Virginia Tech College of Engineering მეცნიერებმა და ინჟინრებმა წარმოადგინეს ავტონომიური რობოტი-მედუზა, რომელიც საოცრად ჰგავს თავის ცოცხალ პროტოტიპს. ამ საოცარ მოწყობილობას ისეთივე სიმაღლე და წონა აქვს, როგორც ზრდასრულ ადამიანს: 1, 6 მეტრი და 77 კგ.
დიდი რობოტი-მედუზის პროტოტიპს Cyro დაარქვეს – მსგავსი ცოცხალი მედუზის სახელი. Cyro უფრო მსხვილი ვარიანტია საკმაოდ ცნობილი რობოტი-მედუზისა – Cyanea capillata, რომელიც დაახლოებით ადამიანის ხელის გულის ზომისაა. ორივე რობოტი რამდენიმე უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომლებსაც აფინანსებს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები.
დიდი რობოტი-მედუზის პროტოტიპს Cyro დაარქვეს – მსგავსი ცოცხალი მედუზის სახელი. Cyro უფრო მსხვილი ვარიანტია საკმაოდ ცნობილი რობოტი-მედუზისა – Cyanea capillata, რომელიც დაახლოებით ადამიანის ხელის გულის ზომისაა. ორივე რობოტი რამდენიმე უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომლებსაც აფინანსებს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები.
Cyro დიდი ზომა დიდ მანძილზე ცურვის, დიდი სასარგებლო დატვირთვისა და მაღალი სანდოობის უნარს ნიშნავს. პერსპექტივისათვის მსგავსი რობოტი შეძლებს ავტონომიური რეჟიმით ოკეანეს პატრულირებას, გარემოს მონიტორინგის ჩატარებას, აგრეთვე ზღვის ფსკერისა და ოკეანის დინებების კარტოგრაფირებას.
მცირე ზომის RoboJelly განსხვავებით, Cyro „იკვებება" არა სადენით, არამედ ნიკელ-ლითონ-ჰიბრიდური აკუმულატორით. ამჟამად ტარდება ექსპერიმენტი რობოტის წყალბადით კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ტექნოლოგიური ბარიერია დასაძლევი. ამის მიუხედავად, წყალბადი Cyro-თვის ენერგიის მიწოდების ძალიან პერსპექტიული წყაროა, ვინაიდან ოკეანე საწვავის ამ სახეობის ლამის უსასრულო წყაროა.
ნებისმიერ შემთხვევაში რობოტ-მედუზას რამდენიმე თვის განმავლობაში ავტონომიურად მუშაობის უნარი ექნება. ჯერ-ჯერობით რობოტი-მედუზა ოკეანეში არ გაუშვიათ, მაგრამ წყალმარჩხობის პირობებში ის წარმატებით მუშაობს და თითქმის იდეალურად იმეორებს ცოცხალი მედუზის მოძრაობასა და გარეგნობას.
მთლიანობაში Cyro-ის კონსტრუქცია RoboJelly-ის ანალოგიურია. რობოტს აქვს ელეტროძრავით აღჭურვილი ხისტი წიდა კარკასი; ელექტროძრავა კუმშავს და შლის რბილი სილიკონისაგან დამზადებულ „კაპიუშონს". რობოტი Cyro საოცრად ჰგავს ცოცხალ არსებას, ამიტომ ზოგიერთი ბიოლოგი შიშობს, რომ რობოტს შეიძლება მტაცებლები დაესხნენ თავს. მაგალითად, ზოგიერთი ზღვის კუ მედუზებით იკვებება, ამიტომ მას შეიძლება რობოტი ცოცხალი არსებასთან აერიოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий