EWICON დიდ საჩოგბურთო ჩოგანს ჰგავს; ესაა დიდი მართკუთხა კონსტრუქცია შიგნით განთავსებული გისოსით. ორიგინალურ ქარის დანადგარს მოძრავი მექანიკური ნაწილები არა აქვს, ვინაიდან ის ქარის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის ელექტროსტატიკის მეშვეობით.
EWICON-ის მუშაობის პრინციპი მარტივია: კონსტრუქციის ფუძესთან მდებარე შედარებით მცირე ზომის ბადიანი მილიდან (უარყოფითი ელექტროდი) ხდება წყლის წვეთების გაფრქვევა, რომლებსაც ქარი იტაცებს და გადაადგილებას უარყოფითად დამუხტული ბადიანი ელექტროდისაკენ. ელექტროდი, თავის მხრივ, იზიდავს დადებით მუხტს; ასე იქმნება ელექტრობის მწარმოებელი პოტენციალთა სხვაობა.
ქარის დანადგარს, EWICON-ს, უჩვეულო კონსტრუქცია აქვს, ის გარდაქმნის ქარის ენერგიას დადებითად დამუხტული წყლის წვეთების გადაადგილების მეშვეობით. EWICON-ს მუშაობისათვის წყალსატევი ავზი და ტუმბო სჭირდება, სამაგიეროდ ამ ორიგინალურ ქარის დანადგარს უზარმაზარი ფრთები არა აქვს და ის უხმაუროა.
როგორც ავტორები ამბობენ, EWICON-ის დიზაინი ძალიან მარტივია: საჭიროა ნებისმიერი ფორმისა და ზომის ბადიანი ჩარჩოს დამზადება; შესაძლებელია მისი შეთავსება მზის პანელთან. თუმცა, არსებობს შეზღუდვა მინიმალურ ზომასთან დაკავშირებით, ვინაიდან აუცილებელია, რომ დანადგარმა თავად უზრუნველყოს წყლის გადასაქაჩად საჭირო ენერგია.
ჯერ-ჯერობით EWICON-ის ეფექტურობა ცნობი არ არის. არსებობს ერთადერთი არა ლაბორატორიული პროტოტიპი, განლაგებული უნივერსიტეტის შენობის წინ, მაგრამ, მნახველთა თქმით, ეს ნიმუში უწყვეტად კვებავს კაშკაშა ნეონის ფირნიშს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ EWICON 2-3-ჯერ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული ქარის დანადგარისა მბრუნავი ფრთებით, მას მაინც უზარმაზარი უპირატესობა აქვს – ის უხმაუროა. EWICON დადგმა შეიძლება ნებისმიერ ადგილას, ის პეიზაჟს გაალამაზებს კიდეც. ამასთანავე, გამორიცხულია საფრთხე ჩიტებისათვის, ნაკლებია მეხის დაცემისა და ქარიშხლის გამო წაქცევის რისკი.
იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დროს გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია ამ უთუოდ საინტერესო ტექნოლოგიის შესახებ. ჯერ-ჯერობით ინტერნეტში მიმდინარეობს მწვავე კამათი ამ ტექნოლოგიის ეფექტურობისა და ქმედითობის შესახებაც კი. ძირითადი პრობლემაა წყლის წყარო და ჰაერის შესაძლო დაბინძურება დამუხტული ნაწილაკებით. თუმცა, ერთი შეხედვით პირველი პრობლემის გადაწყვეტა რთული არ არის – შეიძლება EWICON დაყენება მცირე ზომის აუზში, რომელიც ბუნებრივი ატმოსფერული ნალექით შეივსება.
Комментариев нет:
Отправить комментарий