-ში პრიორიტეტული გახდა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ. ამ მიმართულებით კვლევის საბოლოო მიზანია სხივური დაავადების არაინვაზიური სამკურნალო მეთოდიკის შექმნა და ფართო გავრცელება – ადამიანთა დიდი ჯგუფის სამკურნალოდ რადიაციული დასხივებიდან 24 საათის შემდეგ.
მაგრამ ეფექტური სამკურნალო საშუალების ძიების გარდა, არსებობს მისი გამოყენების პრობლემაც. პრობლემას ართულებს სხივური დაავადებისათვის დამახასიათებელი ღებინება, რის გამოც წამლის პერორალური მიღება არასაიმედოა. ამასთანავე, კრიზისულ სიტუაციაში მასობრივი მკურნალობისათვის ინიექციის მეთოდიც გამოუსადეგარია, ვინაიდან ის სპეციალურ სწავლებასა და ინსტრუმენტებს საჭიროებს.
ყველა ამ პრობლემების გადასაწყვეტად ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს წამლის მიწოდების ახალი სისტემა – თავისებური სალბუნი, რომლის გამოყენებას ბავშვიც შეძლებს. ამასთანავე, ახალი პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტური და მოსახერხებელია რადიაციული დასხივებისა და კანის დაზიანების შერწყმისას. სწორედ ასეთი სახის დაზიანება არის მოსალოდნელი „ბინძური" ბომბის აფეთქებისას.

Комментариев нет:
Отправить комментарий