вторник, 14 июня 2016 г.

ალექსანდრიის პატრიარქი ყველა ადგილობრივ ეკლესიას მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს


ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი, თეოდორე II მოუწოდებს ყველა ადგილობრივ ეკლესიას, მიიღონ მონაწილეობა კრეტაზე გამართულ მართლმადიდებლურ კრებაზე.
პატრირქი თეოდორე ამ კრებას აფასებს, როგორც ისტორიულს და აღნიშნავს: “მართლმადიდებელი ეკლესია შორს უნდა იდგეს პოლიტიკისგან, ნაციონალური და და რასობრივი მისწრაფებებისგან”.

“წარმოუდგენელია, პირადი მისწრაფებების, დიპტიხში პირველობის სურვილის და კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ კოორდინატორის როლის შესრულებით უკმაყოფილების გამო უარი ითქვას კრებაში მონაწილეობაზე, თუმცა ადრე გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული” -ამბობს პატრირქი თეოდორე.
ალექსანდრიის ეკლესიის მეთაური თვლის, რომ ბულგარეთის ეკლესია უკვე აღარ შეცვლის გადაწყვეტილებას, განსხვავებით სხვა 3 ადგილობრივი ეკლესიისაგან, რომელთაც ასეთი კატეგორიული უარი არ უთქვამთ.
პატრიარქ თეოდორეს აზრით, იმ ეკლესიათა მეთაურები, რომლებიც ისეთ ამაო საკითხებს აყენებენ, როგორიცაა პატივის პირველობა, უნდა წამოდგნენ თავიანთი მდიდრული ტახტებიდან და მოინახულონ აფრიკა, რომ იგრძნონ ქრისტეს ღარიბი და მოკრძალებული შვილების მნიშვნელობა”.

წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий