რიჩარდ ბრაუნს განზრახული აქვს დაუბრუნოს საკუთარ თავსა და დიდ ბრიტანეთს მოტოციკლის (Jet Reaction) სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. Jet Reaction მოტოციკლი ფორსირებული ვერტმფრენის ძრავაზე მუშაობს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს მართლაც შესაძლებელია. სულ მალე ბრიტანელი შეიძლება გახდეს ყველაზე სწრაფი ადამიანი ორ ბორბალზე, ანუ განავითაროს წარმოუდგენელი სიჩქარე – 425 მილი საათში (684 კმ/სთ).
როგორ იქცევა რეაქტიული ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება ასეთი სიჩქარის პირობებში? Jet Reaction-ის ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი აეროდინამიკური გამოცდის გარდა, ჩატარდება დამატებითი კვლევა ექსპერტების მონაწილეობით, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური ცოდნა საჰაერო ნაკადებს შემსწავლელი მეცნიერების დარგში. ისინი დაუკავშირდნენ ჰადერსფილდის უნივერსიტეტის პროფესორს, რაკეშ მიშრას, რომელიც დათანხმდა Jet Reaction-თვის დეტალური აეროდინამიკური კვლევის ჩატარებაზე. ამისათვის მან მოიწვია მკვლევარი თეიმურ ასიმა – ძალიან ნიჭიერი პაკისტანელი მკვლევარი, გამოთვლითი ჰიდროდინამიკის სპეციალისტი (CFD). მკვლევარები სამი თვის განმავლობაში ატარებდნენ დეტალურ ანალიზს იმისა, თუ როგორი იქნება ჰაერის გარსშემოდენა მანქანის კორპუსისა სპეციალურად შემუშავებული კონუსის ცხვირით. ეს ძალიან რთული ამოცანა იყო, რომელმაც მოითხოვა 12-ბირთვიანი კომპიუტერის სრული სიმძლავრე. თეიმურ ასიმას თქმით, „ასეთი მაღალი სიჩქარის პირობებში ჰაერი კუმშვადი ხდება. კუმშვადი ნაკადის მოდელირება გამოთვლილი ჰიდროდინამიკის მეთოდების გამოყენებით მარტივი არ არის". მან ჩაატარა ზეზღვრული სიჩქარით მოძრაობის კომპიუტერულ იმიტაციათა გრძელი სერია. ამის წყალობით მოხერხდა ჰაერის კუმშვადობის გავლენის შესწავლა მოტოციკლის აეროდინამიკურ თვისებებსა და მის ქცევაზე ტრასაზე. პროექტის დასრულების შემდეგ მკვლევარებმა შედეგები რიჩარდ ბრაუნს გაუგზავნეს. ამ მოხსენების ძირითადი მიზანი იყო Jet Reaction-ის აეროდინამიკური თვისებების ანალიზი, აგრეთვე იმისა, თუ როგორ მიაღწევს ეს მოტოციკლი დაგეგმილ სიჩქარეს – 684 კმ/სთ. ამ მოხსენებამ დაადასტურა Jet Reaction-ის გუნდის მუშაობის მართებულობა. ახლა მათ უკვე შეუძლიათ გადასვლა მუშაობის შემდეგ ეტაპზე – რეკორდული მოტოციკლეტის შექმნაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий