შეფილდის რობოტოტექნიკის ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს თითქოსდა მარტივი ალგორითმი რობოტთა გუნდის სამართავად. ამ ალგორითმის წყალობით რობოტთა ჯგუფი შეძლებს გაერთიანებას გარკვეული ამოცანის ერთობლივად შესასრულებლად.
ექსპერიმენტის მსვლელობისას 40 რობოტისაგან შემდგარი გუნდი მარტივ ამოცანებს უკვე წარმატებით ასრულებს: მაგალითად, ობიექტის გარშემო ჯგუფდება და მას საჭირო მიმართულებით წარმართავს.

ეს საოცარი შესახედია: ოთახის სხვადასხვა კუთხეში უმიზნოდ მყოფი რობოტები ამოცანის მიღებისთანავე მყისიერად ჯგუფდებიან საჭირო რიგით ამ ამოცანის შესასრულებლად.
რობოტთა გუნდი დღეს სხვადასხვა სფეროს დიდ ინტერესს იწვევს. ამჟამად რთული ფუნქციების შესასრულებლად მზადდება, ძირითადად, რთული რობოტი, თუმცა ზოგჯერ გაცილებით უფრო მოსახერხებელია მარტივი პატარა მანქანების სიმრავლის გამოყენება. მაგალითად, თავის ტვინის პატარა სიმსივნის ამოსაკვეთად ნანო-რობოტთა ჯგუფი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე დიდი ქირურგიული კომპლექსი. ასეთი რობოტთა გუნდი გამოადგება სამხედროებს, მაშველებს, მწარმოებლებს.
შეფილდის როტოტოტექნიკის ცენტრის მიერ შემუშავებული ალგორითმი ძალიან მარტივია: თუ რობოტებმა ერთად უნდა იმუშაონ, ყოველი რობოტი უბრალოდ ეძებს სხვა რობოტთან შეხების წერტილს. მარტივად რომ ვთქვათ, რობოტი „ეძებს" მანამდე, სანამ არ იპოვებს სხვა რობოტთან კონტაქტის კონკრეტულ წერტილს.
ამრიგად, რობოტთა ნაყარის ხელოვნური ინტელექტი თავისი ამოცანების შესასრულებლად ინფორმაციის მინიმუმს იყენებს, რაც იძლევა ელემენტარული მიკროსქემების გამოყენების საშუალებას; უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ეს სქემები საერთოდ აღარ იქნება საჭირო. ეს ძალიან სასარგებლოა ნანო-რობოტების დამზადებისას, ვინაიდან უახლოესი პერსპექტივისათვის პაწაწინა ნანო-რობოტის შიგნით პროცესორისა და მეხსიერების განთავსება ვერ მოხერხდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий