среда, 28 августа 2013 г.

ინფექცია აიძულებს იმუნიტეტს დაასახიჩროს ორგანიზმი: სიტუაცია და მიზეზი


მეცნიერებმა დაადასტურეს იმუნურ სისტემაში „სუსტი რგოლის" არსებობა – განისაზღვრა პირობები, რომლის დროსაც ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს აუტოანტისხეულების პასუხი.
ეს პროცესი დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ იყო. მრავალი წლის განმავლობაში ვიცოდით, რომ ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად, რევმატიზმი თუ გიიენ-ბარეს სინდრომი, შეიძლება განვითარდეს ინფექციის შედეგად. მაგრამ აქამდე მეცნიერებმა არ იცოდნენ ის, თუ რატომ ვერ ახერხებს ჩვენი ორგანიზმი ასეთი პროცესის თავიდან აცილებას და როგორ მართავს ინფექცია ადამიანის აუტოიმუნურ სისტემას.
ანტისხეულების მწარმოებელი იმუნური უჯრედების ფორმირებისას გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. ეს პროცესები არის გარანტია იმისა, რომ ორგანიზმი მოახერხებს „თავისიანისა" და უცხოს გარჩევას. სწორედ ამის წყალობით ხერხდება შიდა იერიშის თავიდან აცილება. ზოგადად ეს პროცესები საკმარისად საიმედოა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი ჩვეული, რეგულირებადი წესით მიმდინარეობს. მაგრამ თუ სხეული დაავადებასა და ინფექციას ებრძვის, ამ უჯრედებს უწევთ მეორე, თანაც გაცილებით უფრო ქაოტური, განვითარების ეტაპის გავლა. დიდი რაოდენობის მიკრობებთან გასამკლავებლად უჯრედებში ვითარდება ანტისხეულების გენების მუტაციის უნარი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ „გამოიცნო" ის შესაფერისი გენი, რომელიც წარმატებით ამარცხებს დამპყრობელს. როცა ეს ხდება, „წარმატებული" უჯრედები იწყებს ინტენსიურად გამრავლებასა და ახალი ანტისხეულების პროდუცირებას. სამწუხაროდ, უჯრედების მუტაციის ინტენსივობა და სიჩქარე, აგრეთვე ამ პროცესის შემთხვევითი ხასიათი პრობლემას ქმნის. ზოგჯერ ინფექციასთან ბრძოლისათვის შექმნილი ანტისხეულები შიდა იერიშის პოტენციალს იძენს.
თაგვებთან ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ორგანიზმში ანტიგენის ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ხდება ანტისხეულთა ყველა სხვა დანარჩენი გენერატორის ალაგმვა, რის წყალობითაც ხერხდება აუტოიმუნური იერიშის თავიდან აცილება. და პირიქით, თუ სამიზნე ანტიგენი უჯრედების მწარმოებელი ცენტრისაგან შორს მდებარეობს, მაშინ ხდება როგორც ანტიგენების, ისე აუტოანტისხეულების მწარმოებელი უჯრედების პროდუცირება. ეს დასკვნა გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში „Immunity".
„ფაქტობრივად, დავამტკიცეთ, რომ როცა საქმე ჯვარედინა წესით რეაგირებად ანტისხეულებამდე მიდის, ვლინდება აუტოტოლერანტობის დიდი წუნი", – განაცხადა სიდნეის სამედიცინო კვლევის ცენტრის პროფესორმა, რობერტ ბრიკმა. – ჩვენი აღმოჩენა ხსნის იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს აუტოიმუნური მდგომარეობა ინფექციის შემდეგ. მაგრამ თუ დაავადება ამ ასპექტით კარგად იქნება შესწავლილი, მომავალში შევძლებთ მისი არასასურველი შედეგების თავიდანვე თავიდან აცილებას"
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий