HCPVT ძალიან ლამაზი იქნება: დიდი სარკიანი „თეფში ", რომელიც ელექტროამძრავის წყალობით ყოველთვის მზისკენ ტრიალდება.
ავტორთა ჩანაფიქრით, ეს დანადგარი მზის სინათლეს შთანთქავს, 2000-ჯერ გააძლიერეს მას და 80%-ს სასარგებლო ენერგიად გარდაქმნის.
გარდა ამისა, სისტემა შეძლებს წყლის გამტკნარებასა და ჰაერის გაგრილებას მზიან დღეებში. შესაძლებელია სარკეების რაოდენობისა და, შესაბამისად, HCPVT-ის გაბარიტების შეცვლა, დაგეგმილი დანიშნულების შესაბამისად.
სისტემა HCPVT 1х1 სმ ზომის ფოტოელექტრულ ჩიპებს ეფუძნება, რომლებიც შეძლებს საშუალოდ 200-250 ვტ ენერგიის წარმოებას მზიანი 8-საათიანი ღდის განმავლობაში. ერთ თეფშს ასობით ფოტოელექტრული ჩიპი იქნება, ამიტომ ის შეძლებს 25 კვტ ენერგიის შემუშავებას.
ჩიპების გაგრილება ხდება ცირკულირებადი თხევადი თბომატარებლიანი მიკროარხების მეშვეობით. ამ მიკროარხის დიამეტრი რამდენიმე ათეულ მიკრომეტრს შეადგენს და 10-ჯერ უკეთ აგრილებს, ვიდრე პასიური საჰაერო გაგრილების სისტემის რადიატორი. მიკროარხული თხევადი გაგრილება HCPVT-ის ტექნოლოგიის საკვარძო ელემენტია. უნდა ითქვას, რომ ის უკვე გამოცდილია IBM-ის მთელ რიგ ნაწარმზე – მაგალითად, დოდმწარმოებლურ კომპიუტერზე „Aquasar."
კომპანია IBM-ის „მზის თეფში" HCPVT შეძლებს ელექტროობის, სითბოს, სიცივისა მტკნარი წყლის წარმოებასა და ჰაერის გაგრილებას
HCPVT-ის ეფექტურობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული მზის პანელისა და კოლექტორისა. IBM-ის ეს ნაშარმი, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ენერგეტიკული დანადგარია: ის შთანთქმული მზის სინათლის 30%-ს ელექტროენერგიად აქცევს და დამატებით 50%-მდე სითბოს შთანთქავს. ავტორები იმედოვნებენ, რომ ესოდენ მაღალი ეფექტურობის წყალობით HCPVT-ის მიერ წარმოებული ენერგიის 1 კვტ∙სთ-ის ღირებულება 10 ცენტზე ნაკლები იქნება. შესადარებლად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად გერმანიაში ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით 1 კვტ∙სთ-ის ფასი 25 ცენტია, ხოლო ქვანახშირის ელექროსადგურის მიერ წარმოებულისა – 5-10 ცენტი. HCPVT-ის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 250 დოლარზე ნაკლები იქნება, რაც სამჯერ ნაკლებია ანალოგიური სისტემების ფასზე.
უფრო მეტიც, HCPVT შეუძლია 900 С-მდე წყლის გაცხელება. ამ წყლის გამოყენება შეიძლება ოთახის გასათბობად ან მარილიანი წყლის გასაცხელებლად, რომელიც სპეციალურ მემბრანაში გავლის შემდეგ მტკნარი ხდება. HCPVT „თეფშის" 1 კვადრატული მეტრიდან შესაძლებელია დღეში 30-40 ლიტრი სასმელი წყლის წარმოება. გარდა ამისა, წყლისა და სილიკაგელის აბსორბციული გამაგრილებლის მეშვეობით HCPVT-ს შეუძლია ოთახის კონდიცირების უზრუნველყოფა.
Комментариев нет:
Отправить комментарий