მეცნიერი ქალები
ჰუმანიტარული მეცნიერებები
- ალადაშვილი ნათელა _ ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1980), პროფესორი (1983).
- გუგუშვილი ეთერი _ თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971)
- ვოლსკაია ანელი _ ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1974). სამხატვრო კავშირის წევრი (1963)
- მაჩაბელი კიტი _ ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
- მაჭავარიანი ელენე (ლელიკო) _ ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
- ურუშაძე ნათელა _ თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
- ყენია რუსუდანი _ ხელოვნებათმცოდნე, ოქრომჭედლობის რესტავრატორი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1963).
- შალუტაშვილი ნადეჟდა _ თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1974), ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
- შმერლინგი რენე _ მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). ქართველი ხელოვნების მკვლევარი ო. შმერლინგის ქალიშვილი.
- ხუსკივაძე ლეილა _ ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1982)
- ანდრონიკაშვილი მზია _ აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი-ირანისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
- ბაქრაძე მზია — ფილოლოგი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.
- ენუქიძე რუსუდან — ინგლისური ენის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
- მეტრეველი ელენე _ ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1983).
- ნათაძე მაია — ფილოლოგი, დასავლეთ ევროპის ენების სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- ორლოვსკაია ნატალია – დასავლეთ ევროპის ლიტერატურის სპეციალისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.
- ღვალაძე ლატავრა _ ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), წლების მანძილზე თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.
- ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე თინათინი _ აღმოსავლეთმცოდნე, ენათმეცნიერი, ინდურ-ირანული ენების მკვლევარი.
- ხიდეშელი ანასტასია _ ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1986).
- ვირსალაძე ელენე – ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
- კალანდაძე ანა _ ფილოლოგი, ენათმეცნიერი, პოეტი-აკადემიკოსი.
- კვარაცხელია გუჩა _ ფილოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
- ლომთათიძე ქეთევანი — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
- ყაუხჩიშვილი თინათინ – ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993).
- შანიძე მზექალა _ ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.
- შარაძენიძე თინათინი _ ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტი (1974), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ცისკარიძე ვიოლეტა _ ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982).
- დანელია დალი – ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- თოფურიძე ელენე (ლალა) – ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- კუკავა თამარი – ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- ჭელიძე მერი – ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- ფარჯანაძე დალი _ ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი.
- ხუნდაძე ფატი _ პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
- იმედაძე ნათელა _ ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- კეჟერაძე ელენე (გოცა) _ ფსიქოლოგი.
- წერეთელი თინათინი _ იურისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე 1960, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი.
საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
- ასათიანი თინათინი _ ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნულია კადემიის წევრი.
- ბერიძე რუსუდანი _ მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
- ნანობაშვილი ელენე _ ქართველი ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965).
- ნიკოლაძე რუსუდანი – ქიმიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, (1941), პროფესორი (1933).
- ცეცხლაძე თეა _ ფიზიკოს-ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978), მეცნიერებისდამსახურებულიმოღვაწე (1982).
- ციციშვილი ნინო _ ქიმიკოსი, პირველი პროფესორი (1930) ქალი ქიმიაში, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).
- ბახტაძე ქსენია – ბიოლოგი, სელექციონერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1959), ლენინის სახ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და სოციალისტური შრომის გმირი (1966) .
- კეზელი თამარი – მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
- კემულარია-ნათაძე ლუბა – ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965). მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).
- ღვალაძე გურანდა _ ქართველი ბოტანიკოსი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1990), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1998), მეცნიერების, საინჟინრო საქმისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (WASET) ნამდვილი წევრი (2008).
- ჩიჯავაძე ელენე _ პირველი ქართველი მიკრობიოლოგი ქალი, საქართველოს დამსახურებული ექიმი.
- ცხაკაია ქსენია _ მცენარეთა ფიზიოლოგი, პროფესორი (1962), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965).
- წაქაძე თინათინი _ ფიტოპათოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1972), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982).
- ხარაძე ანა _ ბოტანიკოს-სისტემატიკოსი, ფლორისტი და ბოტანიკოს-გეოგრაფი.
- უზნაძე მედეა _ გეოლოგი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათადოქტორი (1964).
- მანანა ლორთქიფანიძე – გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თანამედროვე გეოლოგიური თეორიის – გლობალური ტექტონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
მედიცინის მეცნიერებები
- ბაქრაძე-დედაბრიშვილი მარიამი _ ქართველი ექიმი, შ. არაგვისპირელის მეუღლე, საქართველოს დამსახურებული ექიმი (1941).
- ბოკერია მარიამი _ პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950); საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
- გელაძე თინა _ ექიმ-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
- დეკანოსიძე თამარი _ ექიმი-აკადემიკოსი, პათოლოგოანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
- ზაალიშვილი ირინე _ პათოფიზიოლოგი, medicinis mecnierebaTa doqtori.
- მაჭავარიანი ნუნუ _ ექიმი, ფსიქო-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978), საქართველოს დამსახურებულიექიმი (1980).
- ნემსაძე ქეთევანი _ ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.
- ჟვანია თამარი _ ტრანსფუზიოლოგ-ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1959), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960)
- ჟღენტი ანა _ მეცნიერი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
- ქემერტელიძე ეთერი _ ფარმაკოქიმიკოსი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).
- ყიფიანი ბარბარე _ ფიზიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი.
- ჯავახიშვილი ნინო _ ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953). საქართველოს მცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1949).
- ჯიქიძე ეთერი _ მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979).
- ნინო კვეზერელი-კოპაძე - ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
Комментариев нет:
Отправить комментарий